USD 2.7118
EUR 3.1568
RUB 3.4534
Tbilisi
აბუ-დაბიში ფრენების შეჩერება გააძვირებს ტურისტულ პაკეტს და ნაკლები ადამიანი იფრენს - ბერეკაშვილი
Date:  130

ტურისტული კომპანია Travel To Georgia-ს დირექტორის ლაშა ბერეკაშვილი ამბობს, რომ Wizz air-ის მიერ აბუ-დაბის მიმართულების გაჩერებას მის ბიზნესზე სერიოზულ გავლენას იქონიებს.

ამ შემთხვევაში თბილისიც ვერ იქნება ალტერნატივა, რადგან თბილისის აეროპორტიდან აბუ-დაბის მიმართულებით ბიუჯეტური ავიაკომპანიები არ დაფრინავენ, ეს კი როგორც ბერეკაშვილი ამბობს, ტურებს გააძვირებს.

"საკმაოდ გააძვირებს პაკეტს, რადგან რა ტურებსაც ტურისტებს ახლა ვთავაზობდით იმ თანხის 80% თბილისიდან ფრენის შემთხვევაში ბილეთის ღირებულება იქნება. ახლა თუ 80-60 ადამიანი ახერხებს წასვლას, გაძვირებულ პაკეტით ალბათ 20 ადამიანი შეძლებს. შეიძლება აღარც ღირდეს იმის გაკეთება, რაზეც ახლა ვმუშაობთ. შემომყვან ტურიზმს რაც შეეხება, საკმაოდ მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს სასტუმროებს, ტრანსპორტს, ავტოგაქირავებას, კვების ობიექტებს და ა.შ.

ვფიქრობ, რაც გამოცხადდა Wizz air გასვლის შესახებ, უნდა შექმნილიყო გარკვეული კრიზისული მართვის ჯგუფი. მოლაპარაკება გამართულიყო სხვადასხვა დაბალბიუჯეტიან კომპანიასთან თუნდაც არაბულ ავიაკომპანიებთან, რათა ეს მიმართულება შევინარჩუნოთ. მთავრობის პასუხისმგებლობას იმაში ვხედავ, რომ მნიშვნელოვანი მიმართულება გაუქმდა, როგორმე მისი სხვა ავიაკომპანიით ჩანაცვლება უნდა მოხდეს. ის, რომ კომპანია გავიდა და ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ვერ იქნება კრიზისის მართვა. ამ შესაძლებლობის გამოყენება გვჭირდება, რათა ასობით ადამიანი ტურიზმში ისე არ დარჩეს", - ამბობს ბერეკაშვილი.

14 ივლისს Wizz air-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სექტემბრიდან აბუ-დაბის მიმართულებით ფრენებს აჩერებს. ფრენების გაჩერების გადაწყვეტილება შეეხო ქუთაისსაც, საიდანაც Wizz Air Abu Dhabi-ი დაფრინავს.

კომპანიის განცხადებაში წერია, რომ ბაზრის დინამიკის, ოპერაციული სირთულეებისა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე რთული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, Wizz Air წყვეტს Wizz Air Abu Dhabi-ის ოპერაციებს, რაც გულისხმობს ყველა ადგილობრივი რეისის შეჩერებას 2025 წლის 1 სექტემბრიდან.

Wizz Air გააძლიერებს ფოკუსს თავის ძირითად ბაზრებზე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში, როგორიცაა ავსტრია, იტალია და გაერთიანებული სამეფო. ამ სტრატეგიული გადანაწილებით კომპანია შეძლებს რესურსების მიმართვას იმ რეგიონებისკენ, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში აჩვენებენ ზრდისა და მოგებიანობის პოტენციალს.



წყარო:https://bm.ge/

analytics
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way