USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
6 იანვარი - ეს დღე ისტორიაში
Date:  900

6 იანვარი — გრიგორიანული კალენდრის მე-6 დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 359 დღე (ნაკიან წელში - 360).

დღის მოვლენები

  • 1066 : ჰაროლდ გოდვინსონი ინგლისის მეფედ აკურთხეს.
  • 1449 : ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე XI აკურთხეს მისტრასთან.
  • 1838 : სემიუელ მორზე ელექტრული ტელეგრაფის პირველ წარმატებულ გამოცდას ახორციელებს.
  • 1912 : ნიუ-მექსიკო გახდა აშშ-ს 47-ე შტატი.
  • 1929 : დედა ტერეზა კალკუტაში ჩადის ინდოეთის უღარიბეს ხალხთან საქველმოქმედო სამსახურის დასაწყებად.
  • 1937 : საბჭოთა კავშირში ჩატარდა მოსახლეობის მეორე აღწერა.
  • 1940 : ნაცისტებმა პოლონელების მასიური სიკვდილით დასაჯა მოაწყვეს პოზნანში.
  • 1950 : გაერთიანებული სამეფო ცნობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას. ჩინეთის რესპუბლიკამ (ტაივანი) ბრიტანეთთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა.
  • 1992 : ზვიად გამსახურდიამ თბილისი დატოვა სამოქალაქო ომის ფონზე.
  • 1992 : მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ აზერბაიჯანისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
  • 2010 : დოვლეთაბად-სარახს-ხანგირანის გაზსადენის ამოქმედებით თურქმენეთს ბუნებრივი აირის ირანში ექსპორტის ახალი გზა გაეხსნა.
  • 2014 :
    • არქეოლოგებმა ეგვიპტის ფარაონ სებეხოტეპ II-ის საფლავის იდენტიფიცირება მოახდინეს.
    • აშშ-ის სენატმა ჯანეტ იელენი ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაამტკიცა.
  • 2021 : დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1367 : რიჩარდ II — ინგლისის მეფე.
  • 1412 : ჟანა დ’არკი — საფრანგეთის ეროვნული გმირი.
  • 1636 : ოლფერტ დაპერი — ნიდერლანდელი ექიმი
  • 1706 : ბენჯამინ ფრანკლინი — ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე
  • 1745 : ჟაკ-ეტიენ მონგოლფიე — საჰაერო ბუშტის გამომგონებელი ფრანგი ძმები
  • 1811  : ჩარლზ სუმნერი — ამერიკელი პოლიტიკოსი
  • 1822 : ჰაინრიხ შლიმანი — გერმანელი არქეოლოგი.
  • 1832 : გუსტავ დორე — ფრანგი მხატვარი, სკულპტორი
  • 1848  : გიგო შარაშიძე — ქართველი პედაგოგი, ეთნოგრაფი, საზოგადო მოღვაწე.
  • 1861 : ვიქტორ ორტა — ბელგიელი არქიტექტორი
  • 1865  : ნიკო მარი — ენათმეცნიერი
  • 1870 : გუსტავ ბაუერი — გერმანელი სოციალ-დემოკრატი პოლიტიკოსი
  • 1872 : ალექსანდრე სკრიაბინი — რუსი კომპოზიტორი
  • 1873 : ხაიმ ნახმან ბიალიკი — ებრაელი პოეტი
  • 1876 : მეშადი აზიზბეკოვი — რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი კავკასიაში
  • 1878  : კარლ სენდბერგი — ამერიკელი პოეტი
  • 1879 : ემილ არგანი — შვეიცარიელი გეოლოგი
  • 1882  : ფან ნოლი — ალბანეთისა და ამერიკის პოლიტიკური, საზოგადო და რელიგიური მოღვაწე.
  • 1883 : ჯუბრან ხალილ ჯუბრანი — ლიბანელი მწერალი და მხატვარი
  • 1893  : მიხეილ გელოვანი — ქართველი მსახიობი, რეჟისორი
  • 1896 : ვეჩიჰი ჰურკუში — ლეგენდარული თურქი მფრინავი
  • 1912 : სელსო ემილიო ფერეირო — გალისიელი აქტივისტი
  • 1939 : ვალერი ლობანოვსკი — საბჭოთა უკრაინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი.
  • 1938 : ადრიანო ჩელენტანო - მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი, მსახიობი, კინორეჟისორი, სატელევიზიო წამყვანი
  • 1946  : სიდ ბარეტი — ინგლისელი მუსიკოსი
  • 1954 :ენტონი მინგელა — ინგლისელი რეჟისორი
  • 1955  : როუენ ატკინსონი — ინგლისელი მსახიობი
  • 1972 : ნეკი (მომღერალი) — იტალიელი მომღერალი-კომპოზიტორი.
  • 1977 : ედრიან უეიდვიცი — ცნობილი ვიკიპედიელი
  • 1978 : დიმიტრი გორდეევი — რუსი პოლიტიკოსი
  • 1986  : ალექს ტერნერი — ინგლისელი მუსიკოსი
  • 1991 : აზამატ ჯიოევი — რუსი ფეხბურთელი
  • 1992 : ნიკა ძალამიძე — ქართველი ფეხბურთელი
  • 1994  : გიორგი ფანცულაია — ქართველი ფეხბურთელი
  • 1994 : დენის სუარესი — ესპანელი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 786 : აბო თბილელი — ქრიატიანობისთვის წამებული.
  • 1725 : ტიკამაცუ მონძაემონ — იაპონელი დრამატურგი
  • 1852 : ბრაილი, ლუი — ფრანგი პედაგოგი.
  • 1919 : რუზველტი, თეოდორ — აშშ-ის პრეზიდენტი.
  • 1966 : ალბრეხტ ბრანდი — გერმანელი სამხედრო მოღვაწე
  • 1977 : ბაბილუა, ვლადიმერ — ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელი და ლოტბარი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
 
„ღირსისა მოწამისა ევგენიასი და მისთანა მოწამეთა: პროტიოსისა, იაკინთესი და კლავდიასი (262); ღირსისა ნიკოლოზ მონაზონისა (IX).“
    • ნიკოლოზ მონაზონი
society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way