USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
Тбилиси
8 იანვრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
 674

ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი)

დღის პროგნოზი:
დღეს ყურადღება გმართებთ სამსახურში დეტალებზე. ახალი პროექტების დაწყება ხელსაყრელია, თუმცა მოერიდეთ ფულის სესხებას ან დიდ ფინანსურ გადაწყვეტილებებს. საღამო მეგობრებთან ან ჰობიზე კონცენტრაციისთვის შესანიშნავი დროა.
ჯანმრთელობა:
ენერგიული დღეა, მაგრამ გადაღლილობა შესაძლოა იგრძნოთ. მოერიდეთ ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას და იკვებეთ ბალანსირებულად. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კუნთებისა და სახსრების მდგომარეობას.


კურო (20 აპრილი - 20 მაისი)

დღის პროგნოზი:
დღე რომანტიკულ და ფინანსურ წარმატებებს გპირდებათ. მნიშვნელოვანია პარტნიორებთან ღია კომუნიკაცია. საღამოს მოულოდნელად სასიამოვნო შეხვედრა გელით.
ჯანმრთელობა:
მოერიდეთ ზედმეტ სტრესს, რაც შესაძლოა საჭმლის მონელების პრობლემებს გამოიწვიოს. დასვენება და რეგულარული ვარჯიში ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ.


ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)

დღის პროგნოზი:
გაეცით დრო ოჯახთან და ახლობლებთან ურთიერთობას. სამსახურში გაურკვევლობები სიმშვიდით მარტივად მოგვარდება. თავი აარიდეთ ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას.
ჯანმრთელობა:
დრო დაუთმეთ მენტალურ სიმშვიდეს. მედიტაცია ან სუფთა ჰაერზე გასეირნება საუკეთესო საშუალებაა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ რესპირატორულ სისტემას.


კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)

დღის პროგნოზი:
თქვენი შემოქმედებითი ენერგია პიკზეა. გამოიყენეთ ეს შანსი თქვენი უნარების გასაუმჯობესებლად, თუმცა ერიდეთ ემოციურ გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით პირად ურთიერთობებში.
ჯანმრთელობა:
დღეს ემოციურობა ფიზიკურ მდგომარეობაზეც აისახება. მეტი წყალი დალიეთ და საჭმლის მომნელებელ სისტემას ყურადღება მიაქციეთ.


ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)

დღის პროგნოზი:
დღეს შესაძლოა დაუგეგმავმა ხარჯებმა თქვენი გეგმები შეცვალოს. სიფრთხილე გმართებთ ფინანსებთან დაკავშირებით. დროის გაყოფა ოჯახთან და დასვენებისთვის გჭირდებათ.
ჯანმრთელობა:
მიიღეთ მეტი ვიტამინები და მოერიდეთ გადაჭარბებულ შრომას. გულ-სისხლძარღვთა სისტემას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.


ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)

დღის პროგნოზი:
მნიშვნელოვანი დღეა კარიერული საკითხებისთვის. შეიძლება საინტერესო წინადადება მიიღოთ, მაგრამ კარგად დაფიქრდით. საღამოს დრო დაუთმეთ ფიზიკურ აქტივობას ან მედიტაციას.
ჯანმრთელობა:
ზოგადად კარგი დღეა ჯანმრთელობისთვის, თუმცა არ დაგავიწყდეთ დროული კვება და დასვენება. ყურადღება მიაქციეთ საჭმლის მომნელებელ და ნერვულ სისტემას.


სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)

დღის პროგნოზი:
კომუნიკაციის უნარი თქვენთვის მთავარი იარაღი იქნება. შეძლებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას. მოერიდეთ სარისკო ინვესტიციებს.
ჯანმრთელობა:
მსუბუქი ვარჯიში და ჯანსაღი კვება ენერგიას მოგიმატებთ. განწყობის ცვალებადობას დასვენება და სწორი კვება გააუმჯობესებს.


მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)

დღის პროგნოზი:
სამსახურში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები ან პასუხისმგებლობების გაზრდა. საღამოს განტვირთვა მედიტაციით ან სულიერი საკითხებით გააძლიერებს თქვენს ენერგიას.
ჯანმრთელობა:
დღეს თავს ენერგიულად იგრძნობთ, მაგრამ მოერიდეთ მძიმე საკვებს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თირკმელებს და სხეულის დეტოქსიკაციას.


მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

დღის პროგნოზი:
მოგზაურობის დაგეგმვა ან ცოდნის გაღრმავება დღის მთავარ თემად იქცევა. ახალი ადამიანების გაცნობა სასარგებლო იქნება. ერიდეთ კამათს ოჯახის წევრებთან.
ჯანმრთელობა:
ცოტა დაღლილობა შეიძლება იგრძნოთ, მაგრამ სუფთა ჰაერი და აქტივობა ენერგიას დაგიბრუნებთ. კუნთების მოდუნებისთვის მასაჟი ან თბილი აბაზანა სასარგებლოა.


თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)

დღის პროგნოზი:
მნიშვნელოვანი ფინანსური სიახლეები გელით. გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი დროა. ურთიერთობები ახლობლებთან უფრო თბილი და დინამიური გახდება.
ჯანმრთელობა:
ენერგიის აღსადგენად საჭიროა უფრო მეტი დასვენება. ყურადღება მიაქციეთ ძვლების ჯანმრთელობას და აკონტროლეთ შაქრის მოხმარება.


მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)

დღის პროგნოზი:
თქვენი იდეები დიდი მხარდაჭერას მოიპოვებს, რაც პროფესიულ წარმატებაზე ფოკუსირებისთვის კარგი შესაძლებლობაა.
ჯანმრთელობა:
დღეს ვარჯიში კარგ შედეგს მოიტანს, მაგრამ არ გადატვირთოთ სხეული. დაიცავით ძილის რეჟიმი და ყურადღება მიაქციეთ თვალების მდგომარეობას.


თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

დღის პროგნოზი:
დაგეგმილი ან მოულოდნელი შეხვედრები დღის გეგმებს შეცვლის. იყავით ღია ახალი იდეებისა და ადამიანების მიმართ.
ჯანმრთელობა:
ემოციური სტრესის გამო შესაძლოა დაღლილობა იგრძნოთ. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას. ყურადღება მიაქციეთ ფეხების და სისხლის მიმოქცევის ჯანმრთელობას.


რჩევა: დღევანდელი დღე თითოეული ნიშნისთვის სთავაზობს როგორც პროფესიულ, ისე პირად და ჯანმრთელობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მოვლენების გადაწყვეტის შესაძლებლობას. იყავით ყურადღებიანი და გაატარეთ დღე ჰარმონიულად!

аналитика
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати