USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაცია გრძელდება
дата:  501

თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ „ახალი ტფილისის“ მუზეუმების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის სარდაფის რეაბილიტაცია დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

„აქ იყო უმძიმესი მდგომარეობა. პირველ რიგში, ჩატარდა გამაგრების სამუშაოები, რადგან, ფაქტობრივად ინგრეოდა არსებული შენობა. შეუძლებელი იყო სარდაფში ჩასვლა. იყო წყლების პრობლემა, რომელიც აზიანებდა შენობას. დღეს უკვე სარდაფი მოწესრიგებულია და მოწყობილია სადრენაჟე სისტემა. დღესდღეობით მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები და ხორციელდება ფასადის რესტავრაცია. მოგეხსენებათ, ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მთელი ძალისხმევა იქეთაა მიმართული, რომ ავთენტურობა შენარჩუნდეს. თითოეულ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და ზაფხულის ბოლოს, შემოდგომაზე სამუშაოები მთლიანად უნდა იყოს დასრულებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

May be an image of 6 people, people standing and brick wall

სამუშაოებს ასევე გაეცნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა და დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე.

რეაბილიტაციის ფარგლებში შენობა გამაგრდა, აღდგა კომუნიკაციები, მოეწყო სადრენაჟე და გათბობის სისტემები, დაიგო ფილები, გაიწმინდა აგურის კედლები, დამონტაჟდა შიდა რკინის კარები და ფანჯრები, მოეწყო სველი წერტილები და სართული სრულად ადაპტირებულია შშმ პირების საჭიროებებზე. ამჟამად მიმდინარეობს ფასადის გაწმენდისა და სარესტავრაციო სამუშაოები.

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში დაცულია სხვადასხვა უნიკალური კოლექცია, რომელიც წარმოდგენას გვიქმნის კავკასიისა და მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში აბრეშუმის ქსოვილების წარმოებასა და გამოყენებაზე ისტორიული, სახელოვნებათმცოდნეო, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ანთროპოლოგიური თვალსაზრისით. ქართული კოლექცია თავისი მნიშვნელობით უნიკალურია და მას ანალოგი არ მოეძებნება. საგულისხმოა გლობალური მნიშვნელობის მქონე აბრეშუმის პარკებისა და ძაფების ნიმუშები. პარკების უმრავლესობა მუზეუმში მე-19 საუკუნის ბოლოს შემოვიდა, რაც ორმაგად მნიშვნელოვანია ბიოლოგიური და იზოტოპური თვალსაზრისით. ერთი მხრივ, ეს კოლექცია ინახავს დადასტურებულ, დათარიღებულ და ლოკალიზებულ, დაუმუშავებელ აბრეშუმს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მეორე მხრივ მასში დაცულია ინდუსტრიალიზაციამდელი ჩინეთის, იაპონიის, ცენტრალური აზიის, ოსმალეთის და დასავლეთ ევროპის მეაბრეშუმეობის ფერმებიდან წამოღებული ადგილობრივი გენეტიკური კოდი.

შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მე-19 საუკუნით თარიღდება და ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშად მიიჩნევა.

პროექტი „მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაცია“ (“AIMF”)-ის თანადაფინანსებით ხორციელდება.

May be an image of 3 people, people standing, brick wall and indoor

 

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати