USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
7 სექტემბრის შეჯამება უკრაინაში
Date:  407
- ბოლო 48 საათია უკრაინული არმია ხარკივის რაიონში სრულმასშტაბიან კონტრშეტევაზეა გადასული. თუკი გუშინ მათ გაათავისუფლებს ბალაკლიასთან მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სოფელი ვერბივკა და რკალისებრ ალყაში მოაქციეს თავად ბალაკლია, დღეს საბრძოლო მოქმედების მთელი არეალის გასწვრივ განვითარდა უკრაინულთა მასშტაბური შეტევა. პრაქტიკულად უკრაინული არმია ერთ დღეში 20 კილომეტრით შევიდა სიღრმეში.
უკრაინელებმა გაათავისუფლეს ბალაკლიას სამხრეთით მდებარე ბირაკი და ნოა ჰუსარივკა რითაც მდინარე ჩრდილოეთის დონეცის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე რუსული პოზიციები განადგურდა. ბალაკლიას ჩრდილოეთით კი რამდენიმე მიმართულებიდან უკრაინულმა სამხედრო ძალებმა სინქრონული იერიშის შედეგად გაათავისუფლეს იაკოვენკოვე, ვოლოხივ იარი, სემენივკა, ხოლო უკრაინული არმიის მოწინავე ჯგუფი ინტენსიურად უტევს ქალაქ შევჩენკოვეს, რომლის სტრატეგიული მნიშვნელობაც ძალიან დიდია.
ოდნავ უფრო ჩრდილოეთით უკრაინული არმია ჩკალოვსკეს უტევს. ვითარება ამ მიმართულებით არაა ცნობილი. შესაძლოა ეს იყოს ავანგარდი ან სადაზვერვო ჯგუფი.
უშუალოდ ბალაკლია არამხოლოდ ოპერატიულ ალყაშია, არამედ მისი მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინელთ ხელშია. ქალაქის ზოგიერთ რაიონში რუსულ ნაწილებს შესაძლოა ტყვედ ჩავარდნა ემუქრებოდეთ.
რუსების დანაკარგები ცოცხალი ძალის მხრივ გამორჩეულად დიდია. კვლავ არიან ტყვეებიც. მაგრამ ყველაზე მეტი რაც უკრაინელებს ხელში უვარდებათ არის რუსული მძიმე ტექნიკა და არტილერია. რუსები პრაქტიკულად ყველაფერს ტოვებენ და ისე იხევენ უკან.
როგორც ჩანს ხერსონის მიმართულებით გადასროლილი რუსული არმიის ელიტის ნაწილი მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე ლოჯისტიკური მომარაგების გარეშეა ჩარჩენილი, ხოლო აღმოსავლეთში, ხარკივის რაიონში უკრაინელები რუსულ, შედარებით სუსტ ნაწილებს მეთოდურად ანადგურებენ. ამ ფონზე პრაქტიკულად იზიუმი ჩრდილოეთიდან მომარაგების გარეშე რჩება. ეს კი რუსული არმიის კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩენას გულისხმობს.
- სლავიანსკის აღმოსავლეთით მდინარე ჩრდილოეთის დონეცი კიდევ ერთი მიმართულებით გადალახეს უკრაინელებმა და უშუალოდ ლიმანის მომიჯნავედ სოფელ სტარი კარავანში შევიდნენ (რუკა კომენტარებში). რუსული დანაყოფები, რომლებიც დონეცკელი და ლუგანსკელი სეპარატისტებისაგან ან ქუჩებიდან მოტაცებული სამხედროებისაგან შედგებიან, ჩრდილოეთის დონეცის სანაპიროს დაცვის მოტივი ნაკლებად აქვთ და ლიმანისაკენ იხევენ უკან. ამ მიმართულებით ეს სურათი მოსალოდნელი იყო. თუმცა ახლა იზიუმის ნაწილებს ორი არჩევანი აქვთ - მათ ან ლიმანის გამაგრება უნდა უზრუნველყონ ან ბალაკლიას მიმართულების დაცვაზე გადავიდნენ.
- კიდევ უფრო ჩრდილოეთით, იზიუმის მომარაგების უმთავრეს ქალაქსა და სატრანსპორტო კვანძში კუპიანსკში რუსეთის სამხედრო ცენტრალური შტაბი დაიბომბა. არიან დაღუპულები და დაშავებულები.
- რუსული არმია იმავე მიმართულებით ცდილობს გაჭრას, რომელსაც წინა კვირებში მიუყვებოდა - ბახმუტისა და სოლედარისაკენ. ორივე შემთხვევაში რუსული არმიის ძირითადი ნაწილები "ვაგნერთან" ერთად არიან წარმოდგენილები. მაგრამ წუხანდლიდან უკრაინელებმა მათ პოზიციებზე ლოკალური თავდასხმები განახორციელეს და დღეს რუსების ყოველგვარი წინსვლა შეჩერებულია, შეტევა კი ამ ეტაპზე - მოგერიებული.
- დღეს უკრაინელებმა ხერსონის რაიონში რამდენიმე მიმართულებით, გამორჩეულად მძიმე, განმეორებითი საარტილერიო და საავიაციო იერიშები მიიტანეს რუსულ პოზიციებზე. ქალაქ ხერსონთან კიდევ ერთხელ დაიბომბა როგორც სარკინიგზო ისე სამანქანო ხიდი, დაიბომბა პონტონები, სამხედრო ბორანები, ხუთზე მეტი ადგილობრივი სამეთაურო პუნქტი და რამდენიმე სამხედრო შეჯგუფება, რომლებიც მდინარე დნეპრის მეორე მხარეს აპირებდა გადასვლას. ჰაერშია უკრაინული ავიაციაც, რომლებიც ბომბავენ რუსულ პოზიციებს ჩრდილოეთიდან. ვისოკოპილიას უკრაინული შემტევი დაჯგუფება მცირე სასოფლო დასახლებების გაწმენდას ცდილობს.
- ხერსონის რაიონში ყველაზე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მდინარე ინჰულეციდან დაძრული ცენტრის (ანდრიივკას) მიმართულებით ვითარდება. აქ უკრაინელები კოსტრომკას აღმოსავლეთით რუსულ დანაყოფებს საჰაერო-სადესანტო დანაყოფებს ებრძვიან.
society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way