- ფოტოზე გამოსახულია ბახმუტის მისადგომებთან, სამხრეთით, უკრაინული არტილერიისა და ქვეითი ნაწილების მოქმედების შედეგი. მხოლოდ ერთ, ძალიან პატარა მონაკვეთზე - მოკლულია 50+ რუსი სამხედრო. შემტევი რუსული რაზმის დიდი ნაწილი პროფესიონალი სამხედროები არიან. მას შემდეგ, რაც რუსი პატიმრების რესურსით უკრაინელთა თავდაცვას თითქოს გადაღლილობა შეეტყო რუსებმა მოქმედებაში პროფესიონალები ჩართეს. მიუხედავად ამისა, უკრაინული არტილერია ძალიან ზუსტია, ისევე როგორც ქალაქის მცველთა მოტივაცია.
მეორე შეტევა ბახმუტზე აღმოსავლეთიდან ვითარდებოდა. იერიში ამ მხრიდანაც მოგერიებულია, მტერი კი - უკუგდებული.
უკრაინელთა მხრიდან ზუსტი საარტილერიო დარტყმები და ქვეითი დანაყოფების პროფესიონალიზმი იმაზე მიუთითებს, რომ რუსები კვლავ ვერ აფასებენ სიტუაციას ადეკვატურად. თუმცა ის გარემოებაც თვალშისაცემია, რომ რუსებმა ძირითადი ფსონის დადება ბახმუტზე გადაწყვიტეს. ფრონტის სხვა ხაზებიდან მოხსნილი სამხედროები და დაქირავებული მეომრები დონეცკის რაიონის სწორედ ამ მიმართულებაზე არიან გადმოსროლილები.
- სიტუაცია გამოსწორდა სოლედარში - მას შემდეგ რაც წუხელ უკრაინულმა საჯარისო ნაწილებმა კონტრშეტევა განახორციელეს, ქალაქის ცენტრალური ნაწილის გათავისუფლება მოხერხდა და რუსები უკუგდებულ იქნენ. ბრძოლა სოლედარის ირგვლივ გრძელდება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალურ რაიონში და "არტემსოლის" ქარხანასთან მიღწეული რუსები გაანადგურეს.
რუსები სოლედარის აღების მცდელობით არამხოლოდ ბახმუტის მომიჯნავედ, ჩრდილო-აღმოსავლეთით ცდილობენ კონტროლის მოპოვებას, არამედ მდინარე ჩრდილოეთის დონეცისაკენ დაძვრას და უკრაინელი მცველების ბილოჰორივკასთან და სპირნესთან ალყაში მოქცევას. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, მაგრამ კრემინაზე უკრაინული დაწოლა მხოლოდ ამით შეუძლიათ შეამსუბუქონ.
მოცემულ მომენტში ბრძოლა კვლავ სოლედარის ცენტრის სიახლოვეს მიმდინარეობს, მაგრამ ამჯერად შეტევა და კონტრშეტევა ერთმანეთს ანაცვლებს.
- გაზსადენი აფეთქდა ლუგანსკის რაიონში, ქალაქი ლუგანსკის სიახლოვეს, ლუტუგინში. მიზეზი უცნობია, მაგრამ ეს ოკუპირებული სამხედრო ცენტრების ყაზარმებში გაზმომარაგებას შეაჩერებს. ახლა კი იქ -14 გრადუსია.
- უკრაინულმა არტილერიამ რუსული პოზიციები დაბომბა ზაპორიჟიას რაიონში, ქალაქი ტოკმაკის სიახლოვეს. ოკუპირებული ზაპორიჟიას დაცვითი ხაზის დიდი ნაწილი დასუსტებული და გამოფიტულია.