რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივლისისთვის:
ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
რთული დღეა. გირჩევთ კონფლიქტებს ერიდოთ და არავის არაფერი დაჰპირდეთ - დიდი ალბათობით, პირობის შესრულება გაგიჭირდებათ. ეცადეთ დღის უმეტესი ნაწილი სახლში გაატაროთ და მხოლოდ ის აკეთოთ, რაც სიამოვნებას განიჭებთ. რთული საქმეები უმჯობესია სამომავლოდ გადადოთ, რადგან დღეს ასეთ საქმეებში წინსვლას ვერ მიაღწევთ. ნუ გადაიღლებით. ვარსკვლავები ხშირად დასვენებას და განწყობის ამაღლებას გირჩევენ.
კურო (21 აპრილი - 21 მაისი)
შესაძლოა, ამ დღეს პირად ცხოვრებაში მოულოდნელი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილება მიიღოთ. განმარტოებისთვის ხელსაყრელი დღეა, ამიტომ გირჩევთ შეხვედრები და ურთიერთობები შეამციროთ. ამ დღეს მთელი ყურადღება საქმეზე უნდა გადაიტანოთ და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. პროფესიულ საქმიანობაში დაშვებულმა შეცდომებმა შეიძლება თავი შეგახსენოთ. ეცადეთ, ნეგატიურ გრძნობებს არ აჰყვეთ და მხოლოდ სასიამოვნო თემებზე იფიქროთ.
ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)
ტყუპებო, ყურადღება მოიკრიფეთ და იმოქმედეთ, რადგან იღბალი თქვენს მხარესაა. გირჩევთ ძალები ეკონომიკაში ან პოლიტიკაში მოსინჯოთ. ამ დღეს საკუთარ თავში ახალ, სრულიად უცნობ თვისებებს აღმოაჩენთ და მიხვდებით, რომ „მეორე სუნთქვა“ გეხსნებათ. დღის მეორე ნახევარში ფრთხილად უნდა იყოთ - არსებობს სამსახურში კონფლიქტებისა და საგზაო შემთხვევების შესაძლებლობა.
კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)
სავარაუდოდ, საკუთარი მოუთმენლობის გამო დაწყებულ საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვანთ. კომპრომისის ძიების ნაცვლად, ცდილობთ გარშემო მყოფებს საკუთარი აზრი თავზე მოახვიოთ, რამაც შეიძლება კონფლიქტამდე მიგიყვანოთ. შესაძლოა, რაღაც ისე არ ხდება, როგორც თქვენ გსურთ, თუმცა ყველაფრის ერთდროულად კეთებით საქმეს ვერ უშველით. თუ ვინმესთან შერიგებას და მობოდიშებას აპირებთ, უკეთეს დროს ვერ იპოვით
ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)
ამ დღეს ახალი საქმის დაწყება არ შეიძლება, რადგან სასურველი შედეგის მიღწევა გაგიჭირდებათ. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცის საიდუმლო გაიგოთ და აქედან სარგებელი მიიღოთ. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან და უარყავით ყველა საქმიანი შეთავაზება - ისინი პრობლემების გარდა არაფერს მოგიტანთ. რომელიღაც ბიზნეს პარტნიორი თქვენს მოტყუებას ეცდება, ამიტომ ყველა საბუთი ყურადღებით უნდა შეამოწმოთ.
ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)
ამ დღეს სამუშაო თქვენგან ჩვეულებრივზე მეტ ძალისხმევას და მოთმინებას მოითხოვს. გირჩევთ პირად ცხოვრებაში მეტი სიმტკიცე გამოიჩინოთ. თუ პარტნიორის ერთგულებაში ეჭვი გეპარებათ, ნუ დააყოვნებთ, ეცადეთ თამამი გადაწყვეტილება მიიღოთ. ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ კარიერული და ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. საღამოს მოულოდნელი სიახლეებს მიიღებთ, მაგრამ დასკვნების გამოტანამდე ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ.
სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)
იღბლიანი დღეა. მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. სავარაუდოდ, საინტერესო შეთავაზებას მიიღებთ და დაუფიქრებლად უნდა დათანხმდეთ. საქმე თუ პირველ ცდაზე არ გამოდის, მეორედ უნდა სცადოთ. თუ სიმტკიცეს გამოიჩენთ და უკან არ დაიხევთ, სასურველ შედეგს აუცილებლად მიიღებთ.
მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)
ეცადეთ საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ. სავსებით შესაძლებელია, რომ ყველაფერი გაცილებით უკეთაა, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. გარშემო მყოფებს თქვენი წარმატება ახარებთ, თუმცა შესაძლოა, გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც ეცდება დაგაზიანოთ. უახლოეს დღეებში სამსახურში პრობლემებს უნდა ელოდოთ. გირჩევთ, გადაწყვეტილებები ფრთხილად მიიღოთ, შედეგები და რისკები ობიექტურად შეაფასოთ.
მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
გრძნობთ, რომ დასვენება გჭირდებათ. დაღლილობა, რომელიც ბოლო დროს გამუდმებით გაწუხებთ, გამოწვეულია ემოციური სტრესით. გარშემო მყოფებთან ურთიერთობაზე უარს ამბობთ, რასაც ყველაზე მეტად თქვენი ოჯახი განიცდის. შეეცადეთ ეს მოცემულობა შეცვალოთ და საყვარელი ადამიანები დაამშვიდოთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, თავის ტკივილმა და მაღალმა წნევამ შეგაწუხოთ.
თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)
შესაძლოა დილას თავი შეუძლოდ იგრძნოთ. ყოველდღიური პრობლემების მოგვარება დიდ ძალას მოითხოვს, მაგრამ ამის სამომავლოდ გადადება არ შეიძლება. ეცადეთ ყველა დაწყებული საქმე დაასრულოთ, რადგან სახლში სიმშვიდე თქვენი კეთილდღეობის გასაღებია. საღამოს სასიამოვნო სიახლე გელით. ვარსკვლავები გირჩევენ, სახლიდან გახვიდეთ, ახალ ადგილებს ეწვიოთ და „თვალს წყალი დაალევინოთ“. გარშემო მყოფებთან აქტიური ურთიერთობა დაუვიწყარ ემოციებს გაჩუქებთ.
მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)
ბიზნესში ან პროფესიულ საქმიანობაში მოულოდნელი სირთულე გელით. ასეთ სიტუაციაში ბევრია დამოკიდებული კოლეგებზე, რომლებსაც შეუძლიათ რთული სიტუაციიდან გამოსავალი იპოვონ. ინტუიციის და პირადი ხიბლის დამსახურებით თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება. გამორიცხული არ არის, რომ ფულის შოვნის ახალი გზები აღმოაჩინოთ.
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
ეცადეთ, საყვარელ ადამიანს, მის საქმეებს და საზრუნავს მეტი ყურადღება მიაქციოთ, სასურველია სიურპრიზი ან რომანტიკული პაემანი მოუწყოთ და ურთიერთობა გააძლიეროთ. შესაძლოა, ამ დღეს მაცდური შეთავაზება მიიღოთ, რომელიც გამოცდილ ადამიანებთან ერთად უნდა განიხილოთ და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღოთ.