USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Tbilisi
აბუ-დაბის პორტების ჯგუფის მიერ თბილისის მშრალ პორტში განხორციელებული ინვესტიცია $20 მლნ-მდე გაიზარდა, ინვესტიცია გაგრძელდება სასაწყობე მეურნეობებში - ჯემალ ინაიშვილი
Date:  619

თბილისის მშრალი პორტის გახსნა აპრილში იგეგმება. პორტის მშენებლობა ორ ფაზადაა დაყოფილი და მიმდინარე წელს მისი პირველი ფაზის დასრულება/გახსნა მოხდება. როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას  შპს „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა, თბილისის მშრალი პორტის პროექტი ქვეყანაში ლოგისტიკის განვითარებას ემსახურება.

„დაახლოებით 70%-ი იმპორტირებული საქონლის მოდის თბილისზე. შესაბამისად აქამდე ანალოგიური ინფრასტრუქტურა არ არსებობდა. ჩვენ ვაპირებთ, რომ აპრილში გავხსნათ პირველი ფაზა“, - განმარტავს ინაიშვილი. 

მისი თქმით, თბილისის მშრალი პორტის პროექტის პირველი ფაზის მშენებლობაში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 20-მდე გაიზარდა.

„ინვესტიციის მოცულობა უკვე 20 მლნ-მდე ავიდა. ეს მხოლოდ არის პირველი ფაზა. ამიტომაც ჩვენი გახსნის ვადები, რაც დაგეგმილი გვქონდა წლის ბოლოსთვის, გადაიწია აპრილისთვის. ეს მოხდა იმის გამო, რომ თბილისის მშრალმა პორტმა დამატებითი ინვესტიცია მოითხოვა, შემდგომ უკვე ინვესტირება გაგრძელდება სასაწყობე მეურნეობებში“, - აცხადებს ინაიშვილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მშრალი პორტის პროექტი არაბთა გაერთიანებული საამიროების AD Ports Group-ისა ქართველ პარტნიორ  შპს „თბილისი დრაი პორტის“ თანამშრომლობით ხორციელდება. 

მისივე თქმით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ასეთი დიდი კომპანიების შემოსვლა რა თქმა უნდა შემოიყვანს სხვა ინვესტორებსაც. 

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის აპრილიდან თბილისის მშრალი პორტი ამოქმედდება, რომელიც „შუა დერეფნის“ სატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.
თბილისის მშრალი პორტი არის თანამედროვე, ინტერმოდალურ-ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც ბათუმისა და ფოთის პორტების გაგრძელებას წარმოადგენს და დასავლეთ აზიის წარმოების ცენტრებს აღმოსავლეთ ევროპის სამომხმარებლო ბაზრებთან „შუა დერეფნის“ საშუალებით დააკავშირებს.

მშრალი პორტი თბილისის აეროპორტიდან 6 კმ-ში, 283,000 კვ.მ ფართობზეა განლაგებული, პირველ ეტაპზე დაგეგმილია A (9,800 m2) და B (2,500 m2) კლასის სასაწყობე სივრცეების მოწყობა. ობიექტის წლიური გამტარუნარიანობა 200000 TEU-მდეა გათვალისწინებული. 

ჯემალ ინაიშვილი
წყარო:businessinsider.ge
World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way