USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
9 თებერვალი - ეს დღე ისტორიაში
Date:  

9 თებერვალი — გრიგორიანული კალენდრის 40-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 325 დღე (ნაკიან წელში - 326).

დღის მოვლენები

1920 : პარიზში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელმაც შპიცბერგენი ნორვეგიის კუთვნილებად აღიარა.

1924 : აზერბაიჯანის სსრ-ში შეიქმნა ნახჭევანის ასსრ (1990 წლის ნოემბრიდან ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკა).

1969 : ჩატარდა ბოინგ 747-ის პირველი საცდელი ფრენა, რომელიც 2005 წლამდე მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი იყო.

1998 : თბილისის ცენტრში მოხდა აფეთქება. პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე სიკვდილს გადაურჩა.

1999 : ერიტრეასა და ეთიოპიას შორის დაიწყო ომი.

ამ დღეს დაბადებულნი

1441 : ალიშერ ნავოი — აღმოსავლური პოეტი, სუფიური თემატიკის ფილოსოფოსი, თემურიდის ხორასნის სახელმწიფო მოღვაწე, მხატვარი.

1737 : ტომას პეინი — აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე

1773 : უილიამ ჰენრი ჰარისონი — აშშ-ის მე-9 პრეზიდენტი

1783 : ვასილი ჟუკოვსკი — რუსი პოეტი

1829 : რობერტ გედიკე — რუსი არქიტექტორი

1830 : აბდულაზიზი — ოსმალეთის იმპერიის 32-ე სულთანი

1836 : მამია გურიელი — ქართველი პოეტი.

1864 : მიინა ჰიარმა — ესტონელი კომპოზიტორი

1865 : ერიხ დრიგალსკი — გერმანელი გეოგრაფი

1867 : ნაცუმე სოსეკი — იაპონელი მწერალი

1885 : ვაჰან ტერიანი — სომეხი მწერალი

1890: იაკობუს აუდი — ჰოლანდიელი არქიტექტორი

1890: ჰანს ჰოპი — გერმანელი არქიტექტორი

1892 : აბუ შადი — ეგვიპტელი მწერალი.

1902 : ლეონ მბა — გაბონის პოლიტიკური მოღვაწე.

1910 : ჟაკ ლუსიენ მონო — ფრანგი ბიოქიმიკოსი

1931 : იოზეფ მასოპუსტი — ჩეხი ფეხბურთელი და მწვრთნელი

1943 : ჯოზეფ სტიგლიცი — ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში (2001)

1944 : დავით გორგიძე — ქართველი მექანიკოსმათემატიკოსი.

1945 : მია ფეროუ — ამერიკელი მსახიობი

1955 : რაიმუნდუ პერეირა — გვინეა-ბისაუს პოლიტიკური მოღვაწე.

1957 : ტერი მაკოლიფი — ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწე

1959 : სტეფანე (კალაიჯიშვილი) — ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი.

1959 : თამარ ბართაია — ქართველი დრამატურგი და მწერალი.

1959 : ალი ბონგო ონდიმბა — გაბონის პოლიტიკური მოღვაწე.

1963 : ლოლო ფერარი — ფრანგი მოცეკვავე, პორნომსახიობი

1964 : ერნესტო ვალვერდე — ესპანელი საფეხბურთო მწვრთნელი

1966 : ბრუნო ბერნარი — ბელგიელი მწერალი

1974 : გოგა ხაჩიძე — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე

1975 : ზაზა თავაძე — ქართველი იურისტი

1979 : ჯან ძიი — ჩინელი მსახიობი და მოდელი.

1980: ანგელოს ხარისტეასი — ბერძენი ფეხბურთელი

1981 : ტომ ჰიდლსტონი — ინგლისელი მსახიობი

1985: ხუანფრან ტორესი — ესპანელი ფეხბურთელი

1985 : გიორგი დათუნაიშვილი — ქართველი ფეხბურთელი

1987 : როუზ ლესლი — შოტლანდიელი მსახიობი

1987 : მაგდალენა ნოინერი — გერმანელი ბიატლონისტი

1989 : ბექა წიკლაური — საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მორაგბე

1990 : ბადრი ტეტუნაშვილი — ქართველი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1881 : თედორე დოსტოევსკი — რუსი მწერალი

1959 : კარლ მაუსი — გერმანელი სამხედრო მოღვაწე

1975 : შალვა ამირანაშვილი — ქართველი ხელოვნებათმცოდნე

1984 : იური ანდროპოვი — სკკპ გენერალური მდივანი.

1989 : ეკატერინე ბაბლიძე — ქართველი მხატვარ-კერამიკოსი.

1996 : ადოლფ გალანდი — გერმანელი სამხედრო მოღვაწე.

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს:

აღმოყვანება ნაწილთა წმინდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა

 

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way