USD 2.7561
EUR 3.0232
RUB 3.2005
Tbilisi
6 დეკემბერი - ეს დღე ისტორიაში
 218

6 დეკემბერი — გრიგორიანული კალენდრის 340-ე დღე (ნაკიან წლებში – 341-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 25 დღე.

დღის მოვლენები

  • 1240 : მონღოლთა შემოსევა რუსეთზე - კიევის დაცემა ბათო-ყაენის წინამძღოლობით.
  • 1741 : რუსეთში სახელმწიფო გადატრიალებით პეტრე I-ის ასული ელიზავეტა პეტროვნა ქვეყნის მეთაური გახდა.
  • 1768 : ენციკლოპედია ბრიტანიკის - პირველი გამოცემა იბეჭდება.
  • 1768 : აშშ-ის კონგრესი ნიუ-იორკიდან ფილადელფიაში გადავიდა.
  • 1865 : აშშ-ის კონსტიტუციის მეცამეტე შესწორება რატიფიცირებულია და მონობას კრძალავს.
  • 1877 :გამოდის გაზეთ ვაშინგტონ პოსტის პირველი ნომერი.
  • 1897 : ლონდონი პირველი ქალაქი გახდა, სადაც მოტორიზებული ტაქსები გაჩნდა.
  • 1917 : ფინეთი რუსეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
  • 1922 : ინგლის-ირლანდიის ხელშერკულების ხელმოწერიდან ერთ წელიწადში ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფო იწყებს არსებობას.
  • 1978 : ესპანეთმა ახალი კონსტიტუცია დაამტკიცა რეფერენდუმით.
  • 1991 : ხორვატიაში იუგოსლავიის სახალხო არმიის ძალები ბომბავენ დუბროვნიკს მაისის თვიდან ქალაქის ალყაში მოქცევის შემდეგ.
  • 2010 : არგენტინა შეუერთდა ბრაზილიის გადაწყვეტილებას, აღიარონ პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო 1967 წლის საზღვრებში.
  • 2017 : პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ-მ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად სცნო.
  • 2021 : კარლ ნეჰამერი ავსტრიის კანცლერი გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1285 : ფერდინანდ IV — კასტილიის მეფე
  • 1421 : ჰენრი VI — ინგლისის მეფე
  • 1642 : ბახი, იოჰან კრისტოფ — გერმანელი კომპოზიტორი (დ. 1703)
  • 1792 : ვილიამ II — ნიდერლანდების მეფე
  • 1839 : ფურცელაძე, ანტონ — ქართველი მწერალი
  • 1880 : ბანოვანი — ქართველი მწერალი
  • 1897 : ბელაქნელი, ნიკოლოზ — ქართველი მომღერალი
  • 1898 : მირდალი, გუნარ — შვედი ეკონომისტი
  • 1920 : პორტერი, ჯორჯ — ბრიტანელი ქიმიკოსი
  • 1930 : ლისულო, დანიელ — ზამბიის პრემიერ-მინისტრი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1185 : აფონსუ I დამპყრობელი — პორტუგალიის პირველი მეფე
  • 1352 : კლიმენტ VI — რომის პაპი
  • 1672 : იოანე II კაზიმირი — პოლონეთის მეფე
  • 1855 : როტშილდი, ემშელ — ამერიკელი ბანკირი
  • 1900 : ავალიშვილ-ხერხეულიძე, ბაბო — ქართველი მსახიობი
  • 1934 : ბანოვანი — ქართველი მწერალი
  • 1970 : აღაბაბიანი, რუბენ — სომეხი არქიტექტორი, პოეტი, მთარგმნელი
  • 1989 : ჩამილ სიჯარიჩი — ჩერნოგორიელი მწერალი (დ. 1913)
  • 1991 : სტოუნი, რიჩარდ — ბრიტანელი ეკონომისტი
  • 2003 : ოსორიო, კარლოს მანუელ არანა — გვატემალის პრეზიდენტი
  • 2005 : დევან ნაირი — სინგაპურის პრეზიდენტი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • არქიმანდრიტი გრიგოლი ოსვენციმის ბანაკში აღსრულებული
    • ამფილოქე იკონიელი
    • გრიგოლი აკრაგანტელი
    • სისინიოს კვიზიკელი
    • თეოდორე ანტიოქიელი
    • ალექსანდრე ნეველი
  • აგრეთვე:
    • ესპანეთი : კონსტიტუციის დღე
    • ფინეთი : ფინეთის დამოუკიდებლობის დღე (რუსეთისგან, 1917)
culture
«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება: ტრადიციული სუფრის თავისებურებები“

„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.

ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...

ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.

ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.

„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...

ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.

რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.

ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.

მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს  სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.

თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way