USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
7 მარტი - ეს დღე ისტორიაში
თარიღი:  558

7 მარტი — გრიგორიანული კალენდრის 66-ე დღე (ნაკიან წლებში – 67-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 299 დღე.

დღის მოვლენები

161 : იმპერატორ ანტონინუს პიუსის გარდაცვალების შემდეგ, მარკუს ავრელიუსი და ლუციუს ვერუსი რომის იმპერიის თანამმართველობაზე თანხმდებიან, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო რომის ისტორიაში.

321 : რომის იმპერატორ კონსტანტინეს განკარგულებით კვირა (მზის დღე) უქმე დღედ გამოცხადდა.

1852 : გამოვიდა ჟურნალ „ცისკარის“ პირველი ნომერი.

1876 : გრაჰამ ბელმა ტელეფონი დააპატენტა.

1936 : ლოკარნოს ხელშეკრულების დარღვევით გერმანიამ რაინლანდი ანექსია მოახდინა.

1989 : ირანი და გაერთიანებული სამეფო დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტენ სალმან რაშდის სკანდალურ რომანთან დაკავშირებული უთანხმოების გამო.

1992 : საქართველოში სამხედრო გადატრიალებით მოსული სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მმართველად მოწვეულ იქნა ყოფილი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე.

1996 : პალესტინის პარლამენტის პირველი დემოკრატული არჩევნები შედგა.

2008 : რუსეთმა ცალმხრივად მოხსნა აფხაზეთის მიმართ 1996 წელს დსთ-ს მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციები.

2010 : დაპირისპირებას ნიგერიის ქალაქ ჯოსში მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის 300 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

2023 : საქართველოს პარლამენტში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის განხილვას საპროტეტოს გამოსვლები მოჰყვა.

ამ დღეს დაბადებულნი

1605 : სიმონ დეჟნიოვი — რუსი ზღვაოსანი.

1693 : კლემენტ XIII — რომის პაპი (1758–1769)

1850 : ტომაშ გარიგ მასარიკი — ჩეხოსლოვაკიის პირველი პრეზიდენტი (1918–1935).

1866 : ალექსეი ივანოვსკი — რუსი ანთროპოლოგი.

1872 : პიტ მონდრიანი — ნიდერლანდელი ფერმწერი

1875 : მორის რაველი — ფრანგი კომპოზიტორი

1893 : პოლიკარპე კაკაბაძე — ქართველი დრამატურგი

1900 : ფრიც ლონდონი — გერმანელი ფიზიკოსი.

1902 : ბიძინა კანდელაკი — ქართველი ქიმიკოსი

1904 : რაინჰარდ ჰაიდრიხი — გერმანიის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე

1908 : ანა მანიანი — იტალიელი კინომსახიობი

1924 : აბე კობო — იაპონელი მწერალი

1938 : ალბერ ფერი — ფრანგი ფიზიკოსი

1941 : ანდრეი მირონოვი — რუსი მსახიობი.

1944 : ჟიული შარტავა — ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე

1951 : თეიმურაზ გუგუშვილი — ქართველი ოპერის მომღერალი

1953 : ენტონი კარმონა — ტრინიდადი და ტობაგოს მეხუთე პრეზიდენტი (2013-2018)

1957 : გოგი გვახარია — ქართველი ხელოვნებათმცოდნე

1964 : ბრეტ ისტონ ელისი — ამერიკელი მწერალი

1979 : ლიზა ბათიაშვილი — ქართველი მევიოლინე

1979 : დავით ნარმანია — თბილისის მერი (2014 –2017)

1983 : გიორგი შკინინი — ქართველი მორაგბე.

1984 : მატიე ფლამინი — ფრანგი ფეხბურთელი

1990 : გიორგი გეთიაშვილი — ქართველი ფეხბურთელი

1991 : გიორგი არაბული — ქართველი პოეტი, რეჟისორი.

1997 : ჯანლუკა გრავა — იტალიელი ყოფილი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

ძვ. წ. 322 : არისტოტელე — ბერძენი ფილოსოფოსი და მეცნიერი

161 : ანტონინუს პიუსი — რომის იმპერატორი

1274 : თომა აკვინელი — იტალიელი ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი

1724 : ინოკენტი XIII —- რომის პაპი

1934 : ფალიაშვილი, ივანე — ქართველი დირიჟორი, პიანისტი, ორგანისტი

1959 : ჰატოიამა იტირო — იაპონიის პოლიტიკური მოღვაწე

1972 : არსენ მეკოკიშვილი — ქართველი სპორტსმენი, მოჭიდავე, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1951). მსოფლიოს ჩემპიონი, სსრკ ცხრაგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში და შვიდგზის ჩემპიონი სამბოში.

დღესასწაულებ

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

პოლიკარპე სმირნელი

ღირსი იოანე, ანტიოქე და ანტონინე, ღირსი მოსე, ღირსი ზევინი, ღირსი პოლიქრონი, ღირსი მოსე მეუდაბნოე და დამიანე მეუდაბნოე

ღირსი ალექსანდრე

წმინდა გორგონია

ღირსმოწამე დამიანე

აგრეთვე:

ალბანეთი : მასწავლებელთა დღე

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის