USD 2.6979
EUR 3.1636
RUB 3.3780
Tbilisi
აბატი პიერი – მღვდელი, რომელმაც ათასობით უსახლკარო ქუჩაში სიკვდილს გადაარჩინა
Date:  3146

1954 წლის 1 თებერვალს პარიზის რადიო “ლუქსემბურგის” ეთერში აბატი პიერის მოწოდება გაისმა: “მეგობრებო, დამეხმარეთ, ღამის 3 საათზე სევასტოპოლის ბულვარზე უსახლკარო ქალი გაიყინა!”.

მკაცრ ზამთარში უსახლკაროთა გადასარჩენად მას ათასობით ფრანგი გამოეხმაურა.

მალე საფრანგეთის ქალაქების ქუჩებში ყველა განათებულ ადგილზე გაჩნდა წარწერა: “შენ, ვინც უნდა იყო, შემოგვიარე, დაიძინე, ისადილე, დაიბრუნე ცხოვრების იმედი, აქ შენ უყვარხარ!”.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში აბატი პიერი ყველაზე გამოჩენილ ფრანგად მიაჩნდათ. ის რეიტინგებით უსწრებდა ჟაკ ივ კუსტოს (ცნობილი ფრანგი მოგზაური), ზინედინ ზიდანს (ლეგენდარული ფეხბურთელი), ჟერარ ფილიპს (ცნობილი ფრანგი მსახიობი) და მსოფლიოში სახელგანთქმულ ბევრ სხვა ფრანგს. მან მთელი თავისი ქონება ღარიბებს დაურიგა და ნახევარი საუკუნე სიღატაკესა და უგულობას ებრძოდა.

საფრანგეთში 1956 წლიდან მოქმედებს კანონი, რომელიც დღემდე "აბატი პიერის კანონის" სახელს ატარებს და რომლის თანახმადაც სასამართლოს და აღმასრულებელ სტრუქტურებს უკრძალავს ნოემბრის თვიდან, აპრილის ჩათვლით იმ ადამიანების გამოსახლებას, ვინც ვერ იხდის ბინის ქირას.ა ან უკანონოდ აქვს დაკავებული საცხოვრებელი ფართი, რადგან სხვაგან წასვლა არ შეუძლია. აბატი პიერი, იგივე ანრი გრუე, 1912 წელს საფრანგეთის ქალაქ ლიონში, შეძლებულ ოჯახში დაიბადა. სასულიერო სკოლის დამთავრების შემდეგ 7 წელი კაპუცინების მონასტერში გაატარა, სადაც თეოლოგიასა და ფილოსოფიას სწავლობდა. მეორე მსოფლიო ომის დროს წინააღმდეგობის წევრი იყო, უამრავი ადამიანი, ძირითადად ებრაელები სიკვდილს გადაარჩინა და შვეიცარიაში გადაიყვანა. ომის დამთავრების შემდეგ ის ეროვნული ასამბლეის დეპუტატად აირჩიეს.

აბატი პიერი მალე მიხვდა, რომ პოლიტიკა მისი საქმე არ იყო. პარიზის გარეუბანში ერთი ძველი სახლი იყიდა, გაარემონტა და უპატრონო ბავშვების თავშესაფარი გახსნა, რომელსაც “ემაუსი” უწოდა იმ პალესტინური სოფლის მსგავსად, რომლის ახლოსაც ქრისტეს მოწაფეები მის აღდგომას შეხვდნენ.

1954 წლის ზამთარში პიერმა საფრანგეთის რეკონსტრუქციისა და განსახლების მინისტრი აიძულა, პატარა ბიჭის დაკრძალვაზე მისულიყო, რომელიც დედასთან ერთად ფურგონში გაიყინა. ამის შემდეგ იყო ის ცნობილი რადიომოწოდება, რომელმაც ასეულობით უსახლკარო გადაარჩინა.

tbilisi
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
See all
Survey
By the way