USD 2.6195
EUR 3.0551
RUB 3.1118
Tbilisi
625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების საქმეზე დაკავებულის ადვოკატი - გამოძიება დაიწყო ადრე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა იცოდა გამოძიების დაწყების შესახებ, არ მიმალულა
Date:  544

625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ბრალდებით დაკავებულ კახა კოტორაშვილის ადვოკატის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, დაცვის მხარეს არ ჰქონდა პატიმრობის შეფარდების მოლოდინი.

როგორც ადვოკატმა განმარტა, გამოძიება დიდი ხნის წინ დაიწყო, შესაბამისად მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ მიმალულა.

კითხვაზე, დაიწყო თუ არა გამოძიება ერთი წლის წინ ადვოკატი ასე პასუხობს:

“ბუნებრივია, დღეს არ დაწყებულა. საუბარია იმაზე, რომ თუ არის რეგულაციები, რომლებიც კანონის ჩარჩოში ვერ ჯდება, ამაზე უნდა იზრუნოს ყველამ ერთად. ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მაგალითად, მე შეიძლება ქმედება კანონიერად მიმაჩნდეს, მაგრამ ეს ქმედება სხვანაირად შემიფასონ.

გამოძიება დაიწყო ადრე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა იცოდა გამოძიების დაწყების შესახებ, არ მიმალულა. ამიტომ რა აუცილებლობააა დღევანდელი დაკავების”,- განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, დაცვის მხარე მზად არის ითანამშრომლოს პროკურატურასთან და ჩაერთოს სამართლებრივი ხარვეზების მოგვარებაში, რომლებიც მისი თქმით, ვალუტის გადასახურდავებელ ჯიხურებსა და ბანკების პრაქტიკას უკავშირდება.

“მოლოდინი იმისა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა იქნებოდა გამოყენებული, ნამდვილად არ გვქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ საქმე, როგორც ფაქტობრივად, ასევე, სამართლებრივად ძალიან საინტერესოა.

ბევრი კითხვაა დაგროვილი, რომლებსაც პასუხები უნდა გაეცეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს, რაც აქვს ბრალად შერაცხული, აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს მტკიცებულებებს. თუ ბრალი შეუსაბამოა მტკიცებულებებთან, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს შესაბამისი დასაბუთება.

სამართლებრივი საკითხები, რომელიც თუნდაც ვალუტის გადასახურდავებელ ჯიხურებში არსებობს და ბანკებთან ურთიერთობას ეხება, თუ ეს არის დასარეგულირებელი, ამ კუთხით მზად ვართ პროკურატურასთან ვითანამშრომლოთ”, - აცხადებს ადვოკატი.

World
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way