USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
Tbilisi
8 ოქტომბერი - ეს დღე ისტორიაში
 297

8 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 281-ე დღე (ნაკიან წლებში – 282-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 84 დღე.

დღის მოვლენები

  • 314 : რომის იმპერატორი ლიცინიუსი დამარცხდა კიბალის ბრძოლაში კონსტანტინე დიდთან და ევროპის ტერიტორიებს კარგავს.
  • 451 : ქალკედონში მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრება შედგა, სადაც დამტკიცდა სარწმუნოების სიმბოლოები, უარყოფილ იქნა მონოფიზიტობა.
  • 1600 : სან-მარინომ წერილობითი კონსტიტუცია მიიღო.
  • 1871 : ჩიკაგოს დიდი ხანძარი რამდენიმე დღეში თითქმის მთელ ქალაქს ანადგურებს და 100 000-მდე ადამიანს უსახლკაროდ ტოვებს.
  • 1912 : ბალკანეთის პირველი ომი დაიწყო: მონტენეგრო თურქეთს ომს უცხადებს.
  • 1939 : გერმანიის მიერ ანექსირებულ იქნა დასავლეთი პოლონეთი.
  • 1941 : მეორე მსოფლიო ომი - საბჭოთა კავშირში შეჭრის შემდეგ გერმანია აზოვის ზღვამდე მიდის და მარიუპოლს იღებს.
  • 1962 : შპიგელი აქვეყნებს სკანდალურ სტატიას გერმანიის არმიის სავალალო მდგომარეობაზე აღმოსავლეთით კომუნისტური საფრთხის პერიოდში - ჟურნალს საქვეყნოდ მოღალატეობა დასწამეს.
  • 1967 : ჩე გევარა და მისი თანამებრძოლები შეიპყრეს ბოლივიაში.
  • 1991 : ხორვატია და სლოვენია იუგოსლავიისგან დამოუკიდებლობას აცხადებენ.
  • 2008 : ოსამუ შიმომურა, მარტინ შალფი და როჯერ ციენი ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ, მწვანე მანათობელი ცილების აღმოჩენისა და დამუშავებისთვის.
  • 2009 :
    • შვეიცარელი ფსიქიატრი კარლ იუნგის წითელი წიგნი გამოიცა და პირველად წარედგინა საზოგადოებას.
    • რუმინელ-გერმანელი მწერალი ჰერტა მიულერი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.
  • 2010 : მშვიდობის 2010 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ჩინელი დისიდენტი ლიუ სიაობო გახდა.
  • 2013 : ფრანსუა ენგლერი და პიტერ ჰიგსი ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
  • 2014 : ერიკ ბეციგი, უილიამ მიორნერი და შტეფან ჰელი ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
  • 2015 : სვეტლანა ალექსიევიჩი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.
  • 2018 : ამერიკელები უილიამ ნორდჰაუსი და პოლ რომერი ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
  • 2019 : დიდიე კელო, მიშელ მაიორი (შვეიცარია) და ჯიმ პიბლზი (კანადა) ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
  • 2020 : ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში ამერიკელი პოეტი ლუიზა გლიუკი გახდა.
  • 2021 :
    • ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
    • ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში ფილიპინელი მარია რესა და რუსი დიმიტრი მურატოვი გახდნენ.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1883 : ვარბურგი, ოტო ჰაინრიხ — გერმანელი ფიზიკოსი და ფიზიოლოგი
  • 1892 : ცვეტაევა, მარინა — რუსი პოეტი
  • 1895 : პერონი, ხუან — არგენტინის პრეზიდენტი 1946-1955, 1973-1974 (გ.1974)
  • 1895 : ზოგ I — ალბანეთის მეფე
  • 1907 : ოცხელი, პეტრე — ქართველი მხატვარი.
  • 1917 : პორტერი, როდნი რობერტ — ინგლისელი ბიოქიმიკოსი
  • 1920 : ჰერბერტი, ფრენკ — ამერიკელი მწერალი ფანტასტი
  • 1927 : მილსტაინი, სესარ — არგენტინელი მეცნიერი
  • 1930 : ტაკემიცუ ტორუ — იაპონელი კომპოზიტორი (გ.1996)
  • 1931 : სემიონოვი, იულიან — რუსი მწერალი
  • 1936 : კურავლიოვი, ლეონიდ — რუსი მსახიობი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 976 : ელენე — ხორვატიის დედოფალი
  • 1317 : ფუშიმი — იაპონიის იმპერატორი
  • 1735 : იომგჟენგი — ჩინეთის იმპერატორი
  • 1754 : ფილდინგი, ჰენრი — ინგლისელი მწერალი
  • 1820 : კრისტოფი, ჰენრი — ჰაიტის მეფე და პრეზიდენტი
  • 1869 : პირსი, ფრანკლინ — აშშ-ს პრეზიდენტი
  • 1965 : კოსტეინი, ტომას — კანადელი მწერალი
  • 1970 : ჩაიბანჩა, მიტრ — ტაილანდელი მსახიობი
  • 1992 : ბრანდტი, ვილი — გერმანიის კანცლერი 1969-1974 (დ. 1913)
  • 1998 : ელიავა, ლია — ქართველი მსახიობი
  • 2004 : დერიდა, ჟაკ — ფრანგი ფილოსოფოსი (დ. 1930)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • წმინდა არსენი დიდი კათოლიკოსი
    • ევფროსინე ალექსანდრიელი
    • პაფნუტი მეგვიპტელი და მის თანა 546 მოწამენი
    • სერგი რადონეჟელი
analytics
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way