USD 3.1761
EUR 3.5366
RUB 4.5026
Тбилиси
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

404 not found

Тбилиси
თბილისში ხეების შეწამვლის სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, 28 მაისიდან - 7 ივნისის ჩათვლით, მწვანე ნარგავების ფიტოსანიტარიული მონიტორინგის შესაბამისად ხეების შეწამვლის სამუშაოებს განახორციელებს შემდეგ მისამართებზე:

რუსთაველის გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ყაზბეგის გამზირი, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო, მელიქიშვილის ქუჩა, რობაქიძის გამზირი, წერეთლის გამზირი, კახეთის გზატკეცილი, მოსკოვის გამზირი, ბოგდან ხმელნიცკის გამზირი, შარტავას ქუჩა, ა.კალანდაძის ქუჩა, გ.ჭყონდიდელის ქუჩა, თამარ მეფის გამზირი, დ.აღმაშენებელის გამზირი, აგლაძის ქუჩა, კანდელაკის ქუჩა, ნუცუბიძის ქუჩა, ც.დადიანის გამზირი, ი.ჭავჭავაძის გამზირი, ქეთევან წამებულის გამზირი, ფალიაშვილის ქუჩა, ი.აბაშიძისს ქუჩა და დიღმის ტყე-პარკი.

ამ ეტაპისთვის ჯამში, 17 364 ძირი მწვანე ნარგავი შეიწამლება.

პირველ ეპატზე მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროზე არსებული ჭადრები შეიწამლება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ფიტოსანიტარული კვლევები შემდეგ მისამართებზე:

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის მიმდებარე ფერდობები (კვიპაროსები), ბაგები-წყნეთის გზატკეცილი, სამღერეთის ქ. N3-სანერგე, თბილისი ზღვაზე მდებარე სანატორიუმი, „ქართლის“ მიმდებარედ არსებული სანერგე მეურნეობა, კახეთის გზატკეცილი, ჯავახეთის ქუჩა, გაფრინდაშვილის ქუჩა, ფარნავაზ მეფის ქუჩა, ბალანჩინის და მირიან მეფის მიმდებარედ სკვერში არსებული მწვანე ნარგავები, შეშელიძის ქუჩა, ბაქრაძის ქუჩა, ასათიანის ქუჩა (ახლად დარგულები), ზემო ფონიჭალის შუა ზოლი, თამარაშვილის ქუჩა, ვაკის პარკი.

более
голосование
როგორ ფიქრობთ, შეასრულებს თუ არა ქართული ოცნება დაპირებას არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ?
голосование
Кстати