USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
აბანოს ქუჩა N21-ში მდებარე ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე შენობას ნაწილობრივ რეაბილიტაცია ჩაუტარდა
თარიღი:  843
აბანოს ქუჩა N21-ში მდებარე ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე შენობას ნაწილობრივ რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აღნიშნულ სახლში ქართველი ფოლკლორისტი და მუსიკოსი, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი ცხოვრობდა.
 სამუშაოების ფარგლებში, ადგილზე შესრულდა ხარაჩოებისა მოწყობა, აივნების ხის დაზიანებული ელემენტების დაშლა-განახლება, გაწმენდა, შეკეთება და მონტაჟი, ასევე მოეწყო საყრდენები. სახლს მოსაპირკეთებელი სამუშაოები ჩაუტარდა,
აივნის სახურავი სრულად შეკეთდა. ასევე, აივნებზე მოეწყო რიკულები.
სახლს სახურავიდან მომდინარე წვიმის წყალი აზიანებდა, რის გამოც ადგილზე მოეწყო წყალსაწრეტი მილები. რეაბილიტაციის შემდეგ აღნიშნული პრობლემა აღმოიფხვრა და აივნის ელემენტები დაცული იქნება მომდინარე ნალექისა და შემდგომი დაზიანებისგან.
 ასევე, გასულ წელს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე განხორციელდა სადარბაზოსა და კიბის რემონტი.
დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე თბილისის მერის მოადგილე კახაბერ გულედანი, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, კრწანისის რაიონის
მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე და მთაწმინა-კრწანისის ოლქში ქართული ოცნების დელეგატი დავით კაჭრავა გაეცნენ.

 

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის