USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
8 თვეში საქართველომ 1.1 მლნ-ს ჩაი გაყიდა - მთავარი საექსპორტო ბაზარი მონღოლეთია
Date:  1107

საქართველოდან ჩაის ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა.

2024 წლის 8 თვეში საქართველომ 1.1 მლნ აშშ დოლარის 861.6 ტონა ჩაი გაიტანა ექსპორტზე. მთავარი საექსპორტო ბაზარი მონღოლეთია, სადაც იანვარ-აგვისტოში ქართული ჩაის 36.4% გაიყიდა.

საექსპორტო ბაზრების TOP-5 კი ასეთია:

  1. მონღოლეთი - $280.3 ათასის 313.8 ტონა;
  2. ყაზახეთი - $199 ათასის 335.8 ტონა
  3. ესტონეთი - $139 ათასის 2.02 ტონა;
  4. უკრაინა - $110 ათასის 37.6 ტონა;
  5. თურქეთი - $96.2 ათასის 32 ტონა.

რაც შეეხება იმპორტს, წელს საქართველომ 5.5 მლნ-ს 1,285 ტონა ჩაი იყიდა, რაც 7.4%-ით ნაკლებია გასული წლის საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე. მთავარი იმპორტიორი აზერბაიჯანია.

წყარო:https://bm.ge/

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way