გამარჯვების დღე — საერთო სახელწოდება სამოქალაქო დღესასწაულისა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება წლის სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მოვლენასთან დაკავშირებით.
6 აპრილი : აღინიშნება ეთიოპიაში 1941 წლიდან.
8 მაისი : აღინიშნება საფრანგეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში. უკავშირდება მეორე მსოფლიო ომში 1945 წლის 8 მაისს კარლჰორსტში გერმანიის მიერ უსიტყვო კაპიტულაციის გამოაცხადებას.
9 მაისი : აღინიშნება რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთ სახელმწიფოში მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების გამო. 1945 წლის 9 მაისს მოსკოვში წითელ მოედანზე გაიმართა ამ გამარჯვების აღსანიშნავი სამხედრო აღლუმი. დღესასწაულად გამოცხადდა 1945 წლის 8 მაისს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, ხოლო უქმე დღედ - 1965 წლის 26 აპრილს.
1 ივნისი : აღინიშნება ტუნისში 1955 წლიდან.
ქვეყნები, სადაც 9 მაისს გამარჯვების დღე აღინიშნება
გამარჯვების დღის მსვლელობა მოსკოვში, წითელ მოედანზე, 2005 წ.
კიევი, 2010 წ.
ლონდონი, 2011 წ. HMS Belfast
სომხეთის დროშა სომხეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
ბელარუსის დროშა ბელარუსი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
პოლონეთის დროშა პოლონეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1945 წლის 9 მაისიდან;
ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა, ოფიციალურად აღნიშნავს მაისს გამარჯვების დღეს, გამოცხადებულია არასამუშაო დღედ;
საქართველოს დროშა საქართველო, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, 9 მაისი დასვენების დღედ იყო გამოცხადებული 1975-1990 წლებში;
გერმანიის დროშა გერმანია, 9 მაისი არაა აღიარებული უქმე დღედ. თუმცა, ყოფილი გდრ-ის ზოგიერთ არეალში ამ დღის აღნიშვნა მაინც გრძელდება.
ისრაელის დროშა ისრაელი, ოფიციალურად აღინიშნება 2000 წლის 9 მაისიდან;
ყაზახეთის დროშა ყაზახეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1947 წლის 9 მაისიდან, არასამუშაო დღე;
ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
მოლდოვის დროშა მოლდოვა, ოფიციალურად აღინიშნება 1951 წლის 9 მაისიდან;
რუსეთის დროშა რუსეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან, არასამუშაო დღე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის შაბათ-კვირას დაემთხვა (ამ შემთხვევაში უქმეა მომდევნო ორშაბათი);
სერბეთის დროშა სერბეთი, 9 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავს, თუმცა სამუშაო დღეა;
ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
თურქმენეთის დროშა თურქმენეთი, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან;
უკრაინის დროშა უკრაინა, ოფიციალურად აღინიშნება 1946 წლის 9 მაისიდან, არასამუშაო დღე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის შაბათ-კვირას დაემთხვა (ამ შემთხვევაში უქმეა მომდევნო ორშაბათი);
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო, 9 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავს HMS Belfast-ის ცერემონიალით.[1]
უზბეკეთის დროშა უზბეკეთი, გამარჯვების დღე 9 მაისს ოფიციალურად აღინიშნებოდა 1946-1988 წლებში. 1999 წლიდან, დღესასწაული გადაკეთდა ხსოვნის დღედ
იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია, 9 მაისს ოფიციალურად აღნიშნავდა ფაშიზმზე გამარჯვების დღეს.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.
„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.
„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.