USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Тбилиси
აბსურდული დეზინფორმაცია- ღამურების ბიზნესი და ლუგარის ლაბორატორია
дата:  1338

გორის რაიონის სოფელ მეჯვირსხევის მკვიდრი ხვიჩა მღებრიშვილი სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ღამურების მოსაძებნად გადავიდა – ასეთია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ვერსია. უშიშროების სამსახურმა დაკავებულის აღიარების ვიდეომასალაც გაავრცელა და ამბავი ლუგარის ლაბორატორიას დაუკავშირა. ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახის აზრით, ეს აღიარება ან ხუმრობაა, ან ზეწოლის შედეგად არის მიღებული.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა 16 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქე, რომელიც “საზღვრის უკანონო გადაკვეთის” ბრალდებით 3 ივლისს დააკავეს,  დაინტერესებული იყო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ბინადარი ღამურებით, რომლებიც 5-10 ათას აშშ დოლარად უნდა გაეყიდა.

“საჭიროა განვმარტოთ, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში გავრცელებული ღამურების პოპულაცია, 2012 წლის შემდეგ, ლუგარის სახელობის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინტერესს წარმოადგენს”, – ნათქვამია უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

დაკავებული ყვება, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს თითო ღამურა 5-10 ათას დოლარად იყიდება, თბილისთან მცხოვრები ვინმე ზაზასგან აქვს, რომლის გვარიც არ ახსოვს.

ხვიჩა მღებრიშვილის ძმა ჯუმბერ მღებრიშვილი ამ ვერსიას სასაცილოს უწოდებს და მისი ძმის ღამურების ბიზნესით დაინტერესებას გამორიცხავს.

“თქვენ არ გაგეცინათ, ეს რომ გაიგეთ? ყველას გვეცინება, არც კი ვიცი, რა უნდა გითხრათ… არასწორი ამბავია. რეალურად, რაც აწყობთ, იმას ათქმევინებენ. ან თვითონ არ რცხვენიათ? ვის უნდა დააჯარონ ეს საერთოდ? თუ ღამურები უნდოდა, აქ არ არის, თუ იმათი ღამურები უფრო ძვირიანია?! ჩემამდე არ მოდის, ასეთი რამე როგორ მოიფიქრეს. ან თავის თავს იგდებენ მასხრად [ოსური მხარე], ან ჩემი ძმა იგდებს მაგათ მასხრად”, – ამბობს ჯუმბერ მღებრიშვილი.

მისთვის უცნობია, ხვიჩა მღებრიშვილმა საოკუპაციო ხაზი გადაკვეთა, თუ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი ოსური მხარის გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ცხელი ხაზი.

შეგახსენებთ, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მშენებლობა, აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში, ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო, უახლესი შენობა კი სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. მას შემდეგ არსებობს ძირითადად რუსული წყაროებიდან მომდინარე შეთქმულების თეორიები იმის შესახებ, რომ პენტაგონის დაფინანსებული ლაბორატორიის მიზანს სინამდვილეში აშშ-ის მიერ ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციისთვის გვერდის ავლა და ბიოდივერსიების მოწყობა წარმოადგენს; რომ აქ ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან, მათ შორის, ზიკას ვირუსიც თბილისში, კახეთის გზატკეცილზე არის გამოყვანილი და ა.შ.

რუსეთიდან მომავალ პროპაგანდაში აქტიურადაა ჩართული სამხრეთ ოსეთიც. მაგალითად, 24 მარტს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უწყებამ გაავრცელა მორიგი განცხადება, სადაც წერენ, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები ლუგარის ლაბორატორიით ბაქტეროლოგიურ საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს. 2020 წლის 6 ივლისს სამხრეთ ოსეთის სამთავრობო ტელე-რადიოკომპანია ИР-მა გაავრცელა ფილმი, სახელწოდებით “ცდები საქართველოს მოსახლეობაზე – რა ხდება ლუგარის ლაბორატორიაში?” ვიდეოში კონსპირაციებს იმის შესახებ, რომ ლუგარის ლაბორატორიაში აშშ-ის დავალებით ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში ცდები ტარდება, რუსეთთან დაკავშირებული ქართველი რესპოდენტების – ალექსანდრე ჭაჭია, ვალერიან ხაბურძანია და ვლადიმირ ხომერიკი – ახმოვანებენ.

экономика
საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება

საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება. შეღავათები ეხება სასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმებულ პირებს, ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მიერ ფასიანი ქაღალდებიდან მიღებულ შემოსავალს, არასტაციონარულ ვაჭრობას და უძრავი ქონების მიწოდების დაბეგვრას და სხვა.

მთავრობამ პარლამენტს დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარუდგინა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის/საწარმოს მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება. ამასთან, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასებისთვის ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის შეღავათი.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის მოქმედი საშემოსავლო შეღავათი, რომლის მიხედვით, არ იბეგრება საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი.

კანონის პროექტით, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განაგრძობს მოქმედებას თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება წესი, რომლის თანახმად, ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოს მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში მისი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საინვესტიციო ოქროს მიწოდებისა და იმპორტის ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებას.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გრძელდება საგადასახადო შეღავათი, რომლის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრამდე დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია სსკ-ის შესაბამისი მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული ყველა პირობა.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე შენარჩუნებული იქნება საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის გამოთვლის არსებული წესი, რაც გულისხმობს, რომ საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის მთავარ კომპონენტს - საქონლის საბაჟო ღირებულებას დაემატება საქართველოში კუთვნილი იმპორტის გადასახდელი, გარდა დღგ-ისა.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати