USD 2.6975
EUR 3.1825
RUB 3.4401
Тбилиси
9 ივლისი - ეს დღე ისტორიაში
дата:  

9 ივლისი — გრიგორიანული კალენდრის 190-ე დღე (ნაკიან წლებში – 191-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 175 დღე.

 

დღის მოვლენები

  • 455 : რომაელი სამხედრო მეთაური ავიტუსი დასავლეთ რომის იმპერატორი გახდა.
  • 1357 : საღვთო რომის იმპერატორი კარლ IV საფუძველს უყრის კარლის ხიდს პრაღაში.
  • 1762 : იძულებით გადაყენებულ პეტრე III-ს რუსეთის მეფის ტახტზე ცვლის მისი მეუღლე ეკატერინე II.
  • 1900 : დედოფალი ვიქტორია ხელს აწერს ავსტრალიის თანამეგობრობის შექმნის აქტს, რომელმაც კონტინენტის ყველა ცალკეული კოლონია ფედერალური მმართველობის ქვეშ გააერთიანა.
  • 1955 : ლონდონში ბერტრან რასელმა გამოაქვეყნა „რასელ-აინშტაინის მანიფესტი“ ბირთვული იარაღის გამოყენების საწინააღმდეგოდ.
  • 2002 : ადის-აბებაში (ეთიოპია) აფრიკის კავშირი ჩამოყალიბდა.
  • 2006 : იტალიის ნაკრები ფიფას მსოფლიო საფეხბურთო თასის მფლობელი ხდება (ოთხგზის).
  • 2008 : ირანმა 2100 კმ დისტანციის რადიუსში მოქმედების რაკეტის შაჰაბ-3 გამოცდა მოაწყო ქვეყნის ბირთვული პროგრამის გამო გამწვავებული საერთაშორისო დაძაბულობის ფონზე.
  • 2014 : ჯოკო ვიდოდო ინდონეზიის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • 2018 : ეთიოპიის პრემიერ-მინისტრმა აბი აჰმედმა და ერიტრეის პრეზიდენტმა ისაიას აფევერკმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას სასაზღვრო კონფლიქტის დასრულების შესახებ.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1858 : ბოაზი, ფრანც — ამერიკელი ანთროპოლოგი (გ.1942)
  • 1929 : ჰასან II — მაროკოს მეფე
  • 1932 : რამსფელდი, დონალდ — აშშ-ს თავდაცვის მინისტრი
  • 1956 : ჰენქსი, ტომ — ამერიკელი მსახიობი
  • 1975 : უაიტი, ჯეკ — ამერიკელი მუსიკოსი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1850 : ტეილორი, ზაქარი — აშშ-ს მე-12 პრეზიდენტი (დ.1784)
  • 1856 : ავოგადრო, ამედეო — იტალიელი მეცნიერი (დ.1776)
  • 1946 : რამა VIII (ანანდა მაჰიდოლ) — ტაილანდის მეფე (დ.1925)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • დავით თესალონიკელი
    • იოანე გუთელი
  • აგრეთვე:
  • არგენტინა : დამოუკიდებლობის დღე.
  • პალაუ : კონსტიტუციის დღე.
  • ჩილე : სახელმწიფო დროშის დღე.
Тбилиси
გადასასვლელ ხიდთან 280-მეტრიანი საავტომობილო ესტაკადის მშენებლობაზე ₾100 მილიონი დაიხარჯება

თბილისის მერია გადასასვლელ ხიდთან, ცოტნე დადიანისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობას გეგმავს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და მასზე მომდევნო წელს 10 მილიონი ლარი დაიხარჯება, 2027 წელს კი დამატებით 87.5 მილიონი ლარი. მთლიანობაში 280-მეტრიანი ესტაკადის პროექტირება-მშენებლობის წინასწარი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტზე საგზაო მარშრუტის კვლევაზე 2025 წელს უკვე 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სარკინიგზო მაგისტრალი ქალაქის ცენტრალურ მონაკვეთს ყოფს იმგვარად, რომ მოედნის პარალელურად არსებულ ქუჩებს შორის დაკავშირებადობა მინიმალურია და აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით ქალაქის უბნების დაკავშირებადობა გაუმჯობესდეს.

"ქალაქ თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის კორიდორი და თანმდევი ინფრასტრუქტურა ქმნის 4-კილომეტრიან მონაკვეთს აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო კავშირის გარეშე, გარდა შეზღუდული რაოდენობის საფეხმავლო კავშირებისა. ეს ისტორიული დაბრკოლება ხელს უშლის თბილისის სატრანსპორტო გეგმის პრიორიტეტებისკენ მისწრაფებას. სადგურის მოედანი მდებარეობს აღნიშნულ ამ 4-კილომეტრიან მონაკვეთში. ის წარმოადგენს დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო „ჰაბს“, სადაც თავს იყრის 61 ავტობუსის მარშრუტი, მეტროს 2 ხაზი, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის სერვისები. ტერიტორია ემსახურება საათში 330 ავტობუსის სერვისს, საიდანაც მომავალში 150 გამოიყენებს ხიდს. თბილისის სატრანსპორტო გეგმის თანახმად, სადგურის მოედანი ასევე იქნება თბილისის საგარეუბნო რკინიგზის სერვისების თავმოყრის წერტილი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის მისი, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. ამჟამინდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთ კავშირის არარსებობა აფერხებს მაღალი ხარისხის ჰაბის განვითარებას, ხშირად 22 ავტობუსის მარშრუტის შეწყვეტა ხდება ვადაზე ადრე ან ახორციელებენ 1.5 კილომეტრიანი შემოვლითი მგზავრობას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის გადაადგილების დროს, ჰაერის დაბინძურებასა და ვიბრაციას, ისევე როგორც ამცირებს მარშრუტების ხარჯეფექტიანობას. თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევამ, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ჩატარდა, მულტიკრიტერიუმიანი ანალიზის საშუალებით, გამოავლინა თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის ხაზის ორ მხარეს (აღმოსავლეთ და დასავლეთ) შორის ახალი კავშირის შექმნის საუკეთესო ალტერნატივა - საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტის მქონე საავტომობილო ხიდი, დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს შორის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევის საფუძველზე შექმნილ ანგარიშს, კონცეფციას. პროექტის მიზანი არის, ამ კონცეფციით განსაზღვრული, საავტომობილო ხიდის მშენებლობა.

აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს საავტომობილო ხიდს ქალაქ თბილისში, რომელიც დააკავშირებს სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან და იქნება 280 მეტრი სიგრძის, 8.5 მეტრი სიგანის სწორ მონაკვეთში, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე). ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7 მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის. საავტომობილო ხიდი ითვალისწინებს 18 მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი - 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი - 12 მეტრი. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში იქნება 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით", - ნათქვამია 2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.

წყარო: https://bm.ge

sadguris-moedani_o_h

более
голосование
Кстати