USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Тбилиси
6 მაისი- ეს დღე ისტორიაში
дата:  1399

6 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 126-ე დღე (ნაკიან წლებში - 127-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 239 დღე.

დღის მოვლენები

  • 1527 : კარლოს V-ის ჯარებმა რომი გაანადგურეს. ზოგიერთი ცნობით ეს თარიღი რენესანსის დასასრულს უკავშირდება.
  • 1682 : საფრანგეთის მეფე ლუი XIV-მ სამეფო კარი ვერსალში გადაიტანა.
  • 1757 : პრაღის ბრძოლა - რუსების არმია ავსტრიელებს ებრძვიან პრაღაში შვიდწლიანი ომის პერიოდში.
  • 1794 : ჰაიტელები ტუსენ ლუვერტიურის ხელმძღვანელობით საფრანგეთის წინააღმდეგ აჯანყდნენ.
  • 1840 : პენი ბლეკის საფოსტო მარკა ძალაში შევიდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.
  • 1861 : არკანზასი და ტენესი გამოეყვნენ აშშ-ს.
  • 1889 : ეიფელის კოშკის ინაუგურაცია პარიზის უნივერსალურ ექსპოზიციაზე.
  • 1910 : ჯორჯ V გახდა დიდი ბრიტანეთის მეფე, ედვარდ VII-ს გარდაცვალების შემდეგ.
  • 1940 : ჯონ სტაინბეკი პულიცერის პრემიით დაჯილდოვდა რომანისთვის „მრისხანების მტევნები“.
  • 1941 : ი. სტალინი დაინიშნა სსრ კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარედ.
  • 1945 : მეორე მსოფლიო ომი : პრაღის აღება - აღმოსავლეთის ფრონტის ბოლო მნიშვნელოვანი ბრძოლა დაიწყო.
  • 1994 : ლა-მანშის გვირაბი ოფიციალურად გახსნეს ფრანსუა მიტერანმა და დედოფალმა ელისაბედ II-მ.
  • 2004 : „აჭარული რევოლუციის“ დასარული. ასლან აბაშიძემ დატოვა საქართველოს ტერიტორია და რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელს იგორ ივანოვს მოსკოვში გაჰყვა. ბათუმში ჩავიდნენ მ. სააკაშვილი და ნ. ბურჯანაძე.
  • 2007 : ნიკოლა სარკოზიმ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 53%-ით სოციალისტი სეგოლენ რუაიალი დაამარცხა.
  • 2011 : გაერთიანებულ სამეფოში, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლაზე გამართულ რეფერენდუმზე, ამომრჩევლებმა ალტერნატიულ საარჩევნო სისტემაზე უარი თქვეს.
  • 2012 : ფრანსუა ოლანდი საფრანგეთის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • 2015 : სტიუარტ ბინემმა 2015 წლის სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატში გაიმარჯვა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1397 : სეჯონგ დიდი — კორეის მეფე
  • 1756 : მასენა, ანდრე — ფრანგი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე
  • 1758 : რობესპიერი, მაქსიმილიან — ფრანგი რევოლუციონერი.
  • 1856 : ფროიდი, ზიგმუნდ — ავსტრიელი ფსიქიატრი და ფსიქოლოგი.
  • 1861 : თაგორი, რაბინდრანათ — ინდოელი მწერალი.
  • 1902 : გიგინეიშვილი, კონა — ქართველი ფილოლოგი, ენათმეცნიერი.
  • 1907 : ვეკუა, ილია — ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი.
  • 1945 : გუგუშვილი, ბესარიონ — საქართველოს რეპუბლიკის რიგით მეორე პრემიერ-მინისტრი.
  • 1953 : ბლერი, ენტონი — დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.
  • 1961 : კლუნი, ჯორჯ — ამერიკელი მსახიობი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1859 : ჰუმბოლდტი, ალექსანდერ — გერმანელი ბუნებისმეტყველი და მოგზაური.
  • 1910 : ედვარდ VII — დიდი ბრიტანეთის მეფე.
  • 1959 : რაგნარ ნურკსე — ესტონელი ეკონომისტი.
  • 1992 : დიტრიხი, მარლენ — გერმანელი კინომსახიობი, მომღერალი.
  • 1995 : ჰაბერლერი, გოლტფრიდ ფონ — ამერიკელი ეკონომისტი.

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • წმინდა გიორგი – გიორგობა
    • დედოფალი ალექსანდრა და წმინდა ვალერია
    • ანატოლი და პროტოლეონი
  • აგრეთვე:
    • ბულგარეთი - არმიის დღე.
    • საქართველო - პოლიციის დღე.
общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати