9 სექტემბერი — გრიგორიანული კალენდრის 252-ე დღე (ნაკიან წლებში – 253-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 113 დღე.
დღის მოვლენები
1543 : მერი სტიუარტი, ცხრა თვის ასაკში, ოფიციალურად „შოტლანდიელთა დედოფლად“ აკურთხეს ცენტრალური შოტლანდიის ქალაქ სტირლინგში.
1776 : კონტინენტური კონგრესი ოფიციალურად არქმევს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ახალ გაერთიანებას შეერთებულ შტატებს (ქვეყნად იქცა კონსტიტუციის რატიფიკაციის შემდეგ).
1801 : ბაქო და მისი რაიონი რუსეთის შემადგენლობაში შედის.
1850 : კალიფორნია აშშ-ის 31-ე შტატი ხდება.
1850 : ფედერალურ მთავრობასთან მიღწეული კომპრომისით ტეხასს მისი ტერიტორიის მესამედი ჩამოერთვა (ამჟ. კოლორადოს, კანზასის, ნიუ-მექსიკოს, ოკლაჰომასა და უაიომინგის ნაწილი) ტექსასის ანექსიამდე $10 მილიონი დავალიანების ათვისების სანაცვლოდ.
1922 : საბერძნეთ-თურქეთის ომი დასრულდა თურქების გამარჯვებით. ქალაქ სმირნას (ამჟ. იზმირი) დიდი ნაწილი დაიწვა. არათურქული მოსახლეობა გაიხიზნა.
1923 : მუსტაფა ქემალ ათათურქი, თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელი, აარსებს რესპუბლიკურ სახალხო პარტიას.
1945 : ჩინეთ-იაპონიის მეორე ომი — იაპონია ფორმალურად ნებდება ჩინეთს.
1956 : ელვის პრესლი პირველად გამოდის ეროვნული ტელევიზიით.
1970 : დაიწყო ავტომობილი „ვაზ-2101“ ჟიგულის წარმოება.
1991 : ტაჯიკეთი საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
1991 : სონის პლეისტეიშენი გამოდის აშშ-ში.
2001 : იუნიქს ბილენიუმი იწყება 01:46:40 UTC დროით.
2007 : ვენეციის კინოფესტივალის ოქროს ლომით ტაივანელი რეჟისორი ანგ ლის მხატვრული ფილმი "ვნებიანი კავშირი" დაჯილდოვდა.
2007 : იამაიკელმა ათლეტმა ასაფა პაუელმა 100 მეტრიან სპრინტში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა (9,74 წამი) რიეტიში, იტალია.
2009 : საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ბელარუსის ნაკრებთან თამაშში იმარჯვებს და ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში გადის.
2018 : არიფ ალვი პაკისტანის პრეზიდენტად აირჩიეს.
ამ დღეს დაბადებულნი
384 : ფლავიუს ჰონორიუსი — რომის იმპერატორი
1828 : ტოლსტოი, ლევ — რუსი მწერალი.
1847 : ერისთავი, დავით — ქართველი მწერალი.
1986 : ქეთი თოფურია — რესეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი.
ამ დღეს გარდაცვლილნი
1898 : მალარმე, სტეფან — ფრანგი პოეტი
1947 : ვიქტორ ორტა — ბელგიელი არქიტექტორი
1969 : ვარაზი, ვასილ — ქართველი ბიოქიმიკოსი და პათოლოგფიზიოლოგი.
1973 : გიორგი წერეთელი — ქართველი ენათმეცნიერი
დღესასწაულები
მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
პიმენ დიდი
ოსია აღმსარებელი
ლიბერიუსი
პიმენ პალესტინელი
ღირსი ანთისა
ღირსი საბა
საბატი სოლოვკელი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.
„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.
„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.