USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
9 იანვარი - ეს დღე ისტორიაში
Date:  1004

9 იანვარი — გრიგორიანული კალენდრის მე-9 დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 356 დღე (ნაკიან წელში - 357).

დღის მოვლენები

  • 475 : ბიზანტიის იმპერატორი ზენონი გაიქცა კონსტანტინოპოლიდან. ტახტზე ავიდა ბასილისკოსი;
  • 1349 : ბაზელის მოსახლეობამ, შვეიცარია, ადგილობრივი ებრაელები მძვინვარე შავი ჭირის გავრცელების მიზეზად ჩათვალა, რის გამოც მათ მთავარ მოედანზე თავი მოუყარეს და დაწვეს.
  • 1768 : ფილიპ ასტლი პირველ თანამედროვე ცირკის წარმოდგენას მართავს ლონდონში.
  • 1788 : კონექტიკუტი გახდა აშშ-ს მე-5 შტატი.
  • 1839 : საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიაში დაგეროტიპის ფოტოგრაფირების პროცესის პრეზენტაცია მოახდინეს.
  • 1858 : ტეხასის რესპუბლიკის ბოლო პრეზიდენტი ანსონ ჯოუნზი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.
  • 1863 : ლონდონის მიწისქვეშა რკინიგზის პირველი ნაწილი გაიხსნა პადინგტონსა და ფერინგდონის ქუჩებს შორის.
  • 1878 : უმბერტო I იტალიის მეფე ხდება.
  • 1900 : სპორტული კლუბი „ლაციო“ დაარსდა რომში.
  • 1905 : სისხლიანი კვირა — იულიუსის კალენდრით ამ დღეს რუსეთის მუშები მარშით მიემართებიან ზამთრის სასახლისკენ, რომელიც ცარისტების ჯარებმა სისხლით ჩაახშეს, და რომელმაც დასაბამი მისცა 1905 წლის რევოლუციას.
  • 1951 : ნიუ-იორკში გაიხსნა გაეროს შენობა.
  • 1968 : ისტორიაში ერთადერთხელ თოვლი მოვიდა მეხიკოში (დამატებით თოვლი მოვიდა 10 და 11 იანვარს).
  • 1986 : პოლაროიდთან პატენტის ბრძოლის წაგების გამო კოდაკი გამოდის მყისიერი კამერის ბიზნესიდან.
  • 1991 : საბჭოთა ჯარები ვილნიუსს არბევენ ლიტვის დამოუკიდებლობის შესაჩერებლად.
  • 2005 : არჩევნებში პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის მეთაურის პოსტზე რავი ფატუმ იასირ არაფატი შეცვალა.
  • 2009 : აშშ და საქართველო სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას აწერენ ხელს ვაშინგტონში.
  • 2011 : სამხრეთ სუდანში ისტორიული მნიშვნელობის რეფერენდუმი დაიწყო, რომელშიც ქვეყნის ამ რეგიონის მოსახლეობამ სუდანიდან გამოყოფასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
  • 2015 : მაითრიპალა სირისენა შრი-ლანკის პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1454 ან 1455 ვილჰელმ ფონ იულიხ-ბერგი — ჰენგენბახების დინასტიის წარმომადგენელი.
  • 1554 : გრიგოლ XV — რომის პაპი
  • 1624 : მეისიო — იაპონიის 109-ე და მეშვიდე ქალი-იმპერატორი
  • 1853  : ჰენინგ ფონ ჰოლცენდორფი — გერმანელი სამხედრო მოღვაწე
  • 1878 : ჯონ ბროდუს უოტსონი — ამერიკელი ფსიქოლოგი
  • 1887  : გიორგი ანჯაფარიძე — ქართველი პოლიტიკოსი
  • 1890 : კარელ ჩაპეკი — ჩეხი მწერალი.
  • 1890 : კურტ ტუხოლსკი — გერმანელი პოეტი და პუბლიცისტი.
  • 1894 : სევერიან ბუაძე — ფიზიოლოგი
  • 1895 : ნიკოლოზ ბერძენიშვილი — ქართველი ისტორიკოსი.
  • 1903 : სიმონ ჩიქოვანი— ქართველი პოეტი.
  • 1904 : არჩილ ჯანაშვილი — ქართველი ზოოლოგი
  • 1905 : სინკენ ჰოპი — ნორვეგიელი მწერალი
  • 1908 : სიმონ დე ბოვუარი — ფრანგი ფილოსოფოსი
  • 1909 : ანტონი მამო — მალტის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე.
  • 1909 : ბაიაზით ბიკბაი — ბაშკირელი პოეტი, მწერალი და დრამატურგი.
  • 1913 : რიჩარდ ნიქსონი— აშშ-ს პრეზიდენტი.
  • 1915 : გიორგი თვალჭრელიძე — ქართველი გეოლოგი
  • 1917  : ერიკ ჰობსბაუმი — ბრიტანელი ისტორიკოსი-მარქსისტი.
  • 1918 : ივანე ასკურავა — ქართველი მხატვარი.
  • 1922  : აჰმედ სეკუ ტურე — გვინეის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე.
  • 1924 : სერგო ფარაჯანოვი — სომეხი კინორეჟისორი
  • 1928  : დომენიკო მოდუნიო — იტალიელი მომღერალი
  • 1929  : ჰაინერ მიულერი — გერმანელი დრამატურგი, პოეტი, მწერალი
  • 1940 : რუთ დრეიფუსი — შვეიცარიელი პოლიტიკოსი.
  • 1944 : ჯიმი პეიჯი — ინგლისელი გიტარისტი
  • 1944  : ფრიდონ თოდუა — თბილისის რადიოლოგიის ინსტიტუტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.
  • 1944  : ხათუნა იოსელიანი — ქართველი მსახიობი.
  • 1945 : ლევონ ტერ-პეტროსიანი — სომხეთის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.
  • 1951 : შოთა ხინჩაგაშვილი — ქართველი ფეხბურთელი
  • 1956 : იმელდა სტონტონი — ინგლისელი მსახიობი.
  • 1957  : კარი ჰოტაკაინენი — ფინელი მწერალი, პოეტი და პროზაიკოსი.
  • 1959 : რიგობერტა მენჩუ — მაიას ჯგუფის კიჩეს ხალხის წარმომადგენელი.
  • 1965  : ანდრო ენუქიძე — ქართველი რეჟისორი, დრამატურგი.
  • 1968 : მიხეილ მაჭავარიანი — ქართველი პოლიტიკოსი
  • 1970  : ლარა ფაბიანი — ფრანგი მომღერალი
  • 1973  : გიორგი გაბაშვილი — ქართველი პოლიტიკოსი
  • 1976: ვლადიმერ აფხაზავა — მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი
  • 1982  : კათრინი (კემბრიჯის ჰერცოგინია) —კემბრიჯის ჰერცოგინია
  • 1987 : ლუკას ლეივა — ბრაზილიელი ფეხბურთელი
  • 1987  : ანა ტატანჯელო — იტალიელი მომღერალი
  • 1989 : ირაკლი ეხვაია — ქართველი ფეხბურთელი
  • 1989  : ნინა დობრევი — ბულგარელ-კანადელი მსახიობი და მოდელი.
  • 1993: ვარლამ კილასონია — ქართველი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1283 : ვენ ტიანქსიანგი — ჩინეთის პირველი ვეზირი
  • 1873 : ნაპოლეონ III — საფრანგეთის იმპერატორი
  • 1878 : ვიტორიო ემანუელე II — იტალიის მეფე 1861—1878 წლებში
  • 1954 : ერმინია ბრუმანა — არგენტინელი მასწავლებელი, მწერალი, ჟურნალისტი, დრამატურგი, ქალთა უფლებების დამცველი.
  • 1961 : ჰამანი, რიხარდ — გერმანელი ხელოვნების ისტორიკოსი
  • 1998 : კენიჩი ფუკუი — იაპონელი ქიმიკოსი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • სტეფანე ხირსელი
    • მოციქული სტეფანე
    • თეოდორე აღმსარებელი და მისი ძმა თეოფანე
    • თეოდორე I კონსტანტინოპოლის პატრიარქი
society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way