USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Тбилиси
9 აპრილი - მადლობა თავისუფლებისათვის ზაირა კიკვიძეს
дата:  601

მხიარული ქალბატონი კიბერნეტიკის ინსტიტუტში მუშაობდა და ხშირად დადიოდა მივლინებებში. არაფრით გაუშვებდა ხელიდან ახალი სპექტაკლის ან ფილმის ნახვის შესაძლებლობას, შემდეგ კი განხილვის დრო დგებოდა...

ზაირა უყვარდათ, რადგან თავად იცოდა განსაკუთრებული სიყვარული. შეეძლო, თერთმეტი წლის განმავლობაში შორიდან ჰყვარებოდა თანაკურსელი, რომელთან ერთადაც შექმნა კიდეც ოჯახი. ზაირა შინაც მეგობრული იყო. მაგალითად, მისმა რძალმა ნანამ სწორედ ზაირას წყალობით აღმოაჩინა საკუთარ თავში ხატვის ნიჭი და მისივე მხარდაჭერით ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში.

სიახლეების არ ეშინოდა. ორმოცი წლისამ გადაწყვიტა ცურვა ესწავლა. კიდევ უფრო გვიან გაიჩინა ახალი ჰობი - ქსოვა. ყველაფერი გამოსდიოდა. აინტერესებდა ფსიქოლოგია. წარმოშობით რაჭველი იყო, თუმცა ბოლო ხანს განსაკუთრებულად შეუყვარდა თელავი. პენსიაზე გასვლის შემდეგ მეუღლესთან ერთად იქ დასახლებაზე ოცნებობდა. ოცნება ვერ აიხდინა, მაგრამ დღეს თელავის ერთი პატარა ქუჩა მის სახელს ატარებს.

ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთი დემონსტრაციიდან შინ დაბრუნებულმა თქვა - „იცით? მგონი, მართლა ვთავისუფლდებით...“.

спорт
საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები - ლაშა ბექაურის, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურია შემადგენლობით - ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 0 : 4 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას ანგარიშით 4:3, ხოლო ხორვატიას ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати