USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Тбилиси
8 სექტემბერი - ეს დღე ისტორიაში
дата:  528

8 სექტემბერი — გრიგორიანული კალენდრის 251-ე დღე (ნაკიან წლებში – 252-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 114 დღე.

დღის მოვლენები

  • 1331 : სტეფან დუშანი თავს სერბეთის მეფედ აცხადებს.
  • 1380 : კულიკოვოს ბრძოლა — რუსები თათარ-მონღოლებს ამარცხებენ.
  • 1449 : ტუმუს ციხის ბრძოლა — მონღოლები ჩინეთის იმპერატორს იპყრობენ.
  • 1504 : მიქელანჯელოს „დავითი“ წარედგინა საზოგადოებას ფლორენციაში.
  • 1514 : ორშის ბრძოლა — საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ბრძოლაში ლიტველებისა და პოლონელების არმია რუსებს ანადგურებს.
  • 1636 : დაარსდა ჰარვარდის უნივერსიტეტი.
  • 1664 : ჰოლანდიური კოლონია ახალი ამსტერდამი ბრიტანელებს ჩაბარდა, რომელთაც მოგვიანებით მას ნიუ-იორკი დაარქვეს.
  • 1755 : ფრანგებისა და ინდიელების ომი — ტბა ჯორჯის ბრძოლა.
  • 1796 : ნაპოლეონის ომები — ბასანოს ბრძოლა — ფრანგები ბასანოსთან ავსტრიელების ჯარებს ამარცხებენ.
  • 1831 : უილიამ IV დიდი ბრიტანეთის მეფედ აკურთხეს.
  • 1926 : გერმანია ერთა ლიგის წევრი გახდა.
  • 1930 : კომპანია 3M გამჭვირვალე სკოჩის ლენტის მარკეტინგს იწყებს.
  • 1941 : მეორე მსოფლიო ომი — ნაცისტების მიერ ლენინგრადის ალყა იწყება.
  • 1945 : ცივი ომი - ერთი თვის წინ საბჭოთა ჯარების მიერ კორეის ჩრდილოეთ ნაწილის ოკუპაციის საპასუხოდ აშშ-ის ჯარები ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილს იკავებს.
  • 1951 : სან-ფრანცისკოს ხელშეკრულება — 48 ქვეყანა სამშვიდობო ხელშეკრულებას აწერს ხელს იაპონიასთან სან-ფრანცისკოში, კალიფორნია, რითაც ფორმალურად სრულდება ომი წყნარ ოკეანეში.
  • 1974 : უოტერგეიტის სკანდალი — აშშ-ის პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი უტევებს ყოფილ პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონს ყველა დანაშაულს, რომელიც კი ნიქსონს შესაძლოა ამ თანამდებობაზე ჰქონოდა ჩადენილი.
  • 1986 : ოპრა უინფრის პირველი შოუ გადის ეთერში.
  • 1991 : ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა დამოუკიდებლობას აცხადებს.
  • 2000 : ალბანეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ხდება.
  • 2011 : რუსეთის ქალაქ იაროსლავლთან მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იაროსლავის „ლოკომოტივის“ ჰოკეის გუნდის მოთამაშეები.
  • 2015 : 2011 წელს აღმდგარ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იუნკერების პირველმა გამოშვებამ ლეიტენანტის ფიცი მიიღო.
  • 2019 : საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა.
  • 2022 : ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1157 : რიჩარდ I — ინგლისის მეფე
  • 1207 : სანჩო II — პორტუგალიის მეფე
  • 1633 : ფერდინანდ IV — საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი
  • 1830 : მისტრალი, ფრედერიკ — ფრანგი პოეტი
  • 1852 : გვანგმუ — კორეის იმპერატორი
  • 1873 : ჟარი, ალფრედ — ფრანგი მწერალი
  • 1887 : ბექაია, მელქისედეკ — ქართველი ქიმიკოსი
  • 1897 : ჰარისი, სეიმურ ედუინ — ამერიკელი ეკონომისტი
  • 1899 : სეკი აკიკო — იაპონელი მომღერალი
  • 1918 : ბარტონი, დერეკ ჰაროლდ რიჩარდ — ბრიტანელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 701 : სერგიუს I — რომის პაპი
  • 780 : ლეო IV — ბიზანტიის იმპერატორი
  • 1134 : ალფონსო I — არაგონის და ნავარის მეფე.
  • 1425 : კარლოს I — ნავარის მეფე
  • 1933 : ფაისალ I — ერაყის მეფე
  • 1948 : შტრაუსი, რიხარდ — გერმანელი კომპოზიტორი
  • 1965 : შტაუდინგერი, ჰერმან — გერმანელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
  • 1970 : აფხაიძე, ემანუელ — ქართველი მსახიობი
  • 1980 : ლიბი, ვილარდ — ამერიკელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
  • 1981 : ჰიდეკი იუკავა — იაპონელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
  • 1989 : ანდრონიკაშვილი, ელეფთერ — ქართველი ფიზიკოსი
  • 2003 : რიფენშტალი, ლენი — გერმანელი კინორეჟისორი
  • 2022 : ელისაბედ II — გაერთიანებული სამეფოს დედოფალი

დღესასწაულები

საერთაშორისო

  • წიგნიერების საერთაშორისო დღე.

ეროვნული

  • ანდორა — ეროვნული დღე.
  • ესპანეთი — მოხალისის დღე.
  •  ჩრდილოეთი მაკედონია — დამოუკიდებლობის დღე.
  • მალტა — გამარჯვების დღე.
  • პაკისტანი — პაკისტანის სამხედრო-საზღვაო ძალების ინდოეთზე გამარჯვების დღე (1965 წელი).
  • რუსეთი — კულიკოვოს ბრძოლის დღე.
  • რუსეთი — ლენინგრადის დამცველების ხსენების დღე. ბლოკადის დაწყების დღე (1941 წელი).

რელიგიური

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ადრიანე და ნატალია
общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати