USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
9 აპრილი - ეს დღე ისტორიაში
Date:  342

9 აპრილი — გრიგორიანული კალენდრის 99-ე დღე (ნაკიან წლებში — მე-100 დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 266 დღე.

დღის მოვლენები

  • 1682 : ლა სალმა აღმოაჩინა მდინარე მისისიპის შესართავი
  • 1770 : ჯეიმზ კუკმა აღმოაჩინა ბოტანის ყურე ავსტრალიასთან
  • 1927 : ამუშავდა ზაჰესი, რომელმაც პირველი დენი მისცა თბილისს
  • 1940 : გერმანული ჯარები შეიჭრნენ დანიასა და ნორვეგიაში
  • 1989 : „9 აპრილის სისხლიანი კვირა“ — საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიერ ორგანიზებული მრავალდღიანი ანტისამთავრობო მშვიდობიანი აქცია თბილისში სასტიკად იქნა დარბეული მოსკოვის კრემლის (უშუალოდ კომპარტიის ცკ-ს პოლიტბიუროს) მითითებით, საბჭოთა არმიის სპეციალურად გაგზავნილი სადესანტო შენაერთის მიერ (ორლესული სასანგრე ნიჩბების, მომწამლავი გაზისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით). ამ ბარბაროსული სადამსჯელო ოპერაციის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, დასახიჩრდა და მოიწამლა აქციის რამდენიმე ასეული მონაწილე. დაპატიმრებულ იქნენ აქციის ორგანიზატორები (მათ შორის, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა), თბილისში გამოცხადდა საკომენდანტო საათი.
  • 1991 : 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“
  • 2009 : ოპოზიციის მიერ პარლამენტის წინ გამართულ მიტინგზე დაახლოებით 50 000 ადამიანი შეიკრიბა.
  • 2010 :
    • რიგით მე-18 შესწორება შევიდა პაკისტანის კონსტიტუციაში, რომლითაც პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება ჩამოერთვა.
    • გამოხცადდა უნუნსეპტიუმის პირველი წარმატებული სინთეზი, ქიმიური ელემენტი ატომური რიცხვით 117.
  • 2017 : ბზობის დღესასწაულზე ეგვიპტეში კოპტურ ეკლესიებზე განხორციელებული ტერაქტები დროს 41 დაიღუპა და 136 ადამიანი დაშავდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1821 : შარლ ბოდლერი — ფრანგი მწერალი.
  • 1859 : იულიუს ჰარტი — გერმანელი მწერალი.
  • 1830 : ედვარდ მეიბრიჯი — ინგლისელი ფოტოგრაფი.
  • 1902 : ალექსანდრე ბარამიძე — ქართველი ლიტერატურათმცოდნე.
  • 1933 : ჟან-პოლ ბელმონდო — ფრანგი კინომსახიობი.
  • 1978 : ლევან ჭოლაძე — ქართველი დიპლომატი, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე 2007-2008 წლებში.
  • 1990 : კრისტენ სტიუარტი — ამერიკელი მსახიობი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 491: ზენონი — ბიზანტიის იმპერატორი;
  • 1553 : რაბლე, ფრანსუა — ფრანგი მწერალი
  • 1626 : ბეკონი, ფრენსის — ინგლისელი ფილოსოფოსი
  • 1928 : აწყურელი, დავით — ქართველი მსახიობი
  • 1945 : კანარისი, ვილჰელმ — გერმანელი ადმირალი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ირინეოს სირმელი
    • მალქოზ ასური
    • ვასილი ახალი
    • იოანე წინასწარმხედველი
  • ბაჰაიზმი : ჯალალის დღესასწაული, ბაჰაისტური კალენდრის პირველი დღე
  • საქართველო : სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე
culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way