USD 2.7242
EUR 3.1925
RUB 3.4779
Тбилиси
8 აპრილი - ეს დღე ისტორიაში
дата:  1944

8 აპრილი — გრიგორიანული კალენდრის 98-ე დღე (ნაკიან წლებში – 99-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 267 დღე.

დღის მოვლენები

  • 217 : მოკლეს რომის იმპერატორი კარაკალა.
  • 1820 : ეგეოსის ზღვის კუნძულ მილოსზე აღმოაჩიენეს ქანდაკება მილოსის ვენერა.
  • 1867 : პარიზში გაიხსნა პირველი მსოფლიო გამოფენა.
  • 1904 : გაფორმდა ბრიტანულ-ფრანგული შეთანხმება აფრიკაში გავლენის სფეროების განაწილების შესახებ
  • 2005 : რომის პაპ იოანე-პავლე II-ის დაკრძალვა.
  • 2013 : ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • 2014 :
    • კომპანია Microsoft-მა Windows XP-ის მხარდაჭერა ოფიციალურად შეწყვიტა.
    • კრიტიკულმა დაუცველობამ Heartbleed კრიპტოგრაფიულ პროგრამულ უზრუნველყოფაში OpenSSL ინტერნეტის უსაფრთხო ვებსერვერების სავარაუდოდ 17% მონაცემთა მოპარვის საფრთხის ქვეშ დატოვა. მომხმარებლებმა მთელს მსოფლიოში, სასურველია, პაროლები გამოცვალონ.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1818 : ჰოფმანი, ავგუსტ ვილჰელმ — გერმანელი ქიმიკოსი
  • 1859 : ჰუსერლი, ედმუნდ — გერმანელი ფილოსოფოს-იდეალისტი
  • 1875 : ალბერტ I — ბელგიის მეფე
  • 1892 : პიკფორდი, მერი — ამერიკელი კინომსახიობი
  • 1908 : ბაბილოძე, გრიგოლ — ქართველი პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე
  • 1938 : ანანი, კოფი — განელი პოლიტიკოსი, გაეროს გენერალური მდივანი
  • 1968 : პატრიცია არკეტი — ამერიკელი მსახიობი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 217 : კარაკალა — რომის იმპერატორი
  • 1364 : ჟან II — საფრანგეთის მეფე
  • 1835 : ჰუმბოლდტი, ვილჰელმ — გერმანელი ენათმეცნიერი, ფილოსოფოსი
  • 1848 : დონიცეტი, გაეტანო — იტალიელი კომპოზიტორი
  • 1914 : არბესი, იაკუბ — ჩეხი მწერალი
  • 1965 : ჰანსონი, ლარს — შვედი მსახიობი
  • 1973 : პიკასო, პაბლო — ესპანური წარმოშობის ფრანგი მხატვარი
  • 1977 : სტეფანია ტურკევიჩი — პირველი უკრაინელი ქალი კომპოზიტორი
  • 2010 : მაკ-ლარენი, მალკოლმ — ბრიტანელი მუსიკალური პროდიუსერი
  • 2013 : მარგარეტ ტეტჩერი — გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი.
  • 2018 : ლეილა აბაშიძე — ქართველი მსახიობი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს მთავარანგელოზ გაბრიელის კრების დღეს:

  • აგრეთვე:
    • სინგაპური, იაპონია - ბუდას დაბადების დღე
    • ბოშების საერთაშორისო დღე.
аналитика
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „მსოფლიოში არასტაბილურობა სუფევს, ამიტომ ევროპა უნდა შეიარაღდეს“

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) დაბეჭდილია სტატია სათაურით „მსოფლიოში არასტაბილურობა სუფევს, ამიტომ ევროპა უნდა შეიარაღდეს“, რომლის ავტორები არიან ფრიდრიხ მერცი (გერმანიის კანცლერი) და ემანუელ მაკრონი (საფრანგეთის პრეზიდენტი).

გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

 „ჰააგაში ნატოს სამიტის ფონზე მსოფლიოში ქაოსური მოვლენები სუფევს: ბობოქრობენ ომები, ჩვეული ქცევის წესები და ნორმები ინგრევა,  ხოლო დიდი ხნით განმტკიცებული რწმენები ეჭვის ქვეშ დგება. ამ ეპოქალური გამოცდის ჟამს გერმანია და საფრანგეთი - თავიანთ ევროპელ და ატლანტის ოკეანის გაღმა ნაპირზე მყოფ მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად ერთიანი და მტკიცე ფრონტით გამოდიან, რათა დაიცვან ჩვენი საერთო ფასეულობები, ჩვენი მოქალაქეების თავისუფლება და უსაფრთხოება“, - ნათქვამია სტატიის დასაწყისში.

ავტორთა აზრით, „ევროპაში არასტაბილურობის ძირითად წყაროს რუსეთი და მისი იმპერიალისტური ომები წარმოადგენს: „2008 წელს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, შემდეგ, 2014 წელს - მოახდინა ყირიმისა და დონბასის ოკუპაცია, 2022 წელს კი კრემლის ჯარები უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ვლადიმერ პუტინის მიზანია ძირი გამოუთხაროს ევროპულ უსაფრთხოებას, მეზობლებს თავს მოახვიოს უკანონო მეურვეობა, ისინი შიგნიდან გატეხოს და თავის ორბიტაზე გადაიყვანოს, საერთაშორისო მართლწესრიგს საფუძველი შეურყიოს. ეს ყველაფერი რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს წარმოადგენს. ჩვენ არ შეგვიძლია ამ ყველაფერს შევურიგდეთ, ჩვენს კონტინენტზე მშვიდობა უნდა დავიცვათ“.

„თუ კრემლის ამჟამინდელი პოლიტიკის ტრაექტორია არ შეიცვლება, რუსეთი საფრანგეთისა და გერმანიის ურყევ და მტკიცე პოზიციის წინაშე აღმოჩნდება. ამჟამად სასწორზე დევს ევროპული სტაბილურობის ბედი ათწლეულების განმავლობაში.

ნატოს სამიტზე საფრანგეთი და გერმანია დაადასტურებენ თავიანთ მხარდაჭერას იმ ძალისხმევისადმი, რასაც აშშ მიმართავს კონფლიქტების შეწყვეტისათვის და მტკიცე მშვიდობის მისაღწევად. საფრანგეთი და გერმანია მხარს დაუჭერენ უკრაინის სუვერენიტეტს, ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას და გააძლიერებენ რუსეთზე ზეწოლას, მათ შორის სანქციების მეშვეობით“, - აღნიშნავენ სტატიის ავტორები, - „ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ უკრაინა კონფლიქტიდან გამოსვლის შემდეგ აყვავებული, ძლიერი და უსაფრთხო ქვეყანა გახდეს“.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ამ მხრივ უკვე ბევრი რამ არის გაკეთებული - ევროკავშირი უკრაინას 130 მილიარდი ევროთი დაეხმარა. გარდა ამისა, ევროკავშირმა დაგმო კრემლის აგრესიული პოლიტიკა, რისთვისაც რუსეთს მკაცრი სანქციები აქვს დაწესებული. „მაგრამ ეს კიდევ ცოტაა. ამიტომ ჩვენ, დიდ ბრიტანეთთან ერთად, ხელს შევუწყობთ უკრაინის არმიის გაძლიერებას, განვაახლებთ უკრაინის თავდაცვით მრეწველობას იმ მიზნით, რომ სამომავლოდ მას რუსეთის სავარაუდო აგრესიის წარმატებით მოგერიება შეძლოს.

„რა თქმა უნდა, ჩვენი გეგმები მხოლოდ უკრაინას არ ეხება. როგორც ჩანს, ახლო მომავალში კონფლიქტურ გარემოში ცხოვრება მოგვიწევს - იმ მსოფლიოში, სადაც ჩვენი მოკავშირეების წინაშე ახალი დილემები და პრიორიტეტები დადგება. რუსეთის გარდა, ჩვენ, ალბათ, კიდევ ბევრი გამოწვევის მოწმენი გავხდებით. ამისათვის ახლავე უნდა ვიზრუნოთ“, - აღნიშნავენ ავტორები და იქვე მიუთითებენ: აუცილებელია ნატოს გაძლიერება - თავდაცვის სფეროს ალიანსის წევრების საერთო ბიუჯეტის 3,5% უნდა მოხმარდეს, 2%-ის ნაცვლად. დამატებითი ხარჯები აუცილებელია. მათი მეშვეობით ჩვენ იმ ბზარს ამოვავსებთ, რომელიც ნატოს სამხედრო პოტენციალს გაუჩნდა რევანშისტული რუსეთის პირისპირ“, - ხაზს უსვამენ ავტორები.

„ალიანსის უსაფრთხოების ქვაკუთხედად ბირთვული შეკავება რჩება: საფრანგეთს აქვს თავისი დამოუკიდებელი სტრატეგიული ბირთვული ძალები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ნატოს საერთო უსაფრთხოების დაცვაში. გერმანიას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ნატოს ბირთვული იარაღის ერთობლივ გამოყენებაში. გარდა ამისა, ერთობლივად ვიმუშავებთ შესყიდვების სისტემის რეფორმირებაში, რომელიც გამოიხატება უნიფიკაციაში, გამარტივებასა და გაზრდაში“, - ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციის დასასრულს, ავტორები აღნიშნავენ, რომ ნატო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირთან, რათა უკეთ იქნას გამოყენებული ევროპის ტექნოლოგიური უპირატესობა [რუსეთის წინააღმდეგ]. „ჩვენ ვადასტურებთ სამოკავშირეო ერთიანობას, სოლიდარობას და ერთგულებას ჩვენი კონტინენტის თავისუფლების, მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати