USD 2.6285
EUR 2.9931
RUB 3.3635
Тбилиси
6 თვეში საქართველომ ოქროს ექსპორტიდან $50 მლნ-მდე შემოსავალი მიიღო
дата:  858

საქართველოდან ოქროს ექსპორტი თანხაში გაიზარდა, მოცულობაში კი, შემცირდა.

კერძოდ, 2024 წლის 6 თვეში საქართველომ 49.9 მლნ აშშ დოლარის 1.3 ტონა ოქრო გაიტანა ექსპორტზე. 2023 წლის იანვარ-ივნისში კი, 45.2 მლნ აშშ დოლარის 1.5 ტონა ოქრო.

ზრდა, მხოლოდ ქართული ოქროს ფასს არ შეხებია. 2024 წლის მეორე კვარტალში მსოფლიო ოქროს კავშირის (WGC) კვარტალური მიმოხილვის მიხედვით ოქროს OTC ტრანზაქციები წლიურად 53%-ით გაიზარდა.

საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი კი, შემდეგია:

  • შვეიცარია - 45.9 მლნ აშშ დოლარი;
  • თურქეთი - 3.5 მლნ აშშ დოლარი;
  • არაბთა გაერთიანებული საამირო - 517 ათასი აშშ დოლარი.
мир
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.

„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати