USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Тбилиси
«Sabah» (თურქეთი): „სახალხო-რესპუბლიკური პარტიის ბრძოლა ახალ თურქეთთან“
дата:  618

„თურქულ ოპოზიციას, რომლის ერთ-ერთ წარმოამდგენელს ხელისუფლების მიერ დაპატიმრებული სტამბოლის მერი ეკრამ იმამოღლუ წარმოადგენს, იმედი აქვს, რომ რეჯეფ ერდოღანთან ბრძოლაში დასავლეთი დაეხმარება“, - წერს თურქული გაზეთი „საბაჰი“ (Sabah) სტატიაში სათაურით „სახალხო-რესპუბლიკური პარტიის ბრძოლა ახალ თურქეთთან“ (ავტორი - ბერჯან თუთარი), - „მაგრამ დასავლეთი ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო: გლობალისტები დონალდ ტრამპთან ბრძოლაში მრცხდებიან და მათ თურქეთის საქმეები ნაკლებად ადარდებთ“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

თურქეთის საგარეო და საშინაო დღის წესრიგი დიამეტრალურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. იმ დროს, როცა ქვეყნის გარეთ მსოფლიო თურქეთზე პოზიტიურად ლაპარაკობს, როცა მმართველი პარტია ისტორიას ქმნის და საერთაშორისო იერარქიას ცვლის, ქვეყნის შიგნით სახალხო-რესპუბლიკური პარტიის ეგიდით მიმდინარეობს კულტივირება იმისა, რომ თურქეთი „მესამე სამყაროს“ ქვეყანას მიეკუთვნება, სადაც სამოქალაქო ომის სცენარი შეიძლება გათამაშდეს.

ანუ ერთი მხრივ, არის თურქეთი, სადაც ოპოზიცია ფსონს ქაოსზე დებს, ხოლო მეორე მხრივ, არის თურქეთი, რომელიც მსოფლიო პოლიტიკის მაგიდაზე ზის და მნიშვნელოვან როლს ასრულებს. პირველზე, „არანამდვილ თურქეთზე“, ძირითადად მხოლოდ ოპოზიციური [ქემალისტური] სახალხო-რესპუბლიკური პარტია ლაპარაკობს. არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ „არანამდვილი“ თურქეთის მომხრეები წააგებენ. სახალხო-რესპუბლიკურ პარტიას იდეოლოგიური სიბრმავე ჭირს, მისი მომხრეები კი კორუფციონერები არიან. ტყუილად კი არ წერდა რამდენიმე თვის წინათ ამერიკული კონსერვატიული ჟურნალი „ნიუსვიქი“, რომ ვინც რეჯეფ ერდოღანის წინააღმდეგ გამოდის, მათ გამარჯვების არავითარი შანსი არ აქვთო“. უფრო მეტიც - ჟურნალმა გააფრთხილა არა მხოლოდ ჩვენი შინაური ოპოზიცია, არამედ დასავლური ლობიც.

შესაბამისად, სახალხო-რესპუბლიკელებს, რომლებიც დახმარებისთვის „ძველი დასავლეთის“ იდეოლოგიურ სტრუქტურებს ევედრებიან - ისეთებს, როგორებიცაა „სი-ენ-ენ ინტერნეიშენელი“ (CNN International), „ბიბისი“ (BBC), „ეკონომისტი“ (The Economist) და „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) - ახალი მარცხი ელოდებათ. ჩამოთვლილ სტრუქტურებს და იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მათ აკონტროლებენ, ამჟამად თვითონ აქვთ გასაჭირი და ცდილობენ როგორმე თავი გადაირჩინონ „ახალი დასავლეთის“ შეტევების გამო, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით.

„ძველი დასავლეთის“ ლიდერებს თავიანთი პრობლემებიც თავზე საყრელად აქვთ. ამ პირობებში არცერთი არ მოახდენს რეაგირებას სახალხო-რესპუბლიკელების საჩივრებზე, ხვეწნაზე და ვედრებაზე. უბრალოდ, მათ არ შეუძლიათ რეაგირება. იმიტომ, რომ ახალი მსოფლიო იერარქიის ყველა ლიდერი, როგორებიც არიან ერთი მხრივ, დონალდ ტრამპი, ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, ხოლო მეორე მხრივ, ისინი, რომელთა პოზიციებს საფრთხე შეექმნა - უკრაინის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერები, ყველა  რეჯეფ ერდოღანში მშველელს და გადამრჩენელს ხედავს.  ეს ასეა, იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციურ სახალხო-რესპუბლიკურ პარტიას რეჯეფ ერდოღანის დამხობა ძალიან სურს.

ამიტომაც პარტიის ლიდერის ოზგიურ ოზელისა და ტანდემის - ეკრემ და დილეკ იმამოღლუების ასეთი სახის თხოვნები მასმედიის მეშვეობით დასავლელი ლიდერებისადმი - „ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, დაგვეხმარეთ. ჩვენ თავს მიტოვებულებად ვგრძნობთ. თურქეთში უსამართლობა ბატონობს. გვიშველეთ“ - უაპასუხოდ დარჩება. მათ არავინ არ ეხმაურება. ამ შემთხვევაში სახალხო-რესპუბლიკელებთან დაკავშირებული პარადოქსი კიდევ უფრო ღრმად ჩნდება: ისინი იმდენად უცოდინარები არიან, რომ დასავლეთს ასე ეუბნებიან: „დაგვეხმარეთ ერდოღანის დამხობაში“ და ეს იმ დროს, როცა თურქეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მნიშვნელოვან მოთამაშედ განიხილება არამარტო ჩრდილოეთში და გლობალურ სამხრეთში, არამედ ახლო აღმოსავლეთში და აფრიკაში.

სხვათა შორის, პრეზიდენტ ერდოღანის დამხობას დასავლეთი ადრეც ცდილობდა და წაგებული დარჩა, ახლა კი ყველა მათგანი, ვინც ერდოღანის წაქცევას ცდილობდა, ერთმანეთს ასწრებენ, ხელს პირველი რომელი ჩამოართმევს თურქეთის პრეზიდენტს. მათ, ვისაც სურს იმის გაგება, თუ რომელ დასავლელ ლიდერებს ვგულისხმობთ, ვურჩევთ თავი შეიკავოს სოციალური ქსელების კითხვისაგან, სტამბოლის მიტინგებში მონაწილეობისაგან და ყურადღება გადაიტანონ ბოლო ოთხ-ხუთ დღეში მიმდინარე გლობალურ დიპლომატიურ პროცესებზე.

სახალხო-რესპუბლიკური პარტია დახმარებას სთხოვს ნატოს გენერალურ მდივანს, რომელიც ამბობს, რომ „ჩვენ ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა თურქეთის გარეშე ვერც წარმოგვიდგენია“. იმავე სახალხო-რესპუბლიკელებს თურქეთის იმ ხელისუფლების დამხობა სურთ, რომელსაც პუტინი და ტრამპი საკვანძო როლს ანიჭებენ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად. უფრო მეტიც - თურქეთი ახალ მსოფლიო წესრიგში მოიხსენიება როგორც „გლობალური ტრიოს“ წევრი, აშშ-სა და რუსეთთან ერთად.

ეს ხდება იმ მომენტში, როცა ლიბიაში, სირიაში, სომალში, ეთიოპიაში, ყარაბაღში და ყატარში მიღწეული გამარჯვებების შემდეგ სუდანშიც იგივენაირად ვმოქმედებთ. სწორედ თურქეთის მხარდაჭერით შეწყდა სუდანში სამოქალაქო ომი, რომელიც ქვეყანას 23 თვის განმავლობაში არყევდა და ანადგურებდა.

ამრიგად, ახლა სწორედ სახალხო-რესპუბლიკური პარტია ებრძვის ახალ თურქეთს, რომელიც საერთაშორისო კლიმატს და ისტორიას ქმნის. მაგრამ თურქთის დამარცხება შეუძლებელია, წავიდა ის დრო, როცა მას ზემოდან უყურებდნენ. იმედი გვაქვს, რომ რაც დრო გავა, სახალხო-რესპუბლიკელები მიეჩვევიან იმ აზრს, რომ რეჯეფ ერდოღანი უძლეველია. მოვლენათა მსვლელობა ამას ადასტურებს.

წყარო: https://www.sabah.com.tr/yazarlar/bercan-tutar/2025/03/29/chpnin-yeni-turkiye-ile-savasi

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати