USD 2.6975
EUR 3.1825
RUB 3.4401
Тбилиси
7 ივნისი- ეს დღე ისტორიაში
дата:  1022

7 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 158-ე დღე (ნაკიან წლებში – 159-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 207 დღე.

დღის მოვლენები

  • 1099 : პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა — დაიწყო იერუსალიმის ალყა.
  • 1340 : ჰოლანდიაში დააარსეს ქალაქი როტერდამი.
  • 1494 : ესპანეთსა და პორტუგალის შორის დადებული შეთანხმებით ორმა ქვეყანამ ახალი მსოფლიო გაიყო.
  • 1654 : ლუი XIV საფრანგეთის მეფე გახდა.
  • 1692 : პორტ-როიალში, იამაიკა, მიწისძვრამ 1600 ადამიანი იმსხვერპლა, კიდევ 3000 მძიმედ დაშავდა.
  • 1775 : შეერთებულმა კოლონიებმა შეიცვალეს სახელწოდება და ამ დღიდან მათ შეერთებული შტატები ეწოდათ.
  • 1776 : ყველა ინგლისურმა კოლონიამ ნიუ-იორკის გარდა მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობის გამოცხადებას.
  • 1832 : ირლანდიელი იმიგრანტების ჩამოტანილმა აზიურმა ქოლერამ კვებეკში 6000 ადამიანი იმსხვერპლა.
  • 1863 : მეხიკო ფრანგებმა აიღეს.
  • 1893 : განდის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის პირველი აქცია იწყება.
  • 1903 : ბერლინში ფრანგმა მეცნიერმა პიერ კიურიმ განაცხადა ახალი ქიმიური ელემენტის პოლონიუმის აღმოჩენის შესახებ.
  • 1905 : შვედეთისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა ნორვეგიამ.
  • 1913 : ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე უმაღლესი მწვერვალი მაკ-კინლი დაიპყრეს ამერიკელმა მთამსვლელებმა.
  • 1919 : ნიუ-იორკში პირველად ჩატარდა ავტომობილის მართვის მოწმობების წერითი ტესტური გამოცდა.
  • 1929 : ვატიკანმა მიიღო სუვერენული სახელმწიფოს სტატუსი.
  • 1942 : იაპონელმა ჯარისკაცებმა ალასკასთან აშშ-ის მფლობელობაში მყოფი ალეუტის ორი კუნძული დაიპრყეს.
  • 1960 : საუდის არაბეთში ქალებს განათლების მიღების უფლე მიეცათ.
  • 1965 : კორპორაცია „სონი“-მ წარმოადგინა სახლის პირველი ვიდეომაგნიტოფონი CV-2000 რომლის ღირებულება $995 იყო.
  • 1966 : ყოფილი მსახიობი, რონალდ რეიგანი, კალიფონიის 33-ე გუბერნატორი გახდა.
  • 1967 : ექვსდღიანი ომის შედეგად ისრაელმა იერუსალიმი აიღო.
  • 2006 : ბრიტანეთის პარლამენტის შენობა დახურეს ანთრაქსის საშიშროების გამო.
  • 2007 : ამერიკელმა მეცნიერებმა მიაკვლიეს პოტენციურად მომაკვდინებელი ბაქტერიის ახალ შტამს სახელით Bartonella rochalimae.
  • 2015 : საფეხბურთო კლუბმა ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში იტალიური იუვენტუსი დაამარცხა და ტიტული მეხუთედ მოიგო.
  • 2016 : საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები 1:0 დაამარცხა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1848 : პოლ გოგენი — ფრანგი ფერმწერი, იმპრესიონისტი. (გ. 1903)
  • 1879 : კნუდ რასმუსენი — დანიელი ეთნოგრაფი და მკვლევარი. (გ. 1933),
  • 1896 : იმრე ნადი — უნგრელი პოლიტიკოსი, პრემიერ-მინისტრი 1953–1955 (გ.1958)
  • 1897 : კირილ მერეცკოვი — რუსი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე (გ.1968)
  • 1917 : დინ მარტინი — იტალიური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი (გ. 1995)
  • 1940 : ტომ ჯონსი — (ნამდვილი სახელი ტომას ჯონს ვუდოურდი), ინგლისელი მომღერალი.
  • 1942 : მუამარ კადაფი — ლიბიელი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე (გ. 2011)
  • 1952 : ორჰან ფამუქი — თურქი მწერალი
  • 1958 : პრინცი — ამერიკელი მუსიკოსი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1329 : რობერტ ბრიუსი — შოტლანდიის მეფე (დ. 1274)
  • 1954 : ალან ტიურინგი — ინგლისელი მათემატიკოსი (დ.1912)
  • 2015 : კრისტოფერ ლი — ინგლისელი მსახიობი და მომღერალი. (დ. 1922)

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

  • დანია: პრინც იოახიმის დაბადების დღე.
  • ესპანეთი: რესპუბლიკის დღე
  • ყირგიზეთი: ფინანსური და ეკონომიკური მუშაკების დღე.
  • მალტა: წამებულების დღე.
  • ნორვეგია: დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე.
  • პერუ: დროშის დღე.

საეკლესიო დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • მესამედ პოვნას პატიოსნისა თავის წმინდისა დიდებულისა წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი
    • თერაპონტე კვიპრელი
Тбилиси
გადასასვლელ ხიდთან 280-მეტრიანი საავტომობილო ესტაკადის მშენებლობაზე ₾100 მილიონი დაიხარჯება

თბილისის მერია გადასასვლელ ხიდთან, ცოტნე დადიანისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობას გეგმავს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და მასზე მომდევნო წელს 10 მილიონი ლარი დაიხარჯება, 2027 წელს კი დამატებით 87.5 მილიონი ლარი. მთლიანობაში 280-მეტრიანი ესტაკადის პროექტირება-მშენებლობის წინასწარი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტზე საგზაო მარშრუტის კვლევაზე 2025 წელს უკვე 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სარკინიგზო მაგისტრალი ქალაქის ცენტრალურ მონაკვეთს ყოფს იმგვარად, რომ მოედნის პარალელურად არსებულ ქუჩებს შორის დაკავშირებადობა მინიმალურია და აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით ქალაქის უბნების დაკავშირებადობა გაუმჯობესდეს.

"ქალაქ თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის კორიდორი და თანმდევი ინფრასტრუქტურა ქმნის 4-კილომეტრიან მონაკვეთს აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო კავშირის გარეშე, გარდა შეზღუდული რაოდენობის საფეხმავლო კავშირებისა. ეს ისტორიული დაბრკოლება ხელს უშლის თბილისის სატრანსპორტო გეგმის პრიორიტეტებისკენ მისწრაფებას. სადგურის მოედანი მდებარეობს აღნიშნულ ამ 4-კილომეტრიან მონაკვეთში. ის წარმოადგენს დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო „ჰაბს“, სადაც თავს იყრის 61 ავტობუსის მარშრუტი, მეტროს 2 ხაზი, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის სერვისები. ტერიტორია ემსახურება საათში 330 ავტობუსის სერვისს, საიდანაც მომავალში 150 გამოიყენებს ხიდს. თბილისის სატრანსპორტო გეგმის თანახმად, სადგურის მოედანი ასევე იქნება თბილისის საგარეუბნო რკინიგზის სერვისების თავმოყრის წერტილი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის მისი, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. ამჟამინდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთ კავშირის არარსებობა აფერხებს მაღალი ხარისხის ჰაბის განვითარებას, ხშირად 22 ავტობუსის მარშრუტის შეწყვეტა ხდება ვადაზე ადრე ან ახორციელებენ 1.5 კილომეტრიანი შემოვლითი მგზავრობას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის გადაადგილების დროს, ჰაერის დაბინძურებასა და ვიბრაციას, ისევე როგორც ამცირებს მარშრუტების ხარჯეფექტიანობას. თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევამ, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ჩატარდა, მულტიკრიტერიუმიანი ანალიზის საშუალებით, გამოავლინა თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის ხაზის ორ მხარეს (აღმოსავლეთ და დასავლეთ) შორის ახალი კავშირის შექმნის საუკეთესო ალტერნატივა - საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტის მქონე საავტომობილო ხიდი, დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს შორის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევის საფუძველზე შექმნილ ანგარიშს, კონცეფციას. პროექტის მიზანი არის, ამ კონცეფციით განსაზღვრული, საავტომობილო ხიდის მშენებლობა.

აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს საავტომობილო ხიდს ქალაქ თბილისში, რომელიც დააკავშირებს სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან და იქნება 280 მეტრი სიგრძის, 8.5 მეტრი სიგანის სწორ მონაკვეთში, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე). ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7 მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის. საავტომობილო ხიდი ითვალისწინებს 18 მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი - 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი - 12 მეტრი. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში იქნება 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით", - ნათქვამია 2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.

წყარო: https://bm.ge

sadguris-moedani_o_h

более
голосование
Кстати