USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
6 თებერვალი - ეს დღე ისტორიაში
Date:  

6 თებერვალი — გრიგორიანული კალენდრის 37-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 328 დღე (ნაკიან წელში - 329).

 

დღის მოვლენები

  • 337 : იულიუს I აირჩიეს რომის პაპად.
  • 1774 : სოლომონ I ანადგურებს ლეკთა და ოსმალთა ჯარებს.
  • 1788 : მასაჩუსეტსი გახდა აშშ-ის მე-6 შტატი.
  • 1946 : კორეაში შეიქმნა დროებითი მთავრობა. 38-ე პარალელით ქვეყანა გაიყო ორ ზონად: ჩრდილოეთი – საბჭოთა, სამხრეთი – ამერიკული.
  • 1952: ელისაბედ II ბრიტანეთის დედოფალი ხდება.
  • 2008 : ბათუმის პორტი და ნავთობტერმინალი ყაზახურმა სახელმწიფო კომპანია ყაზმუნაიგაზმა შეიძინა.
  • 2010 : საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ერთა თასზე პირველ შეხვედრას ატარებს.
  • 2023 : თურქეთში, სირიის საზღვართან, 7,8 Mw სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1664 : მუსტაფა II — ოსმალეთის იმპერიის სულთანი 1695-1703 წლებში
  • 1665 : ანა — ინგლისის და შოტლანდიის გაერთიანების შემდეგ დიდი ბრიტანეთის პირველი მეფე
  • 1748 : ადამ ვაისჰაუპტი — გერმანელი ფილოსოფოსი
  • 1756 : აარონ ბური — ამერიკელი პოლიტიკოსი
  • 1807 :ეგნატე ბრიანჩანინოვი — სევასტოპოლელი ეპისკოპოსი
  • 1832 : ჯონ ბრაუნ გორდონი — კონფედერაციული შტატების არმიის გენერალ-მაიორი.
  • 1833 : ხოსე მარია დე პერედა — ესპანეთის ნოველისტი.
  • 1879 : პედრო აგირე სერდა — ჩილელი სახელმწიფო მოღვაწე
  • 1903 : სიკო დოლიძე — ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი.
  • 1911 : რონალდ რეიგანი — აშშ-ის მე-40 პრეზიდენტი (1981–1989)
  • 1911 : დიმიტრი თავაძე — ქართველი მხატვარი, სცენოგრაფი.
  • 1912 : ევა ბრაუნი — წლების მანძილზე იყო ადოლფ ჰიტლერის რჩეული
  • 1917 : ჟა ჟა გაბორი — უნგრელ-ამერიკელი მსახიობი.
  • 1921 : მიხეილ თუმანიშვილი — ქართველი რეჟისორი.
  • 1932: ფრანსუა ტრიუფო — ფრანგი რეჟისორი
  • 1945 : ბობ მარლი — იამაიკელი მუსიკოსი და მომღერალი.
  • 1950: ნატალი კოული — ამერიკელი მომღერალი
  • 1952 : სტივენ კალაჰანი — ამერიკელი მწერალი
  • 1954 : ავთანდილ იაშვილი — ქართველი ბიზნესმენი და საზოგადო მოღვაწე
  • 1959 : კენ ნელსონი — ბრიტანელი პროდიუსერი.
  • 1963 : ხოსეპ ბართომეუ — ესპანელი მეწარმე.
  • 1971: ზურაბ გეწაძე — ქართველი რეჟისორი და მსახიობი
  • 1971 : მელისა დოდა — ალბანელი პოლიტიკოსი.
  • 1986 : სოფო ნიჟარაძე — ქართველი მომღერალი
  • 1992 : კონსტანტინე გაბაშვილი — ქართველი ფეხბურთელი
  • 1992 : სოლომონ კვირკველია — ქართველი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1791 : ბესიკი — ქართველი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე.
  • 1793 : კარლო გოლდონი — იტალიელი დრამატურგი.
  • 1952 : ჯორჯ VI — დიდი ბრიტანეთის მეფე

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • დედა ქსენია
    • ბაბილა, ტიმოთე და აღაპი
    • ღირსი მაკედონი
    • ქსენია პეტერბურგელი
    • ღირსი დიონისე
    • პავლე, პავსირიუსი და თეოდოტიონი
    • ფილონი კოლპასტიელი
    • გერასიმე ველიკოპერმელი
    • იოანე ყაზანელი
  • აგრეთვე:
    • ახალი ზელანდია : ახალი ზელანდიის დღე (1840).
    • ლაპლანდია : ლაპონების (საამების) ეროვნული დღე.
tbilisi
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way