USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
Date:  567

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივლისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს მოვლენების შემდგომი განვითარებისთვის მრავალი განსხვავებული ვარიანტი გამოჩნდება. გირჩევთ საკუთარი სურვილები აკონტროლოთ და წესიერების ფარგლებს არ გასცდეთ. ნუ ეცდებით ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლას - ამას განსაკუთრებული ოსტატობა სჭირდება. კარგი პერიოდია გააქტიურებისა და ინიციატივის გამოსაჩენად, ძველი პოზიციების დასაბრუნებლად და გავლენის სფეროების გასაფართოებლად.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

თუ შანსს ხელიდან არ გაუშვებთ, შეიძლება მოგებიანი ხელშეკრულება დადოთ, კარიერულ წინსვლას მიაღწიოთ და გუნდში ავტორიტეტი მოიპოვოთ. ეცადეთ ოპტიმიზმი ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნოთ. გონებამახვილობისა და მდიდარი ფანტაზიით წყალობით ახალი იდეების ჩამოყალიბებას და მიმდინარე მოვლენების ობიექტურად შეფასებას, ასევე თქვენს სასიკეთოდ გამოყენებას შეძლებთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

უსაფუძვლო შიშები ცხოვრებას გირთულებთ. სირთულეები ნუ შეგაშინებთ - ისინი თქვენს გასაძლიერებლად გაჩნდნენ. ახალი მოკავშირეები თქვენს ცხოვრებაში ახალ, პოზიტიურ მოტივაციას შემოიტანენ. ეცადეთ საკუთარ პრობლემებს სხვა კუთხით შეხედოთ - მათთან გამკლავება არც ისე რთულია, როგორც ფიქრობთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

დაბრკოლებები ნუ შეგაშინებთ. ეცადეთ მოთმინება და ცოტა ეშმაკობა გამოიჩინოთ და საქმე თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას მოერიდეთ - სასურველია, რომ რჩევა ახლო ნათესავებსა და კოლეგებს სთხოვოთ. კარგი პერიოდია გავლენიანი მფარველების მოსაძიებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ნაკლები ილაპარაკეთ და უსარგებლო საქმეებზე დროს ნუ დაკარგავთ. ამით დროსაც დაზოგავთ და უსიამოვნებებსაც თავიდან აიცილებთ. ხელსაყრელი დღეა ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტული ვარჯიშებისა და ახალი დიეტის დაწყებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ მომდევნო კვირა ბევრად რთული იქნება, ამიტომ უმჯობესია ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა ახლა მოაგვაროთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ფრთხილად იყავით, ეს დღე შეიძლება სტრესული სიტუაციებით იყოს სავსე. მოერიდეთ უხეშობას კოლეგებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში, რასაც კონფლიქტი მოჰყვება. ბიზნესპარტნიორები ყურადღებით გაკვირდებიან, ამიტომ მშვიდად და გააზრებულად უნდა იმოქმედოთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე - დროა, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ და ვარჯიში დაიწყოთ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ეს დღე ბედის უეცარ შემობრუნებას, ახალ თავგადასავლებსა და იმედგაცრუებას მოგიტანთ. გირჩევთ შეხვედრები და ურთიერთობები მინიმუმამდე შეამციროთ და ყურადღება მთავარ საკითხებზე გაამახვილოთ. პროფესიულ სფეროში დაშვებული შეცდომები დიდ დროს წაგართმევთ. ეცადეთ საყვარელი ადამიანები არ დაივიწყოთ და მხარი დაუჭიროთ - მათ ახლა თქვენი ყურადღება ყველაზე მეტად სჭირდებათ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

თუ შესაძლებელია, მობილური ტელეფონი გამორთეთ და ოჯახურ გარემოში, ოჯახის წევრებთან და ახლო მეგობრებთან ერთად ყოფნით დატკბით. თუ ამ ბოლო დროს ბევრს მუშაობთ, ეს დასვენებისა და ძალების აღდგენის შესანიშნავი შესაძლებლობაა. ამ დღეს შორეულ მოგზაურობაში წასვლისგან თავის შეკავება სჯობს.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს დიდია ცდუნების, მოტყუებისა და იმედგაცრუების ალბათობა. თუ სიფრთხილეს და წინდახედულებას გამოიჩენთ, შესაძლოა, დაგებულ მახეებს თავი დააღწიოთ. გირჩევთ ოჯახური ბიუჯეტის ხარჯვა აკონტროლოთ, რადგან მოულოდნელი ხარჯი შემოსავალზე მეტია. გაითვალისწინეთ მეგობართა და ახლობელთა რჩევები, რადგან კარიერულ წინსვლას და პროფესიულ განვითარებას მხოლოდ მათი დახმარებით შეძლებთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

სავარაუდოდ, დღევანდელი კონფლიქტი თქვენს სასარგებლოდ არ დასრულდება და მაშინვე ახალი პრობლემები გაჩნდება. ეცადეთ, პანიკაში არ ჩავარდეთ. თქვენი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები ყველაფერს სწრაფად გაუმკლავდება. გამორიცხული არ არის, რომ ძველი კოლეგებისგან მოულოდნელი შეთავაზება მიიღოთ. ადამიანი, რომელსაც ამ დღეს გაიცნობთ, მომავალში ძალიან გამოგადგებათ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ის, რაც აქამდე ბნელით იყო მოცული, სრულიად ნათელი გახდება. ბოლოს და ბოლოს თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანების ამა თუ იმ მოქმედებების მიზეზს გაიგებთ. ნუ მისცემთ კოლეგებს უფლებას, რომ თქვენს საქმეში ჩაერიონ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

პლანეტების განლაგება თევზებისთვის საკმაოდ არახელსაყრელ დღეს გვპირდება. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში ძველი წყენა და გაუგებრობები იჩენს თავს. არ არის გამორიცხული, რომ პარტნიორებმა გიღალატონ. ეცადეთ კომპრომისი იპოვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია შეიძლება უკონტროლო გახდეს. მოერიდეთ ჭორაობას და უსარგებლო საუბრებს, განსაკუთრებით სამსახურში.

 
analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way