USD 2.7080
EUR 3.1979
RUB 3.2706
Тбилиси
აბრეშუმის გზის ცხრა სიგნალი საქართველოსთვის
дата:  788
„ძვირფასია დასავლეთი ევროპა, მაგრამ ევროპისათვის აღმოსავლეთს ვერ დავსთმობთ, უმჯობესი იქნება მათი ქორწილი ქართული ნადიმით გადავიხადოთ.“ - გრიგოლ რობაქიძე.
 
“ქართულ ნიადაგზე უნდა მოხდეს ოქციდენტისა (დასავლეთი) და ორიენტის (აღმოსავლეთი) გაერთიანება, მათი ჰარმონიული შერწყმა.”
კონსტანტინე გამსახურდია
 
“ეტყობა აღებ-მიცემობას ფეხი მაგრად ჰქონდა მოკიდებული. კოლხეთში რამდენიმე განთქმული სავაჭრო ადგილი იყო.” - ივანე ჯავახიშვილი
“ვინც ფლობდა თბილისს, ის ფლობდა კავკასიას და ვინც კავკასიას ფლობდა, მას ის კარიბჭეც ეკუთვნოდა, რომელსაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის შეერთება ჰქვია. სწორედ იმის გამო, რომ საქართველო ამ გზაზე მდებარეობს, ფაქტობრივად, კარიბჭეს ფლობს. კავკასიის კარიბჭე საქართველოზე გადის. ამდენად, ამას მნიშვნელობა ყოველთვის ჰქონდა და ახლაც გააჩნია.”- მერაბ ძნელაძე არქეოლოგი.
 
“მსოფლიოს ცენტრი ევრაზიის კონტინენტს უჭირავს, მის ცენტრში კი კავკასია მდებარეობს. სწორედ კავკასიაა ,,მსოფლიოს გული“ (Heartland), რომლის დამორჩილების შემთხვევაში მსოფლიოზე კონტროლის დამყარება ხდებოდა შესაძლებელი. ის ვინც აკონტროლებს აღმოსავლეთ ევროპას, ბატონობს Heartland-ზე, ის ვინც ბატონობს Heartland -ზე, ბატონობს მსოფლიო კუნძულზე, ის ვინც ბატონობს მსოფლიო კუნძულზე, ბატონობს მსოფლიოზე.“- ჰელფორდ ჯონ მაკინდერი, გეოპოლიტიკოსი, დიდი ბრიტანეთის საიდუმლო საბჭოს წევრი.
 
“ოთხი გზა თავს იყრიდა ქართლის სამეფოს დედაქალაქ მცხეთაში.”- ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი.
 
“საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აზიასა და ევროპას შორის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამერიკის აბრეშუმის გზის პოლიტიკისთვის. აშშ მძლავრად უჭერს მხარს თქვენს რეგიონალურ ლიდერობას, რათა შექმნათ მეგობრულ სახელმწიფოთ ქსელი ტრანსკასპიური კორიდორის ირგვლივ აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობის განსავითარებლად… საქართველო იმსახურებს განსაკუთრებულ დაფასებას.”- ტონი ბლინკენი აშშ დიპლომატი.
 
“ჩვენ ვიცით, რომ 20 წელში ინდოეთის მოსახლეობა ჩინეთზე 2-ჯერ მეტი იქნება... პაკისტანსა და ბანგლადეშშიც მოსახლეობის ბუმია მოსალოდნელი. მოსახლეობის ასეთი სწრაფი ზრდა ამ ქვეყნებში, მათ წარმოებას კიდევ უფრო განავითარებს და სავაჭრო კავშირებს კიდევ უფრო გაზრდის. თბილისში დღეს იმაზე უნდა ფიქრობდნენ, როგორ გაიხსნას სავაჭრო გზები სამხრეთ აზიის ქვეყნებთან. ამ თემებზე ჯერ არავინ საუბრობს, მაგრამ ეს ბუმი გარდაუვალია… სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, ინდოეთი, პაკისტანი, ბანგლადეში და ვიეტნამიც კი - საქართველოს გავლით თავისუფლად შეიძლება აწარმოებდეს ევროპასთან ვაჭრობას.”- ფრედ სტარი,  ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის პრეზიდენტი.
 
“საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ბევრი დიდი ქვეყნის მნიშვნელოვანი ინტერესები კვეთს. აბრეშუმის გზაზე საქართველოს პოტენციალიც ამას უკავშირდება… თუ საქართველო სწრაფად იმოქმედებს, მოგება ძალიან დიდი იქნება და ეს ყველაფერი ქვეყნის განვითარებას დააჩქარებს. მთავრობამ დიდი გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა მიიღოს.”- ენდერს ვიმბუში, ამერიკის მაუწყებელთა საბჭოს წევრი.
 
მეათე სიგნალად ჩემ საკუთარ ნააზრევს დავამატებ: “უსაფრთხოება გვჭირდება არა იმისთვის, რომ აბრეშუმის გზა მივიღოთ, არამედ, აბრეშუმის გზა გვჭირდება იმისთვის, რომ უსაფრთხოება მივიღოთ.”
აბრეშუმის გზის ასოციაციის
მმართველი პარტნიორი
Тбилиси
თბილისის მერია ბეთანიაში სათხილამურო კურორტს მოაწყობს

ვაკის რაიონში, ბეთანიაში სათხილამურო კურორტი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება 500-მეტრიანი სასრიალო ტრასა, რომლისთვისაც სრულად განახლდება არსებული ინფრასტრუქტურა.

დედაქალაქის მერიის ცნობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და ღამის სრიალისთვის დამონტაჟდება სპეციალური ლამპიონები. კურორტზე, ასევე, განთავსდება თანამედროვე ტიპის საბაგირო ბიგელი, მოეწყობა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა და დამწყებთათვის განკუთვნილი მოძრავი ხალიჩა.

დაგეგმილ პროექტს, რომელსაც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განახორციელებს, თბილისის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

„ვაანონსებთ ჩვენი დედაქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. წლების წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე სასრიალო მუშაობდა, მაგრამ დღეს ფაქტობრივად, ახალი პროექტია განსახორციელებელი. პირველ რიგში, საჭიროა უშუალოდ ფერდზე მიწის სამუშაოების წარმოება, სადაც სათხილამურო ტრასა გაკეთდება. საჭიროა აღნიშნული სივრცის გაგანიერება, მოწესრიგება. გარდა ამისა, გვერდით გვაქვს მეორე ფერდი, სადაც შემდეგ ეტაპზე ნახევარკილომეტრიანი სასრიალო ტრასის პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. პირველ რიგში, არსებულს მივხედავთ, ახალ პროექტს განვახორციელებთ. ბიგელის ტიპის საბაგირო, რაც წლების წინ აქ იყო, განადგურებულია. მოეწყობა თანამედროვე ტიპის საბაგირო, ღამის განათებები და მოხდება ხელოვნური გათოვლიანება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მთის ტრასების სააგენტოსთან, რისთვის მათ მადლობას ვუხდი. მათი გამოცდილების გაზიარება პრინციპულად მნიშვნელოვანია. მათვე შემოგვთავაზეს ხელოვნური საფარის გაკეთება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ სხვა სეზონზეც შესაძლებელი იყოს სრიალი. ინფრასტრუქტურა სრულად მოეწყობა, კაფეებით, ბარებით და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის მიზანია ზამთრის სპორტის განვითარება, ტურისტული პოტენციალის ამაღლება და თბილისთან ახლოს დასასვენებელი ინფრასტრუქტურის შექმნა. კურორტი ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ისე ეკონომიკური და სოციალური აქტივობის ზრდას.

ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ნინო ბაგაშვილი, ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი და მთის ტრასების სააგენტოს უფროსი ირაკლი ბურჭულაძე იმყოფებოდნენ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати