USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
7 დეკემბერი - როგორი ამინდია დღეს საქართველოში
Date:  524

7 დეკემბერს ქუთაისში +12 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები უნალექო დღეს ვარაუდობენ, ღამით ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს. ოზურგეთშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. +14 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +4 გრადუსია, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში უნალექო დღეა. დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი. ახალციხეშიც გამოიდარებს. დღე +3 გრადუსი დაფიქსირდება ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს.

უნალექო დღეა ნავარაუდევი ბორჯომშიც, სადაც დღისით +2, ღამის განმავლობაში კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -8 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. +6 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი.

გუდაურში დღისით -3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაეცემა. ითოვებს ომალოში. დღისით -3 ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც თოვლიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +2 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია თოვლი, ღამით კი -4 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც თოვლია ნავარაუდები. დღისით +3 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ითოვებს.

რუსთავში დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

თბილისშიც თოვლია ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსია მოსალოდნელი.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way