USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
6 ნოემბერი - ეს დღე ისტორიაში
Date:  864

6 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 310-ე დღე (ნაკიან წლებში – 311-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 55 დღე.

 

დღის მოვლენები

1860 : აბრაამ ლინკოლნი აშშ-ის მე-16 პრეზიდენტად იქნა არჩეული; იგი ამავე დროს პირველი რესპუბლიკელი იყო ამ პოსტზე.

1869 : ნიუ-ბრუნსვიკში, ნიუ-ჯერსი, რატგერსის უნივერსიტეტმა პრინსტონის უნივერსიტეტი (6-4) დაამარცხა ამერიკული ფეხბურთის პირველ ოფიციალურ კოლეჯთაშორის მატჩში.

1913 : მაჰათმა განდი დააპატიმრეს ინდოელ მაღაროელთა საპროტესტო მარშის წინამძღოლობისთვის სამხრეთ აფრიკაში.

1918 : პოლონეთის მეორე რესპუბლიკა გამოცხადდა პოლონეთში.

1928 : შვედები გუსტავუს ადოლფუსის ორცხობილების ჭამის ტრადიციას იწყებენ მეფის ხსოვნის ნიშნად.

1941 : მეორე მსოფლიო ომი : საბჭოთა ლიდერმა იოსებ სტალინმა საბჭოთა კავშირის ოცდაათწლიანი მმართველობის პერიოდში მოსახლეობას მეორედ მიმართა. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ომში 350 000 საბჭოთა ჯარისკაცი დაიღუპა გერმანელების დანაკარგები 4,5 მილიონ ჯარისკაცს შეადგენდა და რომ საბჭოთა გამარჯვება ახლოს იყო.

1943 : პირველი უკრაინული ფრონტის ჯარებმა კიევი გაათავისუფლეს ნაცისტებისგან.

1962 : აპართეიდი - გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც დაგმო სამხრეთ აფრიკის რასისტული პოლიტიკა და მოუწოდა გაეროს წევრ ქვეყნებს, გაეწყვიტათ სამხედრო და ეკონომიკური კავშირები ამ ქვეყანასთან.

1965 : კუბა და აშშ შეთანხმდნენ, რომ აშშ-ში ემიგრირების მსურველ კუბელებს გადაფრენის საშუალება მისცემოდათ. იმ წლისთვის ამ პროგრამით დაახლოებით 250 000 კუბელი გადასახლდა აშშ-ში.

1985 : ირანგეიტის სკანდალი - აშშ-ს პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით აშშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა ირანისთვის იარაღის მიწოდებაზე გასცა უფლება.

1991 : რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით სკკპ-მ შეწყვიტა არსებობა.

2001 : ბელგიის ეროვნული ავიაკომპანია საბენა გაკოტრდა.

2011 : კენიელი ჯეფრი მუტაი ნიუ-იორკის მარათონის გამარჯვებული გახდა.

2012 : ბარაკ ობამა აშშ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

კარლოს II

15 : აგრიპინა უმცროსი — ნერონის დედა

1479 : ხუანა კასტილიელი — კარლოს V-ს დედა

1494 : სულეიმან I — ოსმალეთის სულთანი

1661 : კარლოს II — ესპანეთის მეფე

1754 : ფრიდრიხ I — ვუნტერბერგის მეფე

1794 : პელისიე, ემაბლ ჟან ჟაკ — საფრანგეთის მარშალი

1835 : ლამბორზო, ჩეზარე — იტალიელი ექიმი და ანთროპოლოგი

1841 : ფალერი, არმან-კლემან — საფრანგეთის პრეზიდენტი

1852 : მამინ-სიბირიაკი, დიმიტრი — რუსი მწერალი

1860 : პადერევსკი, იგნაცი იან — პოლონელი კომპოზიტორი და პიანისტი; პოლონეთის პრემიერ მინისტრი.

1861 : ნეისმიტი, ჯეიმზ — კალათბურთის გამომგონებელი

1883 : ეგოროვი, ალექსანდრე — საბჭოთა კავშირის მარშალი

1886 : ჯუ დე — ჩინეთის სამხედრო, სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე

1893 : ფორდი, ედსელ — Ford Motor Company-ის პრეზიდენტი

1919 : ასფალგი, იულიუს — გერმანელი აღმოსავლეთმცოდნე

1921 : ჯოუნზი, ჯეიმზ — ამერიკელი მწერალი.

1966 : ლორენცი, ქრისტიან — გერმანელი მუსიკოსი (რამშტაინი)

1973 : ოქრუაშვილი, ირაკლი — ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე

ამ დღეს გარდაცვლილნი

1231 : ცუჩიმიკადო — იაპონიის იმპერატორი

1406 : ინოკენტი VII — რომის პაპი

1632 : გუსტავ-ადოლფუსი — შვედეთის მეფე

1656 : ჟუან IV — პორტუგალიის მეფე

1796 : ეკატერინე II — რუსეთის იმპერატორი

1822 : ბერთოლე, კლოდ ლუი — ფრანგი ქიმიკოსი

1836 : შარლ X (საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე

1846 : ჭავჭავაძე, ალექსანდრე — ქართველი სამხედრო და პოეტი

1893 : ჩაიკოვსკი, პეტრე — რუსი კომპოზიტორი

1925 : ხაი დინჰი — ვიეტნამის იმპერატორი

1960 : რედერი, ერიხ — გერმანელი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე

1964 : ოილერ-ჰეპინი. ჰანს ვონ — გერმანელი ქიმიკოსი

2012 : მაქსიმე — ბულგარეთის პატრიარქი

2015  : ნავონი, იცხაკ — პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ისრაელის მეხუთე პრეზიდენტი.

2017  : ჯანსუღ ჩარკვიანი — ქართველი პოეტი.

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმინდა არეთა და მასთან 4299 მოწამე;

ნეტარი ელეზვოი - ეთიოპიის მეფე

წმინდა სვინკლიტიკია და ორნი ასულნი მისნი

ათანასე I

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way