USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
9 ნოემბერი - ეს დღე ისტორიაში
 323

9 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 313-ე დღე (ნაკიან წლებში – 314-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 52 დღე.

დღესასწაულები

აზერბაიჯანი, დროშის დღე

კამბოჯა, დამოუკიდებლობის დღე (1953)

უკრაინა, ლიტერატურისა და ენის დღე

დღის მოვლენები

1494 : მედიჩის გვარი ფლორენციის მმართველი ხდება.

1729 : ესპანეთი, საფრანგეთი და ინგლისი ხელს აწერენ სევილიის ზავს.

1799 : ნაპოლეონ ბონაპარტი სამხედრო გადატრიალებას ახდენს და კონსულთა მთავრობას აწესებს საფრანგეთში.

1872 : ბოსტონის დიდი ხანძარი.

1887 : აშშ-ის საკუთრებაში გადმოდის პერლ ჰარბორი, ჰავაი.

1906 : სტოლიპინის აგრარული რეფომა დაიწყო რუსეთში.

1906 : თეოდორ რუზველტი აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, რომელიც საზღვარგარეთ ვიზიტით მიემგზავრება (პანამის არხის მშენებლობის შესამოწმებლად).

1907 : მეფე ედუარდ VII-ს დღეობაზე საჩუქრად კულინანის ალმასი მიართვეს.

1918 : გერმანიის კაიზერი ვილჰელმ II გადადგა გერმანიის რევოლუციის შედეგად და ქვეყანა რესპუბლიკად გამოცხადდა.

1921 : ალბერტ აინშტაინს ნობელის პრემია მიენიჭა ფიზიკის დარგში ფოტოელექტრონული ეფექტის კვლევისთვის.

1923 : სამთავრობო ძალებმა ჩაახშეს მიუნხენში ნაცისტების მიერ მოწყობილი ლუდის პუტჩი.

1937 : იაპონიის ჯარები იღებენ შანხაის, ჩინეთი.

1938 : კრისტალნახტი, ნაცისტური გერმანიის პირველი ფართომასშტაბიანი ანტი-ებრაული ძალადობის აქცია, იწყება.

1953 : კამბოჯა საფრანგეთისგან დამოუკიდებელი ხდება.

1961 : ნილ არმსტრონგი ამყარებს მსოფლიო სიჩქარის რეკორდს რეაქტიული თვითმფრინავით X-15 (6.587 კმ/სთ).

1967 : აპოლოს პროგრამა: ნასა ორბიტაზე უშვებს ადამიანის გარეშე მართვად ხომალდს აპოლო 4-ს (Appolo 4) კენედის კონცხიდან.

1985 : ანატოლი კარპოვზე ანგარიშით 13:11 გამარჯვებით 22 წლის გარი კასპაროვი მსოფლიოს მე-13 ჩემპიონი ხდება ჭადრაკში.

1989 : ცივი ომი - კომუნისტური აღმოსავლეთ გერმანია ხსნის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს ბერლინის კედელში უფლებას აძლევს რა თავის მოქალაქეებს თავისუფლად იმგზავრონ დასავლეთ გერმანიაში. ხალხი კედლის ნგრევას იწყებს.

1990 : მერი რობინსონი ირლანდიის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა და ასევე პირველი მუშათა პარტიიდან.

1994 : აღმოჩენილ იქნა ახალი ქიმიური ელემენტი დარმშტადტიუმი.

2004 : Mozilla Firefox 1.0 ვერსია გამოდის და ხდება Microsoft-ის ინტერნეტ ექსპლორერის უდიდესი კონკურენტი.

2005 : ევროპის კოსმოსური სააგენტოს მისია ვენერა ექსპრესის გაშვება მოხდა ბაიკონურის კოსმოდრომიდან ყაზახეთში.

2007 : ოპოზიციის ზეწოლით საქართველოს პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნები ვადამდე, 5 იანვარს, დაინიშნა პლებისციტთან ერთად, რომელიც საპარლამენტო არჩევნების თარიღს დაადგენს.

2009 : ჩინეთ-აფრიკის თანამშრომლობის ფორუმის IV კონფერენციაზე შარმ-ელ-შეიხში ჩინეთის პრემიერი ვენ ძიაბაო აფრიკის 49 ლიდერს $10 მილიარდ დოლარს შეჰპირდა რბილი სესხის სახით.

2011 :

ამერიკელი მოკრივე ჯო ფრეიზიერი გარდაიცვალა 67 წლის ასაკში.

ლუკას პაპადიმოსი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

1656 : ალერი, პაულ — იეზუიტი მწერალი და პედაგოგი.

1683 : ჯორჯ II — დიდი ბრიტანეთის მეფე

1812 : აბადი, პოლ — ფრანგი არქიტექტორი.

1818 : ტურგენევი, ივან — რუსი მწერალი (გ. 1883)

1832 : გაბორიო, ემილ — ფრანგი მწერალი, დეტექტივური ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელი

1841 : ედვარდ VII — დიდი ბრიტანეთის მეფე.

1864 : განდეგილი — ქართველი პოეტი და პროზაიკოსი.

1885 : ხლებნიკოვი, ველიმირ — რუსი მწერალი (გ. 1922)

1885 : ვეილი, ჰერმან — გერმანელი მათემატიკოსი (გ. 1955)

1905 : მანი, ერიკა — გერმანელი მწერალი (გ. 1969

1929 : კერტესცი, იმრე — უნგრელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი

1934 : სეიგანი, კარლ — ამერიკელი ასტრონომი

1936 : ტალი, მიხაილ — ლატვიელი მოჭადრაკე (გ. 1992)

1970 : ტედესკი, სიუზან — ამერიკელი მუსიკოსი

1974 : დელ პიერო, ალესანდრო — იტალიელი ფეხბურთელი

1979 : ტეილორი, მარტინ — ინგლისელი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

959 : კონსტანტინე VII — ბიზანტიის იმპერატორი

1187 : გაოზონგი — ჩინეთის იმპერატორი

1492 : ჯამი — სპარსი—ტაჯიკი პოეტი

1907 : ალექსანდრე (ოქროპირიძე) — ქართველი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე.

1918 : აპოლინერი, გიიომ — ფრანგი პოეტი

1940 : ჩემბერლენი, ნევილ — ინგლისის პრემიერ-მინისტრი

1952 : ვაიცმანი, ხაიმ — ისრაელის პირველი პრეზიდენტი

1970 : გოლი, შარლ დე — საფრანგეთის ეროვნული გმირი

1977 : დავით V (დევდარიანი) — საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

1991 : მონტანი, ივ — ფრანგი მომღერალი და მსახიობი

2017 : სტაილზი, შაილა — კანადელი პორნომსახიობი

2021 : ჩარკვიანი, გელა — ქართველი დიპლომატი და მწერალი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ნესტორ თესალონიკელი

კაპიტოლინა და ეროტიიდა

წმინდა მარკოზი და მისთანანი

ათანასე მიდიკიელი

ნესტორ მემატიანე

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати