USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
8 სექტემბრის შეჯამება უკრაინაში
дата:  544
8 სექტემბრის შეჯამება უკრაინაში:
(რუკაზე ხარკივის რაიონში ბალაკლეა-სავინცი და ბალაკლეა-ჰრუშივკას მონაკვეთებია გამოხატული. ყვითელი ფერით 6-7 რიცხვებში ხოლო ლურჯად დღეს გათავისუფლებული ტერიტორიაა.
ლურჯი ისრებით 6-7 რიცხვის უკრაინული შეტევაა; მწვანე ისრებით კი დღევანდელი. წერტილებით ის ტერიტორიებია მონიშნული, რომლის გათავისუფლებაც შეიძლება შედგა, მაგრამ ჯერ არ დადასტურებულა.
შავი წყვეტილი ხაზი - 5 სექტემბრის საბრძოლო მოქმედებების მდგომარეობას ასახავს; ლურჯი - 7 სექტემბრის; მწვანე - 8 სექტემბრის).
- რუსული თავდაცვის ზღუდეები ოკუპირებული ხარკივის (ხარკოვის) რაიონში თითქმის სრულად ჩამოიშალა. 48 საათში უკრაინელებმა 50 კილომეტრით წაიწიეს წინ. დღეს უკრაინულმა არიამ რუსული ნაწილები შევჩენკოვეში მოიმწყვდია და ქალაქის სრული გაწმენდა დაიწყო. ქალაქში რუსულ დანაყოფებში დაბნეულობა და პანიკაა. უკრაინელებმა ქალაქის უბნები ძალიან სწრაფად მოიცვეს და მისი მნიშვნელოვანი ნაწილის დაკავება შეძლეს - ბრძოლა გრძელდება.
უკრაინელთა მეორე ნაწილმა კი ურბანულ სივრცეს გვერდი აუარა და პირდაპირ კუპიანსკისაკენ დაიძრა. ეს უკანასკნელი არამხოლოდ იზიუმის, არამედ მთელი რუსული ჩრდილო-აღმოსავლეთის სამხედრო ნაწილების მომარაგების წყაროა.
გზად რუსული ნაწილები ტყვედ ცვივიან. რუსული არტილერიაც კი რომელიც სამხედროებს ზურგს უნდა უმაგრებდეს უკრაინელ ქვეითთა უშუალო ცეცხლში ექცევა და ნადგურდება. რამდენიმე ერთეული საარტილერიო დანადგარი უკრაინელთა ხელში სრულიად უვნებელი ჩავარდა, ნაწილ მათგანში კი რუსი სამხედროები ისხდნენ - იმდენად მოულოდნელად მოხდა ამ ტერიტორიებზე უკრაინელთა გამოჩენა ვერც კი გააცნობიერეს თუ რა ხდებოდა.
უკრაინელები დიდი რაოდენობით იყვანენ ტყვეებს. იმ ფონზე, რომ ოფიცერთა ნაწილი უბრალოდ გაიქცა ქვეითები ნებდებიან ან ტოვებენ პოზიციებს.
კუპიანსკში რუსული სამხედროების ოჯახებისა და კოლაბორაციონისტების სრული ევაკუაციაა გამოცხადებული.
უკრაინული არმიის სისწრაფე იმითაცაა განპირობებული რომ ისინი გზად ყველა დასახლებას არ იღებენ და ელვისებური დარტყმით ცდილობენ შექმნან ე.წ. Spearhead ანუ გამჭოლი დამრტყმელი ჯგუფი, რის ფონზეც პანიკაში მყოფი რუსული ნაწილები სწრაფად დაიხევენ უკან და პატარა დასახლებებს მიატოვებენ.
- სრულად გაიწმინდა ბალაკლეა. განადგურებულია რუსული სპეციალური რაზმის დანაყოფი და სარეზერვო ნაწილები. დარჩენილმა რუსმა სამხედროებმა თავს გაქცევით იმით უშველეს, რომ სამოქალაქო ტანსაცმელები გადაიცვეს. უკრაინელები კოლაბორაციონისტებსა და ქალაქში ჩარჩენილ რუსულ ზოგიერთ სამხედროს ახლაც ეძებენ. ქალაქის აღმოსავლეთ გარეუბანში კი უკანდახეულ რუსულ ნაწილებს უკრაინული შემტევი ავანგარდი დაედევნა და სავინცის გზაზე მისდევს. უშუალოდ სავინცში კი უკრაინელები რუსულ პოზიციებს სამხრეთიდან ესხმიან თავს. ჯერჯერობით ამ ქალაქის აღება არ დადასტურებულა.
- უკრაინელებმა ფლანგების გამაგრება დაიწყეს და დაიკავეს ივანივკა და ბორშივკა. ფლანგების გამაგრება გამჭოლი შეტევისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რათა მტრის მხრიდან მომარაგებისა და ზურგის გადაჭრა არ მოხდეს და ალყა არ შეიქმნას.
- წუხელ რუსეთში, ბელგოროდში მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე განმეორებითი აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც ქალაქში დენი გაითიშა. ხმა დაირხა, რომ ამ ფონზე ბელგოროდის მოსახლეობის ნაწილმა ბუნკერების გასუფთავება და ფანჯრებზე დამცავი ხის ფიცრების აკვრა დაიწყო.
- ზაპორიჟიას რაიონში უკრაინელმა პარტიზანებმა ის შტაბი ააფეთქეს, სადაც კოლაბორაციონისტები რეფერენდუმს გეგმავდნენ. ამასთან, მოკლეს მაღალი რანგის კოლაბორაციონისტიც, ვისი ვინაობაც ჯერ კიდევ დაუდგენელია. პარტიზანების სამიზნედ იქცა რუსულ სამხედრო ნაწილებიც.
- ზაპორიჟიას რაიონში, პოლოჰისა და ტოკმაკში, უკრაინულმა არტილერიამ სრულად გაანადგურა ერთი რუსული სამხედრო ბაზა და ერთიც იარაღის საწყობი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
- დღეს ყირიმში საკის ავიაბაზაზე დიდი ხანძარი გაჩნდა. რთული სათქმელია უკრაინული დრონები მოქმედებენ, დივერსანტები თუ დაუდევრობასთან გვაქვს საქმე (უკვე აღარაფერია გამორიცხული), მაგრამ ყირიმში თავმოყრილ რუსულ დანაყოფებს ძალიან სერიოზული პრობლემები აქვთ.
- ხერსონის მიმართულებით უკრაინელებს ინფორმაცია მაქსიმალურად დაფარული აქვთ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მდინარე დნეპრზე ყველა გადასასვლელი - ხიდი, ბორანი თუ პონტონი - უკრაინული ცეცხლის ქვეშაა და რუსულ არმიას მომარაგების ძალიან დიდი დეფიციტი აქვს შექმნილი. სავარაუდოა, რომ უკრაინული შეტევა ხარკივში ელვისებური დარტყმის ფონზე, ხერსონში უკრაინელები მოწინააღმდეგის უფრო მეთოდურ, აუჩქარებელ მოგუდვას ცდილობენ, თავიანთ რიგებში მაქსიმალურად მცირე დანაკარგებით. ამ ფონზე გამოფიტული რუსული არმია რას მოიმოქმედებს და უკან დახევის შემთხვევაში მდინარის აღმოსავლეთ სანაპიროზე გადასვლას შეძლებს თუ ვერ, ეს მართლაც გაურკვეველია.
- ნორვეგია უკრაინას გადასცემს 160 AGM-114 Hellfire-ს. აღნიშნული რაკეტა ნებისმიერი ტიპის კარგად შეჯავშნულ სამხედრო საშუალებას ანადგურებს. ომის დროს მას ბუნკერების წინააღმდეგაც კი იყენებენ. AGM-114 Hellfire-ს ამერიკელთა საყვარელ რაკეტას უწოდებენ.
- დღეს კიევში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იყო ჩასული. 600 მილიონ დოლარზე მეტი დამატებითი ამერიკული სამხედრო დახმარება ჩადის უკრაინაში.
общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати