USD 2.7136
EUR 3.0211
RUB 2.9547
თბილისი
8 მარტი – ქალთა დღის დაარსების ისტორია
თარიღი:  5359

ქალ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს, 8 მარტს მსოფ­ლიო ას წელ­ზე მე­ტია აღ­ნიშ­ნავს. თა­ვი­დან ეს დღე სო­ცი­ა­ლის­ტის, გერ­მა­ნე­ლი კლა­რა ცეტ­კი­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვით აღი­ნიშ­ნა და­ნი­ა­ში, კო­პე­ნ­ჰა­გენ­ში, ბოლ­შე­ვი­კურ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში კი ის სა­ხელ­მწი­ფო დღედ გა­და­იქ­ცა.

არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ეს დღე კვლავ აღი­ნიშ­ნე­ბა, ბევ­რგან ის დას­ვე­ნე­ბის დღეა. მარ­თა­ლია, არის მო­საზ­რე­ბა, რომ ამე­რი­კე­ლი ფე­იქ­რე­ბი არი­ან ჭეშ­მა­რი­ტი დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი 8 მარ­ტი­სა (ეს ის­ტო­რია 1857 წელს და­წყე­ბუ­ლა), მაგ­რამ ის მა­ინც კლა­რა ცეტ­კინ­თან და­კავ­ში­რე­ბულ დღედ რჩე­ბა.

1910 წლის გაზაფხული კოპენჰაგენში. 8 მარტს ნავსადგურთან ოციოდე ქალს მოეყარა თავი. მეძავები იყვნენ, ყველაფერზე ეტყობოდათ და არც ცდილობდენ დამალვას:
გუშინ ემა პოლიციელისაგან ისევ ნაცემი დაბრუნდასაწყალი ბავშვიროდემდე უნდა ვაძლიოთ უფასოდ ფარაონებსადამიანურად მაინც გვექცეოდნენ… – ვერაფერი გამიგია, გუშინწინ ბურგომისტრმა მე ამომარჩია. ბოლოს მიმტკიცებდა, უშენოდ ცხოვრება აღარ შემიძლია, აწი სულ შენთან ვივლიო. მე ვუთხარი, თუ ასე მოგწონვარ, კანონები შეცვალე, ნამეტანი გვავიწროებენ-მეთქი. მაგრამ არა, ასეა საჭიროო…
ქალებს ფრაუ ბოდეკერი მიუახლოვდა, ხანში შესული გერმანელი ქვრივი, ნავსადგურთან რომ საროსკიპო ჰქონდა და მეძავთა შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა: - გამარჯობათ გოგოებო, ამ სიცხეში რას იკლავთ თავს. წამოდით, ცივ ლუდზე გპატიჟებთ! - კმაყოფილი გოგოები სწრაფად შელაგდნენ უახლოეს ლუდხანაში, სასმელი მალე მოეკიდათ და ფრაუ ბოდეკერის წინადადებით შეთანხმდენ, რომ ქალაქის ყველა მეძავს მერიასთან მოეყარა თავი. ორი საათის შემდეგ ქალაქის მთავარი მოედანი მეძავებით გაივსო. პოლიციამ ისინი მერიის შენობაში არ შეუშვა და სახელდახელოდ შედგენილი, რამდენიმე პუნქტად ჩამოყალიბებული მოთხოვნა შეუგზავნეს ქალაქის თავს.
გადიოდა დრო, პასუხი კი არ ჩანდა. მეძავებს მოთმინების ძაფი გაუწყდათ, ფრაუ ბოდეკერი გაჭირვებით აბობღდა ოთხთვალაზე და ბრბოს მიმართა: დებოშვილებოქალებოხომ ხედავთყველას ფეხებზე ვკიდივართკარგად ვიცი მამრთა ბუნებამოდითგავშიშვლდეთ და მაშინ კი ნაღდად მოგვაქცევენ ყურადღებას!!! პირველმა თვითონ გაიძრო კაბა, პენუარი და ორივე საცვალი. რამდენიმე წამში უამრავი მეძავი შიშველი იდგა მერიის წინ. ბოდეკერმა განაგრძო:

- ჩვენ ვიღაც სულელი ათეისტი ბუნტისთავები კი არა ვართ. ჩვენ გვწამს ღმერთის. მოდით, დავიჩოქოთ და ჩვენი პროფესიული ლოცვა აღვუვლინოთ ზეცას – ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო, წმინდაო მარიამ. შენ, რომელმაც ჩასახე ისე რომ არ შეგიცოდავს, გვასწავლე ჩვენ, უღირს მონათა შენთა, როგორ შევცოდოთ ისე, რომ არ ჩავსახოთ. რადგან შენია ძალი, დიდება და სუფევა უკუნისამდე. ამინ! დაჩოქილი, შიშველი, მთვრალი მეძავები ერთდროულად იმეორებდენ ამ სიტყვებს.

მერი თვალებდაჭყეტილი იყურებოდა ფანჯრიდან. ბოლოს გამოერკვა, მდივანს სასწრაფოდ უკარნახა ბრძანება, ხელი მოაწერა და პირველსავე ახლომყოფ ჩინოვნიკს ეცა: - წადით და ხმამაღლა წაუკითხეთ; უთხარით რომ ყველაფერზე თანახმა ვარ, გადასახადებსაც შევუმცირებ, აკრძალვებს მოვუხსნი, პოლიციელების თავნებობასაც ავლაგმავ, ოღონდ ახლავე ჩაიცვან და დაიშალონ; საშინელებაა, რას იტყვის ეპისკოპოსი, რას იტყვის მეფე?, – და თავზე ხელები წაივლო. მეძავებმა მხიარული სტვენით მოისმინეს მერის ბრძანება და გამარჯვების ყიჟინა დასცეს, დაშლით კი დაიშალნენ, მაგრამ ტანზე ჩაცმა არავის უფიქრია და შიშვლები მთელ კოპენჰაგენს მოედვნენ. მერი სულ გაგიჟდა, ბრძანა, დაეპატიმრებინათ ყველა შიშველი ქალი. ასეულობით მეძავმა ღამე საპატიმროში გაატარა.

კოპენჰაგენში მყოფი როზა ლუქსემბურგი სასტიკად აღაშფოთა მეძავთა შევიწროებამ და მერს ახალი, ამჯერად ჩაცმული დემონსტრაცია მოუწყო. დაპატიმრებულნი მაშინვე გაანთავისუფლეს.

სულ მალე, კოპენჰაგენის სოციალისტ ქალთა კონფერენციაზე კლარა ცეტკინის წინადადებით 8 მარტი ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღედ გამოაცხადეს.

კლა­რა ცეტ­კი­ნი­სა და როზა ლუქ­სემ­ბურ­გის სა­ხე­ლე­ბი დღე­ვან­დე­ლი ახალ­გაზ­რდო­ბის­თვის ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლია. ის, ვინც საბ­ჭო­თა სკო­ლებ­ში სწავ­ლობ­და, ამ ორ ქალ­ბა­ტონს გულ­მხურ­ვა­ლე რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რე­ბად იც­ნო­ბენ. თუმ­ცა, ორი­ვე მათ­გა­ნის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, მათი პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის მსგავ­სად, ძა­ლი­ან მგზნე­ბა­რე და ვნე­ბით აღ­სავ­სე იყო.

 

კლა­რა ცეტ­კი­ნი

ლა­იფ­ცი­გის ქალ­თა გიმ­ნა­ზი­ის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი 18 წლის კლა­რა აის­ნე­რის­გან ბრწყინ­ვა­ლე პე­და­გო­გი ვერ დად­გა, რო­გორც ამას მისი მას­წავ­ლებ­ლე­ბი იმე­დოვ­ნებ­დნენ. გა­მო­საშ­ვე­ბი სა­ღა­მო­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში გო­გო­ნა სო­ცი­ა­ლურ-დე­მოკ­რა­ტი­ულ პარ­ტი­ა­ში გა­წევ­რი­ან­და. მშობ­ლე­ბი შოკ­ში იყ­ვნენ და მისი ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბით დას­ჯაც სურ­დათ, მაგ­რამ კლა­რას მტკი­ცე ნე­ბის­ყო­ფა აღ­მო­აჩ­ნდა. მისი იდე­ო­ლო­გი, ოდე­სე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ემიგ­რან­ტი ოსიპ ცეტ­კი­ნი თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ისე მჭევ­რმე­ტყვე­ლობ­და, რომ გო­გო­ნა მას თვალს ვერ წყვეტ­და.

ის ლა­მა­ზი არ იყო, თუმ­ცა ინ­ტე­ლექ­ტი ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ველს ხდი­და. რო­დე­საც მიხ­ვდა, რომ კლა­რას შე­უყ­ვარ­და, მის­გან თავი შორს და­ი­ჭი­რა. კლა­რა კი და­ნე­ბე­ბას არ აპი­რებ­და. მალე ის "ვე­ლუ­რა­დაც" მო­ნათ­ლეს. ეს ზედ­მეტ­სა­ხე­ლი მას მე­გობ­რებ­მა იმ გზნე­ბის­თვის შე­არ­ქვეს, რო­მელ­საც ის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი იდე­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ში იჩენ­და.

1880 წელს ოსი­პი გერ­მა­ნი­ი­დან გა­ა­ძე­ვეს, ის საფ­რან­გეთ­ში გა­და­ვი­და. კლა­რა კი პარ­ტი­ულ და­ვა­ლე­ბებს ავ­სტრი­ა­სა და შვე­ი­ცა­რი­ა­ში ას­რუ­ლებ­და. ის საყ­ვა­რელ მა­მა­კაც­თან ჩას­ვლას ცდი­ლობ­და, მაგ­რამ პა­რიზ­ში გამ­გზავ­რე­ბის ნე­ბარ­თვა მხო­ლოდ 2 წლის შემ­დეგ მი­ი­ღო. მან მა­ლე­ვე იპო­ვა ოსი­პი, სა­ცხოვ­რებ­ლად მას­თან გა­და­ვი­და და ცეტ­კი­ნის გვა­რიც მი­ი­ღო, თუმ­ცა მათი ქორ­წი­ნე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლა.

ოსი­პი თავს დრო­ე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­თი ირ­ჩენ­და, მაგ­რამ კლა­რას სირ­თუ­ლე­ე­ბი არ აში­ნებ­და. მათ ორი შვი­ლი ეყო­ლათ. კლა­რამ დრო­ე­ბით პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბა მი­ა­ტო­ვა და ერ­თდრო­უ­ლად სამ სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და. რო­დე­საც ოსი­პი ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა, კლა­რა 32 წლის იყო, თუმ­ცა 45 წლის ქალს ჰგავ­და.

ქმრის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კლა­რა შვი­ლებ­თან ერ­თად გერ­მა­ნი­ა­ში დაბ­რუნ­და. ის შტუდ­გარ­დში და­ბი­ნავ­და, სა­დაც გა­ზეთ "თა­ნას­წო­რო­ბის" პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მდი­ვა­ნი გახ­და. გა­მო­ცე­მის ბი­უ­ჯე­ტი მუდ­მი­ვი მხატ­ვრის და­ქი­რა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ო­და, ამი­ტომ კლა­რა დრო­ე­ბით სა­მუ­შა­ოს აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტებს სთა­ვა­ზობ­და. ასე გა­იც­ნო მან 18 წლის მხატ­ვა­რი გე­ორგ ფრიდ­რიხ ცუნ­დე­ლი.

სიყ­ვა­რულს მო­წყუ­რე­ბუ­ლი 36 წლის ქალი ახალ­გაზ­რდა მხატ­ვრის მი­მართ ძლი­ერ ლტოლ­ვას გა­ნიც­დი­და. ლტოლ­ვას ვა­ჟის მხრი­დან ინ­ტე­რე­სიც აღ­ვი­ვებ­და. შე­საძ­ლოა, გე­ორ­გი მას­თან მხო­ლოდ დრო­ე­ბით ურ­თი­ერ­თო­ბას აპი­რებ­და, მაგ­რამ კლა­რამ მისი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა შეძ­ლო. მათ იქორ­წი­ნეს და ეს ქორ­წი­ნე­ბა ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა. მათ სტა­ბი­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი, დიდი სახ­ლი და მთელ ოლ­ქში პირ­ვე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი ჰყავ­დათ. 20-წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ გე­ორ­გმა გან­ქორ­წი­ნე­ბა ითხო­ვა: მას ახალ­გაზ­რდა პა­უ­ლუ ბოში შე­უყ­ვარ­და. გე­ორ­გი საყ­ვა­რელ ქალ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, კლა­რა კი მას არ უშ­ვებ­და, თუმ­ცა ხვდე­ბო­და, რომ 58 წლის ქალი 40 წლის მე­უღ­ლის შე­ჩე­რე­ბას ვერ შეძ­ლებ­და. გე­ორ­გმა კლა­რა მა­ინც მი­ა­ტო­ვა, გან­ქორ­წი­ნე­ბა კი ოფი­ცი­ა­ლუ­რად მხო­ლოდ 11 წლის შემ­დეგ მი­ი­ღო.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­ხუ­ცი კო­მუ­ნის­ტი კლა­რა ცეტ­კი­ნი მუშა ქალ­ბა­ტო­ნებ­თან შეხ­ვედ­რებ­ზე სქე­სი­სა და ქორ­წი­ნე­ბის სა­კი­თხებს ხში­რად გა­ნი­ხი­ლავ­და. "ძვე­ლი გრძნო­ბე­ბი­სა და ფიქ­რე­ბის სამ­ყა­რო ყო­ველ­თვის იმ­სხვრე­ვა", - ამ­ბობ­და კლა­რა.

როზა ლუქ­სემ­ბურ­გი

როზა ლუქ­სემ­ბურ­გი პო­ლო­ნე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბის შეძ­ლე­ბულ ოჯახ­ში მე­ხუ­თე შვი­ლი იყო. არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი აღ­ნა­გო­ბა, და­ბა­ლი ტანი და და­ბა­დე­ბის დროს მენ­ჯის ამო­ვარ­დნის შე­დე­გად კოჭ­ლო­ბა, იმ მი­ზეზ­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მელ­თა გა­მოც ის და­კომ­პლექ­სე­ბულ ადა­მი­ა­ნად ჩა­მო­ყა­ლიბ­და, თუმ­ცა ოჯახ­ში ის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი შვი­ლი იყო. შე­საძ­ლოა, პო­ლი­ტი­კა­ში მისი წას­ვლა ამ ნაკლმა გა­ნა­პი­რო­ბა. იქ მას­ში ხე­დავ­დნენ არა ქალს, არა­მედ ჭკვი­ან და სა­ი­მე­დო თა­ნამ­შრო­მელს.

1890 წელს 19 წლის რო­ზამ ლიტ­ვე­ლი ემიგ­რან­ტი ლეო იო­გი­ხე­სი გა­იც­ნო. სიმ­პა­თი­უ­რი ახალ­გაზ­რდა სო­ცი­ა­ლიზ­მის იდე­ე­ბის პრო­პა­გან­დას ეწე­ო­და. თუმ­ცა გო­გო­ნა მისი პი­როვ­ნე­ბით უფრო იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. ის მზად იყო რე­ვო­ლუ­ცია და­ე­ვი­წყა და მისი მორ­ჩი­ლი ცოლი გამ­ხდა­რი­ყო. ლეო თა­ვი­სუ­ფა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მომ­ხრე აღ­მოჩ­ნდა, ქორ­წი­ნე­ბას კი ბურ­ჟუ­ა­ზი­უ­ლი წარ­სუ­ლის გად­მო­ნაშ­თად მი­იჩ­ნევ­და. ქა­ლე­ბის მოყ­ვა­რულ ლეოს რო­მა­ნი ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებ­და, მაგ­რამ პა­ტივ­სა­ცე­მი, მტკი­ცე რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რის ბრმა თაყ­ვა­ნის­ცე­მა მას ძა­ლი­ან იზი­დავ­და.

პო­ლი­ტი­კურ საქ­მე­ებ­ში მკაც­რი როზა საყ­ვა­რელ მა­მა­კაცს ძა­ლი­ან ლი­რი­კულ წე­რი­ლებს სწერ­და. 16 წლის შემ­დეგ რო­ზამ სა­კუ­თარ თავ­ში იო­გი­ხეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­წყვე­ტის ძალა იპო­ვა - ის მუდ­მივ­მა გა­ურ­კვევ­ლო­ბამ და­ღა­ლა.

როზა მთე­ლი არ­სე­ბით სა­მუ­შა­ოს მი­ე­ცა. აქ­ტი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო ხში­რად გი­სო­სებს მიღ­მა ხვდე­ბო­და. ერთ-ერთ პრო­ცეს­ზე მას იუ­რის­ტი პაულ ლევი იცავ­და. ლუქ­სემ­ბურ­გმა თავი ვერ შე­ი­კა­ვა და 12 წლით უმ­ცრო­სი ად­ვო­კა­ტი აც­დუ­ნა.

რო­ზას ბოლო სიყ­ვა­რუ­ლი კლა­რა ცეტ­კი­ნის მე­გობ­რი­სა და თა­ნა­მებ­რძო­ლის ვაჟი კოს­ტია აღ­მოჩ­ნდა. 14-წლი­ა­ნი სხვა­ო­ბა თა­ვი­დან უხერ­ხუ­ლო­ბას მათ არ უქ­მნი­და. 22 წლის კოს­ტია რო­ზას მგზნე­ბა­რე გა­მოს­ვლებ­მა მო­ხიბ­ლა. მას კი მო­ეჩ­ვე­ნა, რომ 36 წლის ასაკ­ში ნამ­დვი­ლი ქა­ლუ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა იპო­ვა. ხუ­თწ­ლი­ა­ნი ვნე­ბი­ა­ნი რო­მა­ნის შემ­დეგ კოს­ტი­ამ რო­ზას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­წყვი­ტა. როზა ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­და საყ­ვარ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, მაგ­რამ კოს­ტია მა­ინც სხვა ქალ­თან წა­ვი­და. მა­მა­კა­ცე­ბით იმედ­გაც­რუ­ე­ბულ­მა რო­ზამ კი მთე­ლი დარ­ჩე­ნი­ლი სი­ცო­ცხლე პო­ლი­ტი­კას მი­უ­ძღვნა.

დასავლეთში ქალთა საერთაშორისო დღეს 1920-იანი წლების ბოლომდე მასშტაბურად აღნიშნავდნენ, თუმცა შემდეგ კომუნისტებთან ასოციაციის გამო მისმა პოპულარობამ იკლო. 1960-იან წლებში ფემინიზმის აღმავლობამ ხელი შეუწყო ქალთა დღის მზარდ პოპულარიზაციას.

1965 წლის 8 მაისს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით 8 მარტი უქმე დღედ გამოცხადდა: საბჭოთა ქალების კომუნისტურ მშენებლობაში, დიდ სამამულო ომში ქვეყნის დაცვის, ფრონტსა და ზურგში გმირობის, ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებისა და მშვიდობისათვის ბრძოლაში უდიდესი დამსახურებისათვის.

რეგიონი
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.