USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Tbilisi
7 რამ, რაც სესხის ამოღებისას ფინანსურ ორგანიზაციებს არ შეუძლიათ
Date:  1135

ფინანსური ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღების პროცესი უკვე ეთიკის კოდექსით რეგულირდება. ეროვნული ბანკის ინიციატივით შემუშავებული სესხის ამოღების ეთიკის კოდექსი ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და სესხის გამცემ სუბიექტებს სესხის ამოღების პროცესში გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს, რაც მომხმარებელთა უფლებების დაცვას ემსახურება. 

რა თქმა უნდა, ეს ყოველივე მსესხებელს ვალდებულებებისგან არ ათავისუფლებს. სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში ფინანსურ ორგანიზაციას შეუძლია მიმართოს კანონით გათვალისწინებულ ქმედებებს, მათ შორის მსესხებლის ქონების გაყიდვასა და ანგარიშების დაყადაღებას, თუმცა, ვადაგადაცილებული სესხების ამოღების პროცესში ფინანსურ ორგანიზაციას არ შეეძლება:

კომუნიკაციისას გამოიყენოს შეურაცხმყოფელი ან მუქარის ტონი

როდესაც ფინანსური ორგანიზაცია გიკავშირდებათ სესხის ამოღების მიზნით, კომუნიკაცია არ უნდა გასცდეს საქმიანი და ზრდილობიანი ურთიერთობის ფორმებს. ორგანიზაციამ არ უნდა მოგაწოდოთ შეცდომაში შემყვანი ან არასწორი ინფორმაცია, რამაც შეიძლება ისეთი გადაწყვეტილებისკენ გიბიძგოთ, რასაც უტყუარი ინფორმაციის პირობებში არ მიიღებდით.

დაგირეკოთ ნებისმიერ დროს

ფინანსურ ორგანიზაციას შეუძლია დაგიკავშირდეთ ან ადგილზე ვიზიტი განახორციელოს მხოლოდ 9:00-იდან 20:00 საათამდე. ასევე თქვენთან დაკავშირება უნდა მოხდეს იმ რეკვიზიტებზე (ელ.ფოსტა, ტელეფონი, მისამართი და სხვ.), რომელიც ფინანსურ ორგანიზაციას აქვს თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან, განცხადებიდან ან საჯარო წყაროებიდან. 2022 წლის 1-ლი ივლისიდან კი ფინანსური ორგანიზაცია ვალდებული იქნება 2 თვით შეინახოს თქვენთან დისტანციური კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერები (გარდა იმ შემთხვევისა, თუ თქვენ ან თქვენმა საკონტაქტო პირმა უარი თქვით ჩანაწერების წარმოებაზე). 

დაურეკოს თქვენი ოჯახის წევრებსა თუ მეზობლებს

ფინანსურ ორგანიზაციას სესხის ამოღების მიზნით დაკავშირება შეუძლია მხოლოდ იმ საკონტაქტო პირთან, რომელიც თქვენი სესხის განაცხადში ან ხელშეკრულებაშია მითითებული. ან ნებისმიერ თქვენთან დაკავშირებულ პირს (რომელიც არ არის თავდები, თანამსესხებელი, იპოთეკის/გირაოს მესაკუთრე) შეუძლია დაუკავშირდეს მხოლოდ თქვენი ადგილმდებარეობის დადგენის ან თქვენთან დაკავშირების მიზნით და არ გაუზიაროს მას თქვენს სესხზე რაიმე ინფორმაცია.

განაგრძოს თქვენს საკონტაქტო პირთან რეკვა მისი უარის მიუხედავად

როდესაც ფინანსური ორგანიზაცია უკავშირდება მსესხებლის საკონტაქტო პირს (რომელიც არ არის თავდები, თანამსესხებელი, იპოთეკის/გირაოს მესაკუთრე), მას აქვს უფლება მოსთხოვოს ფინანსურ ორგანიზაციას ამ საკითხზე კომუნიკაციის შეწყვეტა.  ამის შემდეგ, ფინანსურ ორგანიზაციას აღარ ექნება უფლება დაურეკოს საკონტაქტო პირს.  

დამალოს საკუთარი ვინაობა კომუნიკაციისას

ფინანსური ორგანიზაციის წარმომადგენელს ეკრძალება არასწორად წარუდგინოს თავი მსესხებელს ან მის საკონტაქტო პირს, მაგალითად მოაჩვენოს თავი აღსრულების ეროვნული ბიუროს ან სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლად. საკონტაქტო პირთან კომუნიკაციისას ფინანსური ორგანიზაციის წარმომადგენელმა უნდა დაასახელოს თავისი ვინაობა და ორგანიზაცია, რომელსაც წარმოადგენს. 

მოვიდეს საცხოვრებელ ადგილზე ქონების აღსაწერად

ფინანსურ ორგანიზაციას ეზღუდება თქვენი ან თქვენი ოჯახის წევრების საცხოვრებელ სახლში ვიზიტი, თქვენ საკუთრებაში არსებული ქონების აღწერის ან მისი რეალიზაციის მიზნით. ასეთი ქმედების უფლებამოსილება მას მინიჭებული უნდა ჰქონდეს კანონით. 

მიჰყიდოს თქვენი სესხი ე.წ. „ამომღებ კომპანიებს“

ფინანსურ ორგანიზაციას თავისი საკრედიტო პორტფელის გასხვისება (შესაბამისად, თქვენი სესხის გაყიდვაც) შეუძლია მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ არსებულ სუბიექტებზე (გარდა გამონაკლისისა, როდესაც იურიდიული პირი თანხმობას განაცხადებს სესხის არაფინანსურ ორგანიზაციაზე გასხვისებაზე). ხოლო თუ ფინანსურმა ორგანიზაციამ პორტფელი სამართავად გადასცა სხვა პირს, კოდექსის მუხლების შესრულება ისევ მის პასუხისმგებლობაში

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way