7 თებერვალი — გრიგორიანული კალენდრის 38-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 327 დღე (ნაკიან წელში - 328).
დღის მოვლენები
457 : ლეონ I გახდა ბიზანტიის იმპერატორი.
1238 : მონღოლებმა რუსეთის ქალაქი ვლადიმირი დაწვეს.
1550 : იულიუს III რომის პაპი გახდა.
1795 : აშშ-ის კონსტიტუციის XI ჩასწორების რატიფიცირება მოხდა.
1898 : ემილ ზოლას ასამართლებენ დეფამაციისთვის სტატიაში „მე ბრალს ვდებ!“.
1904 : ხანძარმა ბალტიმორში (მერილენდი) 1500 შენობა გაანადგურა 30 საათში.
1914 : ჩარლზ ჩაპლინი პირველად გამოჩნდა ეკრანზე მის პირველ ფილმში „საბავშვო ავტორალი ვენეციაში“.
1962 : აშშ-მა აკრძალა კუბიდან ნებისმიერი იმპორტი და ექსპორტი.
1964 : The Beatles ნიუ-იორკში ჩავიდა პირველი ამერიკული ტურნეს ფარგლებში.
1965 : აშშ-ის ავიაციამ დაიწყო ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიის დაბომბვა.
1974 : გრენადა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებელი ხდება.
1990 : საბჭოთა კავშირის დაშლა — საბჭოთა კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა ძალაუფლებაზე მონოპოლია დათმო.
1991 : ჰაიტის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი ჟან-ბერტრან არისტიდის ინაუგურაცია შედგა.
1992 : მაასტრიხტის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რამაც დასაბამი მისცა ევროპის კავშირს.
2009 :
ვიქტორიაში (ავსტრალია) ტყის ხანძარმა სულ მცირე 173 ადამიანი იმსხვერპლა.
მადაგასკარის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა მშვიდობიან მომიტინგეებს ანტანანარივუში, რამაც სულ მცირე 50 ადამიანი იმსხვერპლა.
2010 :
ეროვნულ–ლიბერალი ლაურა ჩინჩილია აირჩიეს კოსტა-რიკის პრეზიდენტად.
რეგიონების პარტიის ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი აირჩიეს უკრაინის პრეზიდენტად.
2012 : მალდივის პრეზიდენტის მოჰამედ ნაშიდის გადაგომის შემდეგ მოჰამედ ვაჰიდ ჰასანი ქვეყნის მეთაური გახდა.
2014 : სოჭში 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა გაიხსნა.
2021 : ინდოეთის უტარაკჰანდის შტატში მყინვარის მოწყვეტამ წყალდიდობა გამოიწვია, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
ამ დღეს დაბადებულნი
1102 : მატილდა — ქორწინების შედეგად იყო საღვთო რომის იმპერატრიცა
1478 : ტომას მორი — ინგლისელი მწერალი და პოლიტიკოსი.
1812 : ჩარლზ დიკენსი — ინგლისელი მწერალი.
1812 : ივანე მუხრანბატონი — მსხვილი ქართველი მემამულე, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი.
1860 : ვლადიმერ აღნიაშვილი — ქართველი საზოგადო მოღვაწე.
1870 : ალფრედ ადლერი — ავსტრიელი ექიმი და ფსიქოთერაპევტი.
1875 : პაულ ფონ ელც-რიუბენახი — გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე.
1877 : გოდფრი ჰაროლდ ჰარდი — ინგლისელი მათემატიკოსი
1885 : სინკლერ ლუისი — ამერიკელი მწერალი.
1893: სუძუკი მოსაბურო — იაპონიის საზოგადო მოღვაწე.
1901: კლემენტინა დე ჟესუსი — ბრაზილიელი სამბას მომღერალი.
1909 : სერგო ქობულაძე — ქართველი მხატვარი.
1919: დეზმონდ დოსი — ამერიკელი საველე ექიმი.
1925 : რომოლო ვალი — იტალიელი მსახიობი.
1927 : გივი კვანჭახაძე — ქართველი ჰიგიენისტი
1937 : ანზორ ჟვანია — ქართველი მსახიობი.
1940 : ტონი ტანი — სინგაპურელი პოლიტიკოსი, ბანკირი და მათემატიკოსი.
1946 : ექტორ ბაბენკო — არგენტინაში დაბადებული ბრაზილიელი კინორეჟისორი
1946 : პიტ პოსტლეთუეიტი — ინგლისელი მსახიობი.
1947 : ტატიანა ჩერნიგოვსკაია — რუსი მეცნიერი
1956 : ზინაიდა გრეჩანი — მოლდოველი პოლიტიკოსი
1964 : კარლო კაჭარავა — ქართველი მხატვარი.
1964 : ლევან ურუშაძე — ქართველი ისტორიკოსი, პოლიტოლოგი და პუბლიცისტი.
1974 : Nujabes — იაპონელი მუსიკოსი და პროდიუსერი
1978 : დანიელ ვან ბეიტენი — ყოფილი ბელგიელი ფეხბურთელი
1978 : ეშტონ კაჩერი — ამერიკელი მსახიობი.
1979 : ტავაკულ კარმანი — 2011 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის განმტკიცების დარგში
1983 : ფედერიკო მარკეტი — იტალიელი ფეხბურთელი.
1986 : გიორგი ცინცაძე — ქართველი კალათბურთელი.
1986 : ჯეიმზ დინი — ამერიკელი პორნო მსახიობი და პორნოგრაფიული ფილმების რეჟისორი.
1987 : ლაშა ფარღალავა — ქართველი კალათბურთელი.
1990 : ჯანლუკა ლაპადულა — იტალიელი ფეხბურთელი.
1992 : სერხი რობერტო — ესპანელი ფეხბურთელი
1993 : ლაშა მჭედლიშვილი — ქართველი ფეხბურთელი
1995 : გაელ ანდონიანი — სომეხი ფეხბურთელი
ამ დღეს გარდაცვლილნი
1815 : სოლომონ II — იმერეთის მეფე
1878 : პიუს IX — რომის პაპი
1932 : თუმანიშვილ-წერეთელი, ანასტასია — ქართველი საბავშვო მწერალი.
1962 : ბერძენიშვილი, გრიგოლ — ქართველი დრამატურგი.
დღესასწაულები
მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
გაბრიელ ქიქოძე
გრიგოლი ღვთისმეტყველი
წმინდა მოწამენი ფელიციტა და შვიდნი ძენი მისნი: იანუარი, ფელიქსი, ფილიპე, სილუანი, ალექსანდრე, ვიტალი და მერციალი
პოპლი ასური
მარი მგალობელი
მოსე ნოვგოროდელი
აგრეთვე:
გრენადა : დამოუკიდებლობის დღე (1974).