USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Тбилиси
7 ივნისს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
дата:  1045

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 7 ივნისს, 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბურიანი, ნავდარაანთკარი, წინამძღვრიანთკარი, კოტორაანთკარი, ზაქარო, არაშენდა, გალავანი, შანკევანი, საგურამო, ბიწმენდი; 13:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებში ძალისი, ქსოვრისი, მუხრანი, ილტოზა, ვაზიანი, ვარდისუბანი, ერედა, ქანდა, პატარა ქანდა, მჭადიჯვარი, ხოლო 13:00-დან 15:00 საათამდე - მცხეთაში სამხედროს, ნარეკვავის, გოგებაშვილის, გურამიშვილის, კახეთის, ქართლის და მიმდებარე ქუჩებზე, წიწამურში.

„10:00-დან 10:05 საათამდე და 17:55-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით გამოირთვება სოფლებში ცხვარიჭამია, კევლიანი, თეზამი, ლელუბანი, გლდანი.

11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება დუშეთის და მცხეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში წითელსოფელი, ლაშარის ჯვარი, ნაოზა, ნავაზარი, ნავაზა, ჭოპორტი, მისაქციელი, ბაგიჭალა, ბულაჩაური, ახალშენი, მჭადიჯვარი, ლამოვანი, ქვიტკირის წყარო, ზემო შუახევი, ქვემო კოდისწყარო, ჭილურტი და მიმდებარე სოფლებში.

11:30-დან 14:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ჟებოტა, ლელოვანი, თეთრახევა, თეგერაანები, ძებნიაურები და მიმდებარე ტერიტორიაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - წერია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати