USD 2.6838
EUR 3.1980
RUB 3.4759
თბილისი
აბანოთუბანი- უცნობი ფაქტები თბილისის უძველესი დასახლების შესახებ
თარიღი:  3860

აბა­ნო­თუ­ბა­ნი თბი­ლი­სის უძ­ვე­ლე­სი ნა­წი­ლია. რო­გორც ჩანს, თბი­ლი­სის და­არ­სე­ბის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, ეს იყო პირ­ვე­ლი და­სა­ხე­ლე­ბაც. ამ უბანს და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ას ტფი­ლისს უწო­დებ­დნენ. ის ქა­ლა­ქის ცი­ხეს - კა­ლას ემიჯ­ნე­ბო­და. აბა­ნო­ე­ბის უბან­ში და მის მიმ­დე­ბა­რე სე­ი­და­ბად­ში (და­სა­ხე­ლე­ბა გვი­ან­დე­ლია) შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში უმე­ტე­სად სპარ­სე­ლე­ბი სახ­ლობ­დნენ. ვა­ხუშ­ტი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი წერს: "ტფი­ლისს დის ცხე­ლი წყა­ლი კლდი­დამ, არს მით აბა­ნო ექ­ვსნი... აქ და­ას­ხა შა­სე­ფიმ სე­იდ­ნი, მის გამო სპარ­სნი უწო­დე­ბენ სე­ი­და­ბადს... არი­ან მსახ­ლო­ბელ­ნი ცი­ხეს და სე­ი­და­ბადს სპარ­სნი მაჰ­მა­დი­ან­ნი".

ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ო­ნი აბა­ნო­ე­ბის უბანს სე­ი­და­ბა­დის ერთ ნა­წი­ლად წარ­მოგ­ვიდ­გენს. პო­რუ­ჩიკ ჩუ­ი­კოს მიერ შედ­გე­ნილ 1800 წლის გეგ­მა­ზე კი მხო­ლოდ აბა­ნო­ე­ბის უბა­ნია ნაჩ­ვე­ნე­ბი, რად­გან სე­ი­და­ბა­დის და­ნარ­ჩე­ნი ტე­რი­ტო­რია იმ დრო­ის­თვის და­სახ­ლე­ბუ­ლი აღარ ჩანს და მთლი­ა­ნად ბა­ღე­ბი­თაა და­ფა­რუ­ლი.

რო­გორც პრო­ფე­სო­რი თენ­გიზ კვირ­კვე­ლია თა­ვის წიგნ­ში - "ძვე­ლი თბი­ლი­სუ­რი და­სახ­ლე­ბა­ნი" წერს, თბი­ლი­სის აბა­ნო­ე­ბი ძველ სა­ბუ­თებ­სა და მოგ­ზა­ურ­თა მო­ნა­თხრობ­შიც იხ­სე­ნი­ე­ბო­და. X სა­უ­კუ­ნის არა­ბი გე­ოგ­რა­ფის აღ­წე­რით: "აქ წყა­ლი უცე­ცხლოდ დუღს"; ყა­ზა­ნე­ლი სოვ­და­გა­რი ვა­სი­ლი გა­გა­რა, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში გავ­ლით იმ­ყო­ფე­ბო­და, XVII სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­ში გვა­ტყო­ბი­ნებს: "სა­ცა­რი რამ ვნა­ხე, ღვთის­გან შექ­მნი­ლი ბუ­ნებ­რი­ვი ცხე­ლი წყლის აუ­ზე­ბი, სა­დაც ხალ­ხი ბა­ნა­ობს, მათ შო­რის ქრის­ტი­ა­ნე­ბი და მუს­ლი­მე­ბიც. სხე­ულს თურ­ქუ­ლი ქი­სე­ბით იბა­ნენ და არა აბა­ნოს ცო­ცხე­ბით. იქ არ იცი­ან, რა არის ცო­ცხე­ბით ბა­ნა­ო­ბა ".

რო­გორც ვა­ხუშ­ტის ჩა­ნა­წერ­ში ვნა­ხეთ, ის ქა­ლაქ­ში ექვს აბა­ნოს ით­ვლი­და, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი აღა-მაჰ­მად-ხა­ნის შე­მო­სე­ვებს შე­ე­წი­რა, რად­გან 1800 წლის გეგ­მა­ზე მხო­ლოდ ოთხი აბა­ნო­ღაა ამ უბან­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი. თუმ­ცა XIX სა­უ­კუ­ნის შუა ხნის თბი­ლი­სის გეგ­მა­ზე ისევ ექ­ვსია და­ტა­ნი­ლი. სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბებს ვპო­უ­ლობთ მეფე გი­ორ­გი XII-ის ერთ-ერთ სი­გელ­ში, სა­დაც, სხვა­თა შო­რის, მე­ი­თა­რი­სა და ბე­ბუ­თას აბა­ნო­ე­ბის ერ­თგვა­რი ლო­კა­ლი­ზა­ცი­აა მო­ცე­მუ­ლი. ბე­ბუ­თას აბა­ნო მე­ი­თა­რის აბა­ნოს და­სავ­ლე­თით, თა­ბო­რის მხა­რეს ყო­ფი­ლა. რო­გორც XIX სა­უ­კუ­ნის გეგ­მე­ბი­დან ირ­კვე­ვა, ცი­ხის კარ­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს თბი­ლი­სის (სი­ო­ნის) აბა­ნო იყო გან­ლა­გე­ბუ­ლი. მას გვი­ან ერეკ­ლეს აბა­ნო­საც უწო­დებ­დნენ, და­სავ­ლე­თით, ოდ­ნავ მო­შო­რე­ბით მე­ლი­ქის აბა­ნო მდე­ბა­რე­ობ­და. ძველ აბა­ნო­თა­გან, ერეკ­ლეს აბა­ნოს გარ­და, აღ­ნიშ­ნუ­ლია მე­ი­თა­რის (XVII სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი), ენა­ლას (XVII სა­უ­კუ­ნე), გრი­ლი აბა­ნო (XVII სა­უ­კუ­ნე), ბე­ბუ­თა­სი (ასე­ვე XVII სა­უ­კუ­ნე). მე­ი­თა­რის აბა­ნოს სუმ­ბა­თო­ვის სა­ხე­ლი ეწო­და. გო­გი­ლოს აბა­ნოს, რო­მე­ლიც მტკვრის სი­ახ­ლო­ვეს მდე­ბა­რე­ობ­და, ში­ო­ე­ვის აბა­ნო­საც უწო­დებ­დნენ. აბა­ნო იყო ცი­ხის გა­ლავ­ნის შიგ­ნი­თაც ე.წ. "ხო­ჯას აბა­ნო", ეს ის ად­გი­ლია, სა­დღაც აღა-მაჰ­მად-ხანს გან­კურ­ნე­ბა უც­დია და იმედ­გაც­რუ­ე­ბულს მისი დან­გრე­ვა უბ­რძა­ნე­ბია.

აბა­ნო­ე­ბის სა­ხე­ლე­ბი ხში­რად მისი მფლო­ბე­ლის სა­ხე­ლი­დან ან თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობ­და, ამი­ტომ სა­ხელ­წო­დე­ბა იმის მი­ხედ­ვით ეც­ვლე­ბო­და, თუ ვის მფლო­ბე­ლო­ბა­ში იყო იგი. სა­ხელ­წო­დე­ბა მისი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი­და­ნაც მო­დი­ო­და (გრი­ლი აბა­ნო, პატ­რუ­ქის აბა­ნო). 1655-1672 წლებ­ში ენა­ლა ქა­ლა­ქის მე­ლი­ქი იყო, რო­მელ­საც ხე­ლახ­ლა აუ­შე­ნე­ბია აბა­ნო და წყა­ლი და­უ­თხა­ნის აბა­ნო­დან გა­მო­უყ­ვა­ნია. ზო­გი­ერ­თი მკვლე­ვა­რი ენა­ლას აბა­ნოდ XIX სა­უ­კუ­ნე­ში მირ­ზო­ე­ვის აბა­ნოდ წო­დე­ბულ შე­ნო­ბას მი­იჩ­ნევს, რო­მე­ლიც მირ­ზო­ე­ვამ­დე ზუ­ბა­ლაშ­ვილს ეკუთ­ვნო­და. ბე­ბუ­თას აბა­ნო კი ე.წ. სა­გარ­ნი­ზო­ნო აბა­ნო უნდა იყოს.

აბა­ნო­ებს, ძი­რი­თა­დად, ირა­ნუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის კვა­ლი ეტყო­ბათ (ეს XVII სა­უ­კუ­ნის თბი­ლი­სის არ­ქი­ტექ­ტუ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თვი­სე­ბა­თა­გა­ნია). XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში აღ­მო­სავ­ლურ ყა­ი­და­ზე გა­და­კეთ­და ე.წ. "ჭრე­ლი აბა­ნო", სა­ხელ­წო­დე­ბა სხვა­დას­ხვა ფე­რის ფი­ლე­ბის­გან მი­ი­ღო, რომ­ლე­ბი­თაც მო­პირ­კე­თე­ბუ­ლია მი­ნა­რე­თის მსგავ­სი კოშ­კე­ბით დაგ­ვირ­გვი­ნე­ბუ­ლი მისი პორ­ტა­ლი.

ძვე­ლი თბი­ლი­სის აბა­ნო­ებს მხო­ლოდ ჰი­გი­ე­ნუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ. ისი­ნი გარ­კვე­უ­ლად სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­საც ას­რუ­ლებ­დნენ. პო­ე­ტი იო­სებ გრი­შაშ­ვი­ლი წერ­და: "წი­ნათ აბა­ნო მსურ­ველ­თათ­ვის ღია იყო, ხალ­ხს გა­თე­ნე­ბამ­დე შე­ეძ­ლო შიგ ყოფ­ნა. აბა­ნო ზოგ­ჯერ ჩა­მო­სუ­ლი გლე­ხი­სათ­ვის სას­ტუმ­როს და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­საც ას­რუ­ლებ­და. სა­ქო­ნელს ბაკ­ში მი­რე­კავ­და, თვი­თონ კი, გა­ბა­ნილ-გას­პე­ტა­კე­ბულს, ორ­შა­უ­რად მთელ ღა­მეს აბა­ნო­ში არ­ხე­ი­ნად ეძი­ნა... აბა­ნო­ში ქა­ლე­ბი მთე­ლი დღით რჩე­ბოდ­ნენ და სა­დი­ლობ­დნენ კი­დეც... მერე ჩაის სმა იწყე­ბო­და... ეს იყო მათი კლუ­ბი­ცა და თე­ატ­რიც. გარ­და ამი­სა, ქა­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ო­დათ აბა­ნო­ში გა­მო­ე­ფი­ნათ თა­ვი­ან­თი ტუ­ა­ლე­ტე­ბი და ძვირ­ფა­სი სამ­კა­უ­ლე­ბი... ქალს ახა­ლი ტა­ნი­სა­მო­სი უეჭ­ვე­ლად აბა­ნო­ში უნდა ჩა­ეც­ვა... რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მა­ჭან­კა­ლი ქა­ლე­ბი არც აბა­ნო­ში ივი­წყებ­დნენ თა­ვი­ანთ პრო­ფე­სი­ას. ბევ­რი ლა­მა­ზი ქა­ლის ბედი გა­და­წყვე­ტი­ლა აბა­ნო­ში, ბევ­რი სან­დო­მი­ა­ნი "ქალი და რძა­ლი" გა­ბედ­ნი­ე­რე­ბუ­ლა და ბევ­რი ფი­ზი­კუ­რი ნაკ­ლიც აღ­მო­ჩე­ნია გა­ტიტ­ვლე­ბულ ქალს".

აბა­ნო­ებ­ში დროს­ტა­რე­ბა ხში­რად ფი­ნა­ლი იყო თბი­ლი­სე­ლი მო­ქე­ი­ფე ბო­ჰე­მი­სათ­ვის. ბა­ღებ­ში და­წყე­ბუ­ლი ქე­ი­ფი აბა­ნო­ებ­ში მთავ­რდე­ბო­და ხოლ­მე.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის