მთვარის მე-3-4 დღე. დღეს სჯობს ყველა ღონისძიება დაგეგმოთ საღამოსთვის. დილით, თქვენი ქმედებები ხშირად ნაკარნახევი რეალობისგან შორს მდგარი ფანტაზიით. დღის ბოლოს, მთვარე მშვილდოსანში მოვლენებს დინამიკას შესძენს. რომანტიკული ურთიერთობები კარგ იმპულსს მიიღებს. კარგი პერიოდია როგორც სპონტანური , ისე დაგეგმილი სხვადასხვა ტიპის აქციებისთვის.
დადგება შესაფერისი დრო მოლაპარაკებების დასაწყებად.
ვერძი
შესაძლოა თქვენში ბავშვურმა შურისძიების სურვილმა გაიღვიძოს და სიამოვნებით ჩაერთოთ ინტრიგებში, დაიწყოთ კომპრომატების მოგროვება და შანტაჟი მეზობლებსა თუ ყველა იმ ადამიანზე, ვისგანაც რაიმე წყენა გახსოვთ.
კურო
ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლიათ იქონიოთ ახლობლების იმედი, ემოციური მღელვარება და შფოთი მოდუნების საშუალებას არ გაძლევთ, ეცადეთ დაიხარჯოთ საქმიანობაში და მეტი ყურადღება დაუთმეთ ახალგაზრდა თაობის იდეებს.
ტყუპები
შესაძლოა თავი უცხო ადამიანების გარემოცვაში ამოჰყოთ, რაც თქვენში გარკვეულ შფოთს შემოიტანს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და შეეცადეთ მშვიდად მოაგვაროთ გაუგებრობები.
კირჩხიბი
ახლანდელ რეალობაში ყველაფერი, ყველანაირი სიმბოლო მნიშვნელოვანია. დეტალებსაც კი მიაქციეთ ყურადღება, რა განწყობით გაიღვიძეთ, ვის შეხვდით, რა გიპასუხეს... ირგვლივ იდუმალება და მინიშნებებია....
ლომი
შეეცადეთ მარტივად და სწრაფად მოაგვაროთ მოულოდნელად წარმოქმნილი გაუგებრობები და დიპლომატიური გზით მოახერხეთ საერთო ენის გამოძებნა. ამგვარი ქმედება აუცილებლად დაგიფასდებათ.
ქალწული
მოჭარბებული ენერგია ეცადეთ ოჯახზე ზრუნვას მოახმაროთ, მოაწესრიგეთ ეზო, შეაკეთეთ ინვენტარი, შეგიძლიათ მსუბუქი სარემონტო სამუშაოს ჩატარებაც.
სასწორი
შესაძლოა დღეს გარკვეული კავშირები და ურთიერთობები დასრულდეს, გადახედეთ განვლილ გზას, შეცვალეთ მიზნები, გადააფასეთ თქვენი ღირებულებები.
მორიელი
დღეს მეტ დროს სხვათა საქმეების მოწესრიგებას დაუთმობთ. ფასეულია თქვენი არა მხოლოდ რჩევები, არამედ მხარში დგომა ქმედებითაც.
მშვილდოსანი
უახლოეს მომავალში დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს თავდაჯერებულობასა და შეუპოვრობას. საკუთარი ძალების რწმენა დაგეხმარებათ ნებისმიერი საქმის მარტივად გადაწყვეტაში.
თხის რქა
კონფერენციები, დისკუსიები, საქმიანი შეხვედრები დღეს მრავლადაა, მეტ დროს წაიღებს საქმიანი სფერო, ნუ დაგავიწყდებათ პირადი ცხოვრება და ოჯახი, რათა არ დაირღვეს თქვენი შინაგანი იდილია.
მერწყული
შესაძლოა უცხოეთიდან საინტერესო მოკავშირეები გამოგიჩნდნენ, ნებისმიერი კომუნიკაცია და მოლაპარაკება მათი ჩართულობით სასიკეთო და წარმატებული იქნება.
თევზები
მეტი ყურადღება და სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ ურთიერთობებში, რადგან უნებლიედ უხეშად ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება თქვენი მოკავშირე, პარტნიორი ან სულაც მეორე ნახევარი გაანაწყენოს.
ამერიკული გაზეთი „ჰილი“ (The Hill) აქვეყნებს სტატიას სათაურით „მკვდრეთით აღმსდგარი: დონალდ ტრამპი როგორც ამერიკული პოლიტიკის „ლაზარე“ (ავტორი - დერეკ ჰანტერი).
„სიტყვას „ისტორიული“ პოლიტიკაში ხშირად იყენებენ ხოლმე და მას ფეხბურთის ბურთივით ათამაშებენ, ზოგჯერ კი მიზანში ვერ ურტყამენ. დონალდ ტრამპთან მიმართებით კი ამ სიტყვის გამოყენება სამართლიანია. მისი მიღწევა მართლაც ისტორიულია. მან უდიდესი რევანში აიღო პოლიტიკაში.
დონალდ ტრამპი არამხოლოდ პოლიტიკური გვამი იყო, არამედ საერთოდ, „პერსონა ნონ-გრატა“ როგორც ვაშინგტონში, ასევე მშობლიურ ნიუ-იორკშიც. და როგორც ხდება ხოლმე პოლიტიკაში, მას საპყრობლეში გაგზავნითაც ემუქრებოდნენ... და ახლა იგი თეთრ სახლში ძლევამოსილად ბრუნდება - ისეთ თამაშში გამარჯვების შემდეგ, რომელიც მანამდე არავის უთამაშია.
აშშ-ის ისტორიაში დონალდ ტრამპამდე მისნაირად მხოლოდ 22-ე და 24-ე პრეზიდენტი გროვერ კლივლენდი იქნა არჩეული ორი ვადით („შუალედური შესვენებით“ 1885-1889 და 1893-1897 წლებში). მსგავსი შემთხვევა ჰქონდა რიჩარდ ნიქსონს, რომელმაც 1960 წელს საპრეზიდენტო არჩევნებიც წააგო, გუბერნატორის არჩევნებიც (1962 წელს) და განაცხადა - „მორჩა, მეგობრებო, რიჩარდ ნიქსონს ვეღარსად ვეღარ ნახავთ - იმიტომ, რომ ეს ჩემი ბოლო პრეს-კონფერენციაა“. ჩვენ მისი ნახვა მაინც მოგვიწია 1968 წელს, თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში. თუ რითი დაასრულა მან თავისი პრეზიდენტობა, გვახსოვს („უოტერგეიტით“), მაგრამ ფაქტია, რომ მისი დაბრუნება იმ დროისათვის ძალზე შთამბეჭდავი იყო.
დონალდ ტრამპმა კი რიჩარდ ნიქსონსაც გადააჭარბა. იგი ფაქტიურად „დამარხული“ იყო საკუთარი რესპუბლიკური პარტიის წევრების მხრიდანაც კი, სხვები კი მოთმინებით ელოდნენ, რომ იგი უბრალოდ გუდა-ნაბადს აიკრავდა და პოლიტიკიდან წავიდოდა. მაგრამ ასე არ მოხდა.
ამერიკელებმა თავისი პოზიცია გამოხატეს: მათ ცვლილებები სურდათ და კიდეც განახორციელეს. დონალდ ტრამპი ვერაფერმა ვერ შეაჩერა - ვერც ბრალდებებმა, ვერც თავდასხმებმა... ყველა მემარცხენე გაზეთი და ტელევიზია აკრიტიკებდა, ემუქრებოდა, აშინებდა, მაგრამ ისინი ყველა „ქაღალდის ვეფხვები“ აღმოჩნდნენ, დონალდ ტრამპმა ყველა „დაიკიდა“. რას იზამენ ახლა ტელეარხების MSNBC-სა და CNN-ის ხელმძღვანელები და მაყურებლები? ვინ აღმოჩნდა მარგინალი - ისინი თუ დონალდ ტრამპი? აღიარებენ თუ არა იმას, რომ არასწორად იქცეოდნენ - როცა ყველას, ვინც დონალდ ტრამპის გვერდით იდგა, გიჟებად და სულელებად თვლიდნენ?
მოკლედ, დონალდ ტრამპი „კონსტანტის“ (მუდმივის) განსახიერებაა: იგი იყო, არის და იქნება.
წყარო: https://thehill.com/opinion/campaign/4975713-donald-trump-greatest-comeback-since-lazarus/