USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Tbilisi
"აბა, მიშა გინდათ?"
Date:  1349

ავტორი: ლაშა ბუღაძე

"ერთია, როცა ტროლად მუშაობ და სხვაა, როცა უნებლიეთ იქცევი ტროლად.

 

ცოტა ხნის წინ მოაზროვნე ადამიანი იყავი და მიზეზთა გამო, ისე გიშეშდება აზროვნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს, დავალებით თუ დაუვალებლად, მექანიკური თოჯინასავით იწყებ ერთი და იმავეს გამეორებას.

მგონი, მართლაც ნებაყოფლობითი ტროლების ქვეყნად ვიქეცით, რადგან განა ტროლად დეგრადირებულობა არაა, როცა რაც არ უნდა გითხრან, პასუხად მხოლოდ ესღა გაქვს: "აბა, მიშა გინდათ?"

- არ მინდა უსამართლო არჩევნებით შევსებული ერთპარტიული პარლამენტი.
აბა, მიშა გინდათ?
- არ მინდა ოლიგარქის ჯიბის, კლანური სასამართლო.
აბა, მიშა გინდათ?
- არ მინდა, რომ ციხეში პოლიტიკური პატიმრები ისხდნენ.
აბა, მიშა გინდათ?
- არ მინდა, რომ ოპოზიციური პარტიის ოფისს სპეც-რაზმელები არბევდნენ.
აბა, მიშა გინდათ?
- არ მინდა, რომ საქართველო დასავლურ სივრცეს დასცილდეს და კრემლის სატელიტ-გუბერნიად იქცეს.
აბა, მიშა გინდათ?
- არ მინდა, რომ საქართველოდან უიმედობისა და სიღარიბის გამო გარბოდეს ხალხი.
აბა, მიშა გინდათ?
- არ მინდა, რომ პროპაგანდისტები ქვეყნისთვის სახიფათო სიყალბეს ავრცელებდნენ კრიტიკული აზრისთვის დახშული სამთავრობო ტელეარხებიდან.
აბა, მიშა გინდათ?
- არ მინდა, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დავკარგოთ კოვიდით და მთავრობას ვაქცინა ვერ\არ შემოქონდეს.
აბა, მიშა გინდათ?
- არ მინდა, რომ ვიღაც შარლატანებს "16 ევროდ, 99 წლით" აძლევდნენ გიგანტური ჰესების მშენებლობის უფლებას და განადგურების საფრთხე შეექმნას რიონის ხეობას.
აბა, მიშა გინდათ?
- არ მინდა, რომ გელათი ნადგურდებოდეს, ვარძიის ფრესკებს ანახშირებდნენ და "მეტლახს" აგებდნენ ყინწვისში...
აბა, მიშა გინდათ?
- არ მინდა, რომ ამდენი პრობლემის პირობებში ოლიგარქმა თავისი არაფრის მცოდნე და აგრესიის წამქეზებელი პოლიტიკური მონა დანიშნოს პრემიერ-მინისტრად.
აბა, მიშა გინდათ?
- არ მინდა, რომ კრიტიკული შეკითხვების დასმის გამო ჟურნალისტს ფიზიკურად უსწორდებოდნენ ხელისუფლების აგრესიით წაქეზებული არამზადები.
აბა, მიშა გინდათ?
- არ მინდა მატყუარა და საშიში ოლიგარქი, რომელიც, როგორც ჩანს, ყველანაირ უმსგავსობაზეა წამსვლელი, ოღონდ კი არაფერი დაემუქროს მის ძალაუფლებას.
აბა, მიშა გინდათ?
- არ მინდა მიშა.
აბა, მიშა გინდათ?
- არ მინდა ვეღარ ვარჩევდე, სადაა ტროლი და სად ადამიანი...
აბა, მიშა გინდათ?
- აღარ მინდა კომენდანტის საათი...
აბა, მიშა გინდათ?
- აღარ მინდა ჩამოშლილი ლარი...
აბა, მიშა გინდათ?
- არ მინდა, რომ "მამებმა" და "ბაბუებმა" მუდმივად ჩაგრონ და ჭამონ "შვილები" და ახალ თაობას არა და არ მიეცეს საკუთარი ნიჭისა და უნარების გამოვლინების შესაძლებლობა. მათ შორის, პოლიტიკაში...
აბა, მიშა გინდათ?
- არ მინდა, რომ ქალებს კლავდნენ და ბავშვები თავს იკლავდნენ უფროსთა შეუბრალებლობისგან...
აბა, მიშა გინდათ?
- აღარ მინდა ამდენი პოლტიკაზე ფიქრი და ლაპარაკი...
აბა, მიშა გინდათ?
- არ მინდა...
რა "არ გინდა"? აბა, მიშა გინდა?"

 

წყარო: radiotavisupleba.ge

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way