USD 2.7050
EUR 3.0872
RUB 3.3681
Tbilisi
7 იანვრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
 651

ვერძი

ამ დღეს შეგიძლიათ განსაკუთრებით მომხიბვლელი იყოთ, ამიტომ შესაფერისი დროა რომანტიკული ნაცნობობისა და პაემნებისთვის. გაუთვალისწინებელი შემთხვევა გაიძულებთ, ადამიანზე ან მოვლენაზე აზრი შეიცვალოთ. გირჩევთ, დღის ჩვეული განრიგი არ შეცვალოთ და კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედოთ.

კურო

მშვენიერი დღეა მეგობრებთან შეხვედრებისა და საერთო საქმის დაწყებისთვის. ამ დღეს ნებისმიერ კამათში და დისკუსიაში გულწრფელობა უნდა გამოიჩინოთ და სიმართლე თქვათ. შეიძლება, რთული ან უსიამოვნო იყოს, მაგრამ ემოციურ შვებას და სარგებელს სწორედ ეს სიმართლის თქმა მოგიტანთ. უფრთხილდით მანიპულატორებს - ვიღაც თქვენს გაბრაზებას და კონფლიქტის გამოწვევას ცდილობს.

ტყუპები

ეს დღე უფრო შესაფერისია მუშაობისთვის, ვიდრე დასვენებისთვის, ამიტომ ეცადეთ, 7 იანვარი უფრო აქტიურად გაატაროთ. ნაყოფიერი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის - თუ არ იზარმაცებთ, შესაძლოა, რაღაც განსაკუთრებული შექმნათ. საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი თქვენს ურთიერთობას უფრო მყარს და საიმედოს გახდის.

კირჩხიბი

თუ ახალ ემოციებსა და შთაბეჭდილებებზე ოცნებობთ, ოთხ კედელში ჯდომა ცუდი გადაწყვეტილება. გირჩევთ, ლამაზად ჩაიცვათ და ხალხმრავალ ადგილზე წახვიდეთ, სადაც შესაძლოა, საინტერესო ადამიანს შეხვდეთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას გაალამაზებს. დააკვირდით თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებს – თუ სწორ დასკვნებს გამოიტანთ, მომავალში ბევრ პრობლემას აიცილებთ თავიდან.

ლომი

ამ დღეს თქვენს ცხოვრებაში შესაძლოა საინტერესო მოვლენები მოხდეს. ზოგისთვის ეს რომანტიკული პაემანი იქნება, ზოგისთვის კი ნათესავების შეკრება. სანამ ახალ საქმეს დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ ოჯახის წევრები მხარს დაგიჭერენ. თუ დახმარება არა, რჩევები და გამამხნევებელი სიტყვები აუცილებლად დაგჭირდებათ. ვარსკვლავები მოულოდნელ შემოსავალს გპირდებიან.

ქალწული

ამ დღეს პარტნიორული ურთიერთობები სასურველი შედეგით გაგახარებთ. ეს როგორც სამსახურს, ისე პირად ცხოვრებას ეხება. ეცადეთ, საკუთარ პრობლემებთან მარტო არ დარჩეთ. თუ მიმდინარე დავალებებს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, დახმარება ოჯახის წევრებს ან მეგობრებს უნდა სთხოვოთ. გამორიცხული არ არის, რომ მარტოხელა ქალწულებმა ნამდვილი სიყვარული იპოვოთ.

სასწორი

ამ დღეს საოჯახო საქმეებზე ზრუნვა მოგიწევთ და ეცადეთ, ამ პროცესს ცოტა კრეატიულობაც დაამატოთ: სადღესასწაულო სუფრა ლამაზად გააწყვეთ, ნაძვის ტოტებით გააფორმეთ და ა.შ. ეს დღე ხელსაყრელია ფიზიკური მუშაობისთვისაც, მაგრამ ძალიან არ უნდა გადაიღალოთ. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობამ შეიძლება საინტერესო იდეისკენ გიბიძგოთ, რომლის წარმატებით განხორციელებასაც მალე შეძლებთ.

მორიელი

7 იანვარი ნამდვილი რომანტიკის დღეა. თუ დაოჯახებული არ ხართ, ლამაზად ჩაიცვით და წადით იქ, სადაც ხალხი იკრიბება: ბარებში, კაფეებში, კინოთეატრებში და ა.შ. დღეს დიდი შანსი გაქვთ, რომ ცხოვრების სიყვარულს შეხვდეთ. თუ პაემანზე მიგიწვიეს, აუცილებლად დათანხმდით. ამ დღეს დაწყებული კავშირი შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს და თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. მოსალოდნელია სიახლე, რომელიც თქვენს ჩვევებსა და ყოველდღიურ განრიგში ცვლილებებს შეიტანს.

მშვილდოსანი

ამ დღეს თავს ყველაზე კარგად სახლში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში იგრძნობთ, ამიტომ შეგიძლიათ, ტელეფონი გათიშოთ და ტელევიზორის წინ, მოხერხებულად მოკალათდეთ. ზოგი მშვილდოსანი სახლში რომანტიკულ პაემანს მოაწყობს ან საყვარელ ადამიანს ახლობლებს გააცნობს. ამ დღეს მოერიდეთ დამატებითი ვალდებულებების აღებას და ისეთი დაპირების მიცემას, რომელსაც ვერასოდეს შეასრულებთ.

თხის რქა

დროა, სამსახურის მენეჯმენტთან თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილოთ. დღის მეორე ნახევარში საყვარელი საქმიანობა დაგეხმარებათ, ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ. გირჩევთ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ - ამინდის მიხედვით ჩაიცვათ და სწორად იკვებოთ.

მერწყული

მაღაზიებში სიარულისა და შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა. სამაგიეროდ, შეგიძლიათ ახლობელ ადამიანთან ერთად რესტორანს ეწვიოთ და ზღვის პროდუქტების კერძი დააგემოვნოთ. თუ რესტორანში წასვლის სურვილი არ გაქვთ თევზი სახლში მოამზადეთ. ამ დღეს შეიძლება ისეთი რამ შეძლოთ, რასაც ერთი თვის ან თუნდაც ერთი კვირის წინ ვერ წარმოიდგენდით!

თევზები

შესაძლოა, მარტოხელა თევზებს ახალი თაყვანისმცემელი გამოუჩნდეთ. ხელს ნუ ჰკრავთ - ეს ურთიერთობა სასიამოვნო ემოციებს გაჩუქებთ. ეცადეთ, ახლობელი ადამიანები საკუთარი პრეტენზიებით არ გადაღალოთ - ფეთქებადი ხასიათის გამო შეიძლება საუკეთესო მეგობართანაც კი იჩხუბოთ. სჯობს, თავი აკონტროლოთ, რადგან სიტუაცია მაქსიმალურ კონცენტრაციას და თავშეკავებას მოითხოვს. ხელსაყრელი დღეა გარეგნობის შეცვლისთვის - დროა, სილამაზის სალონს ან კოსმეტოლოგს ეწვიოთ.

analytics
The Daily Telegraph - ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს

ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.

დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.

აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.

კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?

როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.

რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან)  ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.

არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.

იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.

ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.

თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way