USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
8 ივნისი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  

8 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 159-ე დღე (ნაკიან წლებში – 160-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 206 დღე.

დღის მოვლენები

  • 68 : რომის სენატი იმპერატორად გალბას ცნობს
  • 218 : ანტიოქიის ბრძოლა იმპერატორ მაკრინუსსა და ჰელიოგაბალუსის მომხრეებს შორის.
  • 1761 : მიხეილ ლომონოსოვმა ვენერას ატმოსფერო აღმოაჩინა.
  • 1783 : ისლანდიაში დაიწყო ვულკან ლაკის ამოფრქვევა, რომელიც რვა თვე გაგრძელდა და 10 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მსოფლიოს ისტორიაში ეს იყო ყველაზე მასშტაბური ამოფრქვევა. 
  • 1786 : ნიუ-იორკში პირველად გაიყიდა ნაყინი.
  • 1815 : პოლონეთი მიიერთა რუსეთმა
  • 1824 : ნოა ქაშინგმა დააპატენტა სარეცხი მანქანა
  • 1869 : აივს მაკგრაფიმ მტვერსასრუტი დააპატენტა.
  • 1912 : ლოს-ანჯელესში დაარსდა კინოსტუდია „Universal“
  • 1928 : მოხდა პირველი ფრენა აშშ - ავსტრალია
  • 1940 : აღმოჩენილ იქნა ქიმიური ელემენტი ნეპტუნი
  • 1946: დაფუძნდა ჟურნალისტების საერთაშორისო ორგანიზაცია.
  • 1949 : ლონდონში გამოქვეყნდა ჯორჯ ორუელის რომანი 1984
  • 1962 : ლონდონურმა ჟურნალმა „New Musical Express“-მა  გამოაქვეყნა მუსიკალური ალბომების პირველი ჰიტ აღლუმი.
  • 1984 : ამერიკის კინემატოგრაფისტების გილდიაში საპატიო წევრად მიიღეს დისნეის მულტფილმების პერსონაჟი დონალდ დაკი.
  • 2007 : საქართველოში აფრიკული ღორის ცხელება დაფიქსირდა, რის გამოც ათასობით ღორი დაიხოცა დასავლეთ საქართველოში.
  • 2009 : 41-წლიანი მმართველობის შემდეგ გარდაცვლილი გაბონის პრეზიდენტი ომარ ბონგო გარდამავალი პერიოდით როზ როგომბემ შეცვალა.
  • 2019 : მოლდოვის რესპუბლიკის ორ უმაღლეს თანამდებობას ქალები იკავებენ: მაია სანდუ მოლდოვის პრემიერ-მინისტრად, ხოლო ზინაიდა გრეჩანი პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს.
  • 2021 : ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1625 : კასინი, ჯოვანი დომენიკო — იტალიელი მათემატიკოსი, ასტროლოგი, ინჟინერი და ასტრონომი.
  • 1810 : შუმანი, რობერტ — გერმანელი კომპოზიტორი (გ.1856)
  • 1921 : სუჰარტო — ინდონეზიის პრეზიდენტი
  • 1927 : სტილერი, ჯერი — ამერიკელი კინომსახიობი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 632 : მუჰამედი — მუსლიმანური რელიგიის ფუძემდებელი
  • 1795 : ლუი XVII — საფრანგეთის მეფე (დ.1785)
  • 1809 : ტომას პეინი — ამერიკელი საზოგადო მოღვაწე, მწერალი (დ. 1737)
  • 1845 : ენდრიუ ჯექსონი — აშშ-ის მე-7 პრეზიდენტი (დ. 1767)
  • 1876 : ჟორჟ სანდი — ფრანგი მწერალი (დ. 1804)
  • 1978 : კონსტანტინე ბარამიძე — ქართველი მეცნიერი
  • 2020 : პიერ ნკურუნზიზა — ბურუნდის პრეზიდენტი

მსოფლიო მნიშვნელობის თარიღი

გაერო: ოკეანების საერთაშორისო დღე

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

რუსეთი: სოციალური მუშაკის დღე

კარელია: რესპუბლიკის დღე

საეკლესიო დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • კარპეზი და ალფესი – სამოცდაათთაგანნი
    • ამბერკი და ელენე
    • გიორგი ახალი
    • იოანე ფსიხაიტი
    • ალექსანდრე დერვიში
კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.