USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
9 ოქტომბერი - ეს დღე ისტორიაში
 635

9 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 282-ე დღე (ნაკიან წლებში – 283-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 83 დღე.

დღის მოვლენები

  • 1238 : ხაიმე I არაგონელი ვალენსიის სამეფოს აფუძნებს.
  • 1446 : ჰანგული ანბანი გამოქვეყნდა კორეაში.
  • 1604 : სუპერნოვა 1604 - უახლესი ზეახალი ვარსკვლავის წარმოქმნა ირმის ნახტომის გალაქტიკაში.
  • 1701 : იელის უნივერსიტეტს ქარტია მიენიჭა ოლდ-სეიბრუკში, კონექტიკუტი.
  • 1776 : მამა ფრანცისკო პალო სან-ფრანცისკო დე ასისის მისიას აფუძნებს დღევანდელი სან-ფრანცისკოს ადგილზე, კალიფორნია.
  • 1874 : საყოველთაო საფოსტო კავშირი შეიქმნა ბერნის ხელშეკრულებით.
  • 1888 : ვაშინგტონის მონუმენტი გაიხსნა.
  • 1934 : მკვლელობა მარსელში - მოკლეს იუგოსლავიის მეფე ალექსანდრე I და ლუი ბარტუ, საფრანგეტის საგარეო საქმეთა მინისტრი.
  • 1962 : უგანდა რესპუბლიკად გამოცხადდა.
  • 1967 : დატყვევებიდან ერთ დღეში ჩე გევარა დახვრიტეს ბოლივიაში რევოლუციის მოწყობის მცდელობისთვის.
  • 1970 : კხმერების რესპუბლიკა გამოცხადდა კამბოჯაში.
  • 1989 : საბჭოთა კავშირის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ვორონეჟში ამო-ს (UFO) ჩამოფრენის შესახებ აკეთებს განცხადებას.
  • 2004 : ავღანეთში პირველად ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები.
  • 2007 : ალბერ ფერი და პეტერ გრიუნბერგი 2007 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ ფიზიკის დარგში გიგანტური მაგნიტური წინაღობის აღმოჩენისთვის.
  • 2008 :
    • უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომ ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა.
    • ფრანგი მწერალი ჟან-მარი გუსტავ ლეკლეზიო ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ლიტერატურის დარგში.
  • 2009 : აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა.
  • 2013 : მარტინ კარპლუსი, მაიკლ ლევიტი და არე ვერშელი ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
  • 2014 : ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში პატრიკ მოდიანო გახდა.
  • 2015 :
    • ტუნისის ეროვნული დიალოგის კვარტეტი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.
    • ენგუს დიტონი ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.
  • 2017 : ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში ამერიკელი რიჩარდ ტალერი გახდა.
  • 2019 : ჯონ გუდენაფი (აშშ), სტენლი უიტინგემი (დიდი ბრიტანეთი) და აკირა იოშინო (იაპონია) ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
  • 2020 : ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მსოფლიო სასურსათო პროგრამა გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1201 : სორბონი, რობერ დე — ფრანგი ფილოსოფოსი, სორბონის უნივერსიტეტის დამაარსებელი.
  • 1261 : დიონისიუსი — პორტუგალიის მეფე
  • 1328 : პეტრე I — კიპროსის მეფე
  • 1547 : მიგელ დე სერვანტესი — ესპანელი მწერალი
  • 1757 : შარლ X (საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე (გ. 1836)
  • 1835 : კამილ სენ-სანსი — ფრანგი კომპოზიტორი, პიანისტი, ორგანისტი და დირიჟორი
  • 1843 : ნიკო ნიკოლაძე — პუბლიცისტი, კრიტიკოსი, რევოლუციონერ-დემოკრატი
  • 1852 : ფიშერი, ჰერმან ემილ — გერმანელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
  • 1874 : რერიხი, ნიკოლოზ — რუსი მხატვარი, არქეოლოგი და მოგზაური
  • 1879 : ლაუე, მაქს ფონ — გერმანელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
  • 1888 : ბუხარინი, ნიკოლაი — რუსეთის პოლიტიკური მოღვაწე (გ. 1938)
  • 1892 : ანდრიჩი, ივო — ხორვატიელი მწერალი (გ. 1975)
  • 1899 : ივანე გოკიელი — ქართველი კომპოზიტორი
  • 1926 : ევგენი ევსტიგნეევი — საბჭოთა და რუსი მსახიობი
  • 1933 : მანსფრედი, პეტერ — ბრიტანელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
  • 1940 : ჯონ ლენონი — ბრიტანელი მუსიკოსი და კომპოზიტორი. ჯგუფ „The Beatles-ის“ სოლისტი (გ. 1980)
  • 1946 : ჩილერი, ტანსუ — თურქეთის პრემიერ-მინისტრი 1993-1996
  • 1957 : ვიტალი დარასელია — ქართველი ფეხბურთელი, თბილისის დინამოსა და სსრკ-ის ნაკრების წევრი (გ. 1982)
  • 1964 : გილერმო დელ ტორო — მექსიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, რომანების ავტორი
  • 1966 : დეივიდ კამერონი — ბრიტანელი პოლიტიკოსი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი 2010-2016 წლებში
  • 1969 : სტივ მაკ-კუინი — ინგლისელი რეჟისორი, მსახიობი და სცენარისტი
  • 1975 : შონ ლენონი — ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორიი მუსიკოსი. ჯონ ლენონისა და იოკო ონოს შვილი
  • 1981 : ვანიკო თარხნიშვილი — ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი
  • 1996 : ბელა ჰადიდი — პალესტინურ-ნიდერლანდული წარმოშობის ამერიკელი მოდელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1047 : კლიმენტ II — რომის პაპი
  • 1390 : ხუან I — კასტილიის მეფე
  • 1841 : კარლ შინკელი — გერმანელი არქიტექტორი, ფერმწერი და გრაფიკოსი (დ.1781)
  • 1924 : ვალერი ბრიუსოვი — რუსი პოეტი და კრიტიკოსი
  • 1926 : ვასო აბაშიძე — ქართველი მსახიობი.
  • 1934 : ალექსანდრე I — იუგოსლავიის მეფე
  • 1943 : ზეემანი, პიტერი — ჰოლანდიელი ფიზიკოსი
  • 1950 : დიმიტრი უზნაძე — ქართველი ფსიქოლოგი (დ.1886)
  • 1950 : ჰარტმანი, ნიკოლაი — გერმანელი ფილოსოფოსი (დ.1882)
  • 1958 : პიუს XII — რომის პაპი (დ.1876)
  • 1967 : ჩე გევარა — არგენტინელი რევოლუციონერი (დ. 1928).
  • 1974 : ოსკარ შინდლერი — გერმანელი ბიზნესმენი, მეორე მსოფლიო ომის დროს 1100 ებრაელი გადაარჩინა
  • 1990 : ბორის პაიჭაძე — ქართველი ფეხბურთელი (დ. 1915)
  • 2001 : ჰერბერტ როსი — ამერიკელი კინოსა და თეატრის რეჟისორი
  • 2010 : მორის ალე — ფრანგი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი
  • 2016 : ანჯეი ვაიდა — პოლონელი რეჟისორი და სცენარისტი
  • 2017 : ჟან როშფორი — ფრანგი მსახიობი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • მიცვალება წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღვთისმეტყველისა
    • დღესასწაული ივერიის ღვთისმშობლის ხატისა, რომელიც ჩამოსვენდა საქართველოში ათონის ივერთა მონასტერიდან
    • ტიხონი
  • აგრეთვე:
    • სამხრეთი კორეა : ჰანგულის დღე (აღნიშნავენ კორეული ანბანის „ჰანგულის“ შექმნას)
    • აშშ : ლეიფ ერიკსონის დღე
Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати