თბილისის მშრალი პორტის გახსნა აპრილში იგეგმება. პორტის მშენებლობა ორ ფაზადაა დაყოფილი და მიმდინარე წელს მისი პირველი ფაზის დასრულება/გახსნა მოხდება. როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას შპს „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა, თბილისის მშრალი პორტის პროექტი ქვეყანაში ლოგისტიკის განვითარებას ემსახურება.
„დაახლოებით 70%-ი იმპორტირებული საქონლის მოდის თბილისზე. შესაბამისად აქამდე ანალოგიური ინფრასტრუქტურა არ არსებობდა. ჩვენ ვაპირებთ, რომ აპრილში გავხსნათ პირველი ფაზა“, - განმარტავს ინაიშვილი.
მისი თქმით, თბილისის მშრალი პორტის პროექტის პირველი ფაზის მშენებლობაში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 20-მდე გაიზარდა.
„ინვესტიციის მოცულობა უკვე 20 მლნ-მდე ავიდა. ეს მხოლოდ არის პირველი ფაზა. ამიტომაც ჩვენი გახსნის ვადები, რაც დაგეგმილი გვქონდა წლის ბოლოსთვის, გადაიწია აპრილისთვის. ეს მოხდა იმის გამო, რომ თბილისის მშრალმა პორტმა დამატებითი ინვესტიცია მოითხოვა, შემდგომ უკვე ინვესტირება გაგრძელდება სასაწყობე მეურნეობებში“, - აცხადებს ინაიშვილი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მშრალი პორტის პროექტი არაბთა გაერთიანებული საამიროების AD Ports Group-ისა ქართველ პარტნიორ შპს „თბილისი დრაი პორტის“ თანამშრომლობით ხორციელდება.
მისივე თქმით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ასეთი დიდი კომპანიების შემოსვლა რა თქმა უნდა შემოიყვანს სხვა ინვესტორებსაც.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის აპრილიდან თბილისის მშრალი პორტი ამოქმედდება, რომელიც „შუა დერეფნის“ სატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.
თბილისის მშრალი პორტი არის თანამედროვე, ინტერმოდალურ-ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც ბათუმისა და ფოთის პორტების გაგრძელებას წარმოადგენს და დასავლეთ აზიის წარმოების ცენტრებს აღმოსავლეთ ევროპის სამომხმარებლო ბაზრებთან „შუა დერეფნის“ საშუალებით დააკავშირებს.
მშრალი პორტი თბილისის აეროპორტიდან 6 კმ-ში, 283,000 კვ.მ ფართობზეა განლაგებული, პირველ ეტაპზე დაგეგმილია A (9,800 m2) და B (2,500 m2) კლასის სასაწყობე სივრცეების მოწყობა. ობიექტის წლიური გამტარუნარიანობა 200000 TEU-მდეა გათვალისწინებული.
აშშ-მა ვენესუელური Cartel de los Soles-ი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, - ინფორმაციას The Hill-ი აშშ-ის ფედერალურ რეესტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვენესუელის პრეზიდენტთან, ნიკოლას მადუროსთან დაკავშირებული Cartel de los Soles-ისთვის უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
გამოცემის ცნობით, Cartel de los Soles-ის უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მოქმედებისთვის დამატებით შესაძლებლობას ანიჭებს.
„გადაწყვეტილება თეთრ სახლს უფრო ფართო უფლებამოსილებას მისცემს, რათა სანქციები დააწესოს და მადუროს აქტივებზე ზეწოლა განახორციელოს“, - წერს გამოცემა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ივან გილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მიზანი ვენესუელის წინააღმდეგ უკანონო ინტერვენციაა“.
„ვენესუელა კატეგორიულად უარყოფს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ახალ და აბსურდულ გამოგონებას. ამ ნაბიჯის მიზანი ვენესუელის წინააღმდეგ უკანონო ინტერვენციის გამართლებაა, აშშ-ის კლასიკური რეჟიმის შეცვლის ფორმატით. ამ მანევრსაც იგივე ელის, რაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ ყველა აგრესიას: წარუმატებლობა“, - აღნიშნა ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.