USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Тбилиси
8 დეკემბერი - ეს დღე ისტორიაში
дата:  482

8 დეკემბერი — გრიგორიანული კალენდრის 342-ე დღე (ნაკიან წლებში – 343-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 23 დღე.

დღის მოვლენები

1609 : ევროპაში მეორე საჯარო ბიბლიოთეკა ამბროსიანას სამკითხველო გაიხსნა მილანში.

1854 : პაპი პიუს IX აქვეყნებს დოგმას უმწიკვლო ჩასახვის შესახებ, რომლის მიხედვით ქალწული მარიამი საწყისი ცოდვის გარეშე დაიბადა.

1907 : გუსტავ V შვედეთის მეფედ აკურთხეს.

1925 : ადოლფ ჰიტლერმა გამოაქვეყნა წიგნი „ჩემი ბრძოლა“ (Mein Kampf).

1941 : მეორე მსოფლიო ომი - იაპონელთა მიერ პერლ ჰარბორზე იერიშის მიტანის გამო აშშ-ის კონგრესი იღებს დეკლარაციას იაპონიისთვის ომის გამოცხადებაზე.

1941 : მეორე მსოფლიო ომი - ჩინეთის რესპუბლიკა ოფიციალურად ომს უცხადებს იაპონიას, პერლ ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ.

1941 : ჰონკონგის ბრძოლა - პერლ ჰარბორზე თავდასხმიდან 8 საათში იაპონია ბრიტანეთის სამეფოს კოლონია ჰონკონგში იჭრება.

1941 : ჰოლოკოსტი - სასჯელის შესასრულებლად ნაცისტებმა პირველად გამოიყენესგაზის კამერა ჩელმნოს გამანადგურებელ ბანაკში ლოძთან, პოლონეთი.

1949 : ჩინეთის სამოქალაქო ომი - ჩინეთის რესპუბლიკის დედაქალაქი ნანკინიდან ტაიპეიში (ტაივანი) იქნა გადატანილი.

1976 : ჯგუფი Eagles უშვებს ალბომს Hotel California.

1980 : ჯონ ლენონი მოკლულ იქნა მარკ დევიდ ჩაპმანის მიერ გასროლილი ტყვიით დაკოტას შენობასთან ნიუ-იორკში.

1991 : რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის ლიდერები ხელს აწერენ შეთანხმებას, რომელიც აუქმებს საბჭოთა კავშირს და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას აყალიბებს.

1993 : ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შევიდა ძალაში აშშ-ის პრეზიდენტ ბილ ქლინთონის ხელმოწერით.

2021 : ოლაფ შოლცი გერმანიის კანცლერად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

ძვ. წ. 65 : ჰორაციუსი — რომაელი პოეტი

1861 : მელიესი, ჟორჟ — ფრანგი რეჟისორი

1868 : ტოკუტომი როკა — იაპონელი მწერალი (გ.1927)

1886 : დიეგო რივერა — მექსიკელი ფერმწერი (გ.1957)

1894 : საბალა - იან კრზეპტოვსკი პოლონელი მთიელი, მოყვარული მუსიკოსი, ტატრების გიდი, ამბების მთხრობელი და მომღერალი.

1926 : რევაზ ჩხეიძე — ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, სსრკ სახალხო არტისტი (1980), პროფესორი. (გ. 2015).

1926 : გაიოზ ჯაყელი — ქართველი ინჟინერი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის დარგში (გ. 1983).

1943 : ჯიმ მორისონი — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და პოეტი, უფრო მეტად ცნობილი, როგორც როკ-ჯგუფ The Doors-ის წამყვანი ვოკალისტი (გ.1971).

1947 : გრეგ ოლმენი — ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი და სიმღერების ავტორი, ჯგუფ Allman Brothers Band-ის ერთ-ერთი დამაარსებელი და წევრი. (გ. 2017).

1953 : კიმ ბესინგერი — ამერიკელი მსახიობი

1966 : შინეიდ ო’კონორი — ირლანდიელი მუსიკოსი

1978 : იენ სომერჰალდერი — ამერიკელი მოდელი, მსახიობი და პროდიუსერი

ამ დღეს გარდაცვლილნი

899 : არნულფი — საღვთო რომის იმპერატორი.

1741 : ვიტუს ბერინგი — დანიელი (მოღვაწეობდა რუსეთში) მეზღვაური.

1914 : შპეე, მაქსიმილიან ფონ — გერმანელი ვიცე-ადმირალი.

1942 : კანი, ალბერტ — ამერიკელი არქიტექტორი.

1956: მუჰამად ჰუსეინ ჰაიქალი — არაბი (ეგვიპტელი) მწერალი და სახელმწიფო მოღვაწე.

1977 : ბაქრაძე, დავით — საბჭოთა კავშირის გმირი

1978 : მეირი, გოლდა — ისრაელის პრემიერ-მინისტრი

1980 : ლენონი, ჯონ — ბრიტანელი მუსიკოსი, მომღერალი, მწერალი (დ. 1940)

1994 : ჟობიმი, ტომ — ბრაზილიელი კომპოზიტორი (დ. 1927)

2003 : გონზალესი, რუბენ — კუბელი პიანისტი (Buena Vista Social Club)

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

კლიმენტი - რომის პაპი

პეტრე - ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი

პეტრე მდუმარე

აგრეთვე:

ბულგარეთი - სტუდენტის დღე

იტალია - მილანში ოპერის სეზონი იხსნება

მალტა - სახალხო დღესასწაული

რუმინეთი - კონსტიტუციის დღე

პანამა - დედის დღე

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати