USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Tbilisi
9 ივნისს თბილისის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
Date:  314

სხვადასხვა პროფილაქტიკური სამუშაოს გამო 9 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, აკაკი სურგულაძის, ალილუევის, კიკნაძის, ეროსი მანჯგალაძის, რევაზ ურიდიას, ოლგა კონსკაიას, ცოტნე დადიანის, ნოე ჩხიკვაძის, მიქატაძის, სელიმ ხიმშიაშვილის, ლეჩხუმის, წმინდა მელქისედეკ I, სვანეთის, ხევსურეთის, მახინჯაურის, დეპოს, კავთისხევისკოხრეიძის, საყვირის, ჭყონდიდელის, ალექსანდრე მრევლიშვილის, ვახტანგ მახალდიანის, ჩოხატაურის, თოფურიძე და ვალენტინის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში , ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების II ზონის, პეტრიწის (ნაწილობრივ), მაჭავარიანის, ემხვარის და გოძიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის, ბაგრატ III, ვეფხისტყაოსნის, არქანჯელო ლამბერტის და სტრაბონის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის, ზემო ვეძისისზოვრეთის, კანდელაკის, ლვოვის, ლევანდოვსკის, ლუქსემბურგის, ოდესის, ონიაშვილის, ტაშკენტის, ყუშიტაშვილის, ილია ოდიშელიძის და გაბრიელ ისაკაძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების II ზონის, დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), პეტრიწის (ნაწილობრივ), მაჭავარიანის, ემხვარის, დემეტრე თავდადებულის, მეფე არჩილის და მეფე მირიანის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის, ბროსეს, ვირსალაძის, თაბუკაშვილის, ლადო ალექსი-მესხიშვილის და ჭანტურიას ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ სანერგე მეურნეობის, გარდაბნის სანერგე მეურნეობის, რეხის დასახლების, რეხის I, II, III ქუჩების, დურმიშიძის, ალავერდის, ზაქარია ჯორჯაძის, ვალერიან კანდელაკის, ნიკოლოზ აგიაშვილის, ნატო გაბუნიას, ალოიზ მიზანდარის, სოლომონ ყუბანეიშვილის, გურამ გაბისკირიას, ჯუმბერ ბეთაშვილისივერთუბნისმინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძის, თამარ და აკაკი პაპავების, ბარაკონის და არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, საქ.ნავთობის დასახლების (ლილო), ჭირნახულის და გურამ თიკანაძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way